Home ახალი ამბები საქართველო შოთა აფხაიძე: საინტერესოა, როგორ იცლის ზელენსკი, საომარ მდგომარეობაში მყოფი უშველებელი ქვეყნის პრეზიდენტი,...

შოთა აფხაიძე: საინტერესოა, როგორ იცლის ზელენსკი, საომარ მდგომარეობაში მყოფი უშველებელი ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემთვის და უამრავი სისულელისთვის?!

“ხელისუფლებაში დაბრუნდეს დესტრუქციული ოპოზიცია და დაგვიწყოს დევნა საღად მოაზროვნე ადამიანებს. დაიწყოს ძალადობა საქართველოში, გაივსოს ციხეები, ადამიანები დახვრიტონ ქუჩებში _ ეს სურს უკრაინას, ეს სურს ზელენსკის”

426

რამდენიმე დღის წინათ თითქმის ყველა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ აიტაცა შემდეგი ინფორმაცია: “ორგანიზაციაკავკასიის ისლამური კვლევების ცენტრისდამფუძნებელი შოთა აფხაიძე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 15 იანვრის განკარგულებით, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს. ზელენსკიმ გაიზიარა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადება პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას და სხვა ზომებს. 1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც რუსეთის მოქალაქე. შოთა აფხაიძე სხვადასხვა ინტერვიუში გამოირჩეოდა ღიად პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯებით”, _ წერდნენ ქართველი ჟურნალისტები, მაგრამ აზრად არავის მოსვლია, აჟამად რუსეთში მოღვაწე ქართველ შოთა აფხაიძისთვის პირადად ეკითხათ, არის თუ არა ის რუსეთის მოქალაქე, აქვს თუ არა აქტივები და, საერთოდ, რას ერჩის საქართველოს მოქალაქეს უკრაინის პრეზიდენტი.

სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით პოლიტოლოგ შოთა აფხაიძეს მოსკოვში.

_ რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ სანქცირებულთა სიაში პირადად უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეგიყვანათ. რამ გადააწყვეტინა ზელენსკის ამის გაკეთება

_ ზელენსკიმ სანქცირებულთა სიაში იმიტომ შემიყვანა, რომ მისი ხელისუფლების კრიტიკოსი ვარ. კიევის ამჟამინდელი რეჟიმი დაკავშირებულია საქართველოში მოქმედ დესტრუქციულ ოპოზიციასთან, სააკაშვილის გარემოცვასთან, ბოკერიებთან, ვაშაძეებთან ა.შ. _ ყველა იმ ე.წ. პოლიტიკოსთან, რომლებსაც სურთ საქართველომ მეორე ფრონტი გასხნას რუსეთის წინააღმდეგ.

როდესაც საშუალება მეძლევა, ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობ, ყველა საინფორმაციო საშუალებას ვიყენებ სიმართლის სათქმელად… გაირკვა, რომ მათ რამდენიმეჯერ ჩავუშალე გეგმა საქართველოში. სწორედ ამ მიზეზით ჩემ წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, სადამსჯელო ღონისძიება გაატარეს და სანქცირებულთა სიაში შემიყვანეს. ამ საკითხში პირდაპირ არის ჩარეული ზელენსკის მარჯვენა ხელი არახამია, მის უკან დგანან ამერიკელი და ევროპელი ლობისტები. დიდი ხანია, ამერიკელები ნადირობენ ჩემზე, ხელს ხშირად მიშლიან საქმიანობაში, ბარიერებს მიქმნიან, როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაშიც. ასე რომ, ჩემ წინააღმდეგ სანქციის დაწესებაში ჩართული იყო უკრაინის ხელისუფლებაც, ამერიკელი ლობისტებიც და საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალებიც. ყველაფერი ორკესტრირებულად მოხდა. ჩემგან მტრის ხატი შექმნეს.

_ ქართული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ რუსეთის მოქალაქე ხართ, გარდა ამისა, კრემლის პროპაგანდისტად მოგიხსენიებენარადა, ხშირად მომისმენია თქვენგან კრემლისა და რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკაც

 _ კრემლის პროპაგანდისტად ჩემი მოხსენიება გადაჭარბებულია, რადგან პროპაგანდასთან საერთო არაფერი მაქვს, მეტიც: რუსეთის ხელისუფლებას მთელ რიგ საკითხებში არ ვეთანხმები, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ. ვგულისხმობ მათ ხედვას აფხაზეთის, შიდა ქართლის, ცხინვალის საკითხების მიმართ… რადგან რუსეთის სატელევიზიო არხებზე გამოვდივარ და ვსაუბრობ, ეს სულაც არ ნიშნავს კრემლის პროპაგანდისტობას, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას.

იმ ადამიანების შანტაჟის გამო, რომლებმაც ჩემი სანქცირება მოახერხეს, არ მომეცა საშუალება, სამშობლოში დავრჩენილიყავი და იქ მეღვაწა. იძულებული შევიქენი, რუსეთის სამეცნიერო კვლევით ცენტრებში მეძებნა სამსახური, რათა ოჯახი მერჩინა.

რუსეთის მოქალაქეობა არ მაქვს. თქვენთან ვიტყვი პირველად: ერთ-ერთმა მოსამართლემ საკმაოდ დიდი თანხა მომთხოვა ცხოვრების უფლებისთვის, ჩასაწერად კი გაცილებით მეტი იქნებოდა გადასახდელი. ამხელა თანხის გადახდის საშულება არ მქონდა და, რომც მქონოდა, არ გადავიხდიდი. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ და რისთვის უნდა მომცენ რუსეთის მოქალაქეობა.

_ რომელ აქტივებზეა საუბარი? რის შეზღუდვაზე საუბრობენ უკრაინელები, როდესაც ამბობენ, რომ თქვენი აქტივები დაიბლოკება? თბილისში ჰგონიათ, რომ თქვენ ძალიან მდიდარი ხართ

_ აქტივები არანაირი არ მაქვს არც რუსეთში, არ ევროპაში და, საერთოდ, არც ერთ ქვეყანაში. რომელ ქონებაზე დამიდებენ ყადაღას, წარმოდგენა არ მაქვს. საბავშვო ბაღია, რა… საერთოდაც, საინტერესოა, როგორ იცლის ზელენსკი, საომარ მდგომარეობაში მყოფი უშველებელი ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემთვის და უამრავი სისულელისთვის?! ეს არის სახე კოლექტიური დასავლეთისა, ეს გახლავთ ლიბერალური სამყაროს უსუსურობა, მათ თავში მეტი არაფერი მოსდით აზრად, ეს არის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც შეუძლიათ.

_ რეალურად რა მოხდა, რატომ გაახსენდით უკრაინელებს და, საერთოდ, რა სურთ მათ ქართველებისა და საქართველოსგან?

_ უკრაინის ხელისუფლება უმადური ადამიანებით არის დაკომპლექტებული, ნაძირალებით. ხალხის სისხლი იღვრება, თვითონ კი მილიარდერები გახდნენ, უცხოეთში უძრავმოძრავ ქონებას იძენენ და ბანკებში ანგარიშები აქვთ გახსნილი.

ქართველებისგან რა უნდათ? ვერ გაძღა მათი მუცელი… სურთ, ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ, დიდი პოლიტიკური ტრიბუნებიდან მხარი დავუჭიროთ, ჩავერთოთ რუსეთთან ომში, გამოვუშვათ ციხიდან სააკაშვილი, ხელისუფლებაში დაბრუნდეს დესტრუქციული ოპოზიცია და დაგვიწყოს დევნა საღად მოაზროვნე ადამიანებს. დაიწყოს ძალადობა საქართველოში, გაივსოს ციხეები, ადამიანები დახვრიტონ ქუჩებში _ ეს სურს უკრაინას, ეს უნდა ზელენსკის. ამაზე ხშირად და საჯაროდ ვლაპარაკობ და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ზელენსკიმ ჩემთვის მოიცალა და სანქციები დამიწესა.

რამდენიმე ხნის წინათ საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ვიზის ვადა ამომეწურა და, უკან რომ დავბრუნებულიყავი, ვიზაში 900 დოლარი გადავიხადე. მე რომ გავლენები მქონდეს, ვიზაში ამდენ ფულს გადავიხდიდი?! რუსეთში მივდივარ, ვმუშაობ და მერე ვალებს ვისტუმრებ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here