Home ახალი ამბები მიტროპოლიტი შინაპატიმრობაში მყოფ 8 ბავშვზე: დალაპარაკებაც ვერ მოვახერხე, არ იძლეოდა საშუალებას

მიტროპოლიტი შინაპატიმრობაში მყოფ 8 ბავშვზე: დალაპარაკებაც ვერ მოვახერხე, არ იძლეოდა საშუალებას

1463

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, რამდენჯერმე პირადად შეხვდა ამირან დევნოზაშვილს, რომელიც 8 შვილს სკოლაში არ ატარებს და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს.

ამის შესახებ მან „ნეტგაზეთთან „ ისაუბრა.

როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთელი ოჯახი ამირან დევნოზაშვილის ნებას ემორჩილება, თუმცა მისთვის უცნობია, როგორ ხდება ეს – ოჯახის დანარჩენი წევრების და ამირან დევნოზაშვილის მოსაზრებების ერთმანეთის ემთხვევა, თუ რაიმე სახის გავლენა არსებობს მათ ნებაზე.

“დალაპარაკებაც ვერ მოვახერხე ბავშვებთან. არ იძლეოდა საშუალებას, რომ ბავშვებს გავსაუბრებოდი. ის როგორც იტყვის, ყველა ისე იქცევა. ემორჩილებიან, თუმცა, რის ხარჯზე და როგორ, არ ვიცი. მე ზოგადად არ მომწონს მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ერთმანეთში დამოკიდებულება, თუმცა არ შემიძლია მის ცხოვრებაში შიგნით დავინახო რაღაცები, უბრალოდ, ჩემთვის ეს მიუღებელია, პირდად ვუთხარი… ყველაფერი გავაკეთე”, – ამბობს საუბარში მიტროპოლიტი სტეფანე.

კითხვაზე, აძლევს თუ არა დევნოზაშვილი ცოლს სახლის დატოვების შესაძლებლობას, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ცოლთანაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს:

“სხვას არ აქვს უფლება რაიმე ილაპარაკოს… ის საუბრობს, იმპერატიული დამოკიდებულება აქვს. შინაგანი რწმენით რომ იყოს ასე და ძალადობის გარეშე აკეთებდნენ ისე, როგორც მას უნდა, ამის ასპროცენტიანი გარანტია არ არის.  შიგნით რა ხდება, არ ვიცი… საკუთარი რწმენით აკეთებენ ამას თუ რაიმე გავლენით, შეიძლება ბევრი პრობლემა იყოს”, – ამბობს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, როგორც ამირან დევნოზაშვილმა მას განუმარტა, ის მართლმადიდებელი წმინდანის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებით მოქმედებს, თუმცა, მიტროპოლიტის თქმით, დევნოზაშვილი ეპისკოპოსის სწავლებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს:

“ის ეკლესიურად ნამდვილად არ მოქმედებს. ბავშვების იზოლაცია არ არის ქრისტიანობა. ავუხსენი ეს ყველაფერი… ბრიანჩანინოვმა როგორც მითხრა, ისე ვმოქმედებო, ეგნატე ბრიანჩანინოვი არის წმინდანი, საერთოდ, ტყუილად ლაპარაკობს ამას, რადგან ბრიანჩანინოვს ასეთი რამ არსად არ უწერია, რომ ბავშვები უნდა გამოკეტონ. ის ზოგადად ყველას აფრთხილებს, ისეთი დრო დადგება, როდესაც რთული იქნება ქრისტიანობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებისგან გარიყული იყო” , – აცხადებ მიტროპოლიტი.

 

მიტროპოლიტის თქმით  საკითხს ყურადღება სჭირდება:

“მე ვერაფერს გავხდი. როდესაც დაკეტილი აქვს [კარი] ადამიანს, რაც გინდა უთხარი, ის მაინც თავისას აკეთებს. შემდეგ დავანებე თავი, მე ვეცადე რაღაცებს, რამდენჯერმე შევეცადე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ის, რომ ბავშვები წაერთმიათ, ჩემი ლოცვა-კურთხევა ამ მიმართულებით არ იყო, ეს რთული საკითხია. ღმერთმა გაუხსნას აზრი და გააგებინო,ს სწორი გზა როგორაა, თუმცა ყურადღება სჭირდება იმ ბავშვებს. კარგი იქნება, საუბრის შესაძლებლობა თუ იქნება, გარკვეული ფსიქოლოგიური განტვირთვა რომ ჰქონდეთ ბავშვებს. მეც სიამოვნებით ვიმუშავებ ამ ბავშვებთან პერიოდულად” ,– აცხადებს მიტროპოლიტი.

 

 

1 COMMENT

  1. es devnozashvili aris chamokalibebuli giji adamiani, ra mixvedra unda amas. maincdamainc kvebs unda isrodes kuchashi rom mas aranormaluris kvalipikacia mienichos. droze ixsenit bavshvebi da dakvevebuli coli.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ninin Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here