Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების, ნავთობპროდუქტების წარმოების და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწოდების საშუალება მიეცემა. თეთრი სახლი დათანხმდა ლათინური ამერიკის ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ასეთ შემსუბუქებაზე.
„Chevron-ის ერთობლივი საწარმოების მიერ წარმოებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეერთებულ შტატებში გაყიდვა, ექსპორტი ან იმპორტი ნებადართულია“, – ციტირებს TASS კომპანიისთვის გაცემული გენერალური ლიცენზიის ტექსტის ფრაგმენტს.
კერძოდ, Chevron-ს უფლება აქვს იმუშაოს ერთობლივ საწარმოებში Chevron-ისა და ვენესუელური PdVSA-ს მონაწილეობით.