Home ახალი ამბები საქართველო საპირფარეშოს მანიფესტი

საპირფარეშოს მანიფესტი

მმართველი პარტია თუ… "ნაციონალური მოძრაობის" მეხამრიდი?

მანიფესტი, როგორც ჟანრი პოლიტიკური რიტორიკისა, რომელიც, წესისამებრ (ტრადიციულად), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხს ეხება, დიდი ხნის წინათ დამკვიდრდა. მსოფლიოს ისტორია ამ ჟანრის მრავალ ნაწარმოებს იცნობს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და  გახმაურებული იყო კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის  კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, რომელიც 1848 წლით არის დათარიღებული. შესაძლებელია ითქვას, რომ ჟანრი უკვე ისტორიის კუთვნილებად არის ქცეული, თუმცა ისიც მართალია, რომ მას დღემდე იშვიათად, მაგრამ მაინც მიმართავენ. მაგალითად, ამერიკის ჰუმანისტური ასოციაციის მიერ მიღებულია სამი მანიფესტი: ირველი – 1933 წელს; მეორე – 1973 წელს; მესამე კი – 2003 წელს.

სწორედ ეს ისტორიული ჟანრი გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ურთიერთობის გასარკვევად და ქართველი ხალხისთვის იმის სათქმელად, რომ იგი პოლიტიკიდან არ წასულა და არც მომავალში აპირებს წასვლას.

მიხეილ სააკაშვილის ეს აბდაუბდა ნაჯღაბნი შეიძლება შევაფასოთ, როგორც ჟანრის  შეურაცხყოფის მცდელობა. არაფერს ვამბობ ქართველ ხალხზე, რომელსაც სააკაშვილი უკვე ვეღარ შეურაცხყოფს, რადგან მან უკვე იმდენჯერ და ისე შეურაცხყო ქვეყანა და ხალხი, რომ ეს ლიმიტი ამოწურული აქვს და  ვეღარაფერს მიამატებს. ჟანრი კი დიდად შეურაცხყო, ვინაიდან აქამდე მანიფესტებს განათლებული და ბრძენი ადამიანები წერდნენ, ახლა კი მას ეს აბსოლუტურად უწიგნური და ყოვლად გაუნათლებელი ადამიანი წაეპოტინა. “მიშას მანიფესტის” მხოლოდ სათაური რად ღირს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11 პუნქტი – 23 ნოემბრის მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე”.

სათაური ხომ არის “გენიალური”, მანიფესტის ჟანრს რომ შეესაბამება ისეთი. ახლა შიგთავსით დატკბით: “დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს, რომლითაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და რა ღირებულებებითაც ყველა იმ სიკეთისა და პროცესის შექმნა შევძელით, რომლებიც დღემდე ურყევია და აძლიერებს ქართველი ხალხის უკეთესობისკენ სწრაფვას. დროა, ქართული საზოგადოება ისევ გაერთიანდეს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ გვესმის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ამ საქმეში საკუთარი უნიკალური როლი აქვს შესასრულებელი”.

შევეცდები, მიშას პოლიტიკური “შედევრის” (საპირფარეშოს მანიფესტის) ზედმეტი ციტირებისგან  თავი შევიკავო, მაგრამ როგორ გინდა წაუყრუო ამ უსასტიკესი მწამებლისა და მკვლელი მანიაკის თავხედობას, როდესაც უტიფრად აცხადებს: “ყველა იმ სიკეთისა და პროცესის შექმნა შევძელით, რომლებიც დღემდე ურყევია და ასულდგმულებს ქართველი ხალხის უკეთესობისკენ სწრაფვას”.

მიხეილ სააკაშვილი ისე მიმართავს ქართველ ხალხს:

თითქოს ადამიანები არ უწამებია;

თითქოს პატიმრები არ გაუუპატიურებია;

თითქოს ახალგაზრდები ქუჩაში არ დაუხოცავს;

თითქოს მშვიდობიანი დემონსტრაციები არ დაურბევია;

თითქოს ტელევიზიებში არ შეჭრილა;

თითქოს ქვეყანა უგუნურ ომში არ ჩაუთრევია და ქართული ტერიტორიები არ გაუნიავებია;

თითქოს ელიტური კორუფცია არ დაუნერგავს;

თითქოს მას და მის ბანდიტ მინისტრებს ქვეყნიდან მილიარდები არ გაუზიდავთ;

თითქოს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს, გადამთიელებისთვის მოქალაქეობა არ უთხოვია და სხვა სახელმწიფოში თანამდებობებზე არ წამოჭიმულა;

თითქოს საქართველოს საზღვარი არ დაურღვევია და სამარცხვინოდ, ქურდულად არ შემოპარულა;

დანაშაულებში მხილებულსა და უკვე გასამართლებულს, თითქოს ციხის თუ საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი არ  შეურაცხუყვია და უკადრებელი არ უკადრებია

ერთი სიტყვით, ისე იქცევა, თითქოს ეს არაფერი (ყველაფერი) არ ჩაედინოს.

ერთი წუთით დავანებოთ ამას თავი და საპირფარეშოს მანიფესტის იმ პუნქტს დავაკვირდეთ, რომელშიც იგი აცხადებს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდამფუძნებლის, „ვარდების რევოლუციისლიდერის, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა  კრავს და აძლიერებს პარტიას.  ალბათ, გამორჩა ის ამბავი, რომ ყველა ამ სიკეთესთან ერთად “საქართველოს დამფუძნებელი მამაც” არის, როგორც საკუთარ თავს უტიფრად უწოდებს-ხოლმე.

ნაციონალური მოძრაობისმიერ ამ კაცის (მიხეილ სააკაშვილის) ლიდერად აღიარება და მისი ამ ნაბოდვარის (საპირფარეშოს მანიფესტის) სამოქმედო პროგრამად გამოცხადება ნუთუ საკმარისი არ არის ამ პარტიის საქმიანობის შესაჩერებლად?!

პარტია, რომელიც ლიდერად, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უცხოეთის მოქალაქეს აღიარებს, პოლიტიკური კი არა, ჯაშუშთა ორგანიზაციაა. .. “ნაციონალური მოძრაობისყველა ის წევრი, რომლებიც სააკაშვილს ლიდერად აღიარებენ, სხვა სახელმწიფოს ჯაშუშობაში უნდა იქნა მხილებული, მათ წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება.

თუმცა რომელ გამოძიებაზე ვსაუბრობთ, როდესაც მმართველი პარტიის (“ქართული ოცნება”) დაკვეთით  ჩატარებულ სარეიტინგო გამოკითხვების შედეგებში ვკითხულობთ, რომ, დღევანდელი მონაცემებით, საპარლამენტო საარჩევნო ბარიერს თურმე მხოლოდ ორი პარტია გადალახავს – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” (შესაბამისად – 55 პროცენტი და 20 პროცენტი). რა არის ეს, თუ არა მმართველი პარტიის მიერ არჩევნების წინასწარი გაყალბებანაციონალური მოძრაობისსასარგებლოდ?! პარტიას, რომელსაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ათას ამომრჩეველზე მეტი ქუჩაში საპროტესტოდ ვერ გამოჰყავს, საიდან აქვს ოცპროცენტიანი რეიტინგი?! ვინ გვაყრის თვალებში ნაცარს – “ნაციონალური მოძრაობათუქართული ოცნება“?! დღეს ოცპროცენტიანი რეიტინგი, “ნაციონალურ მოძრაობას” კი არა, “ქართულ ოცნებასაც” ვერ ექნება. თუ ექნება, ამაშიც დიდი დამსახურება “ნაციონალური მოძრაობის” ანტირეიტინგშია საძებნი, რომელიც მათ მიმართ საერთო სახალხო შიშისა და სიძულვილის გამო “ქართული ოცნების” დადებით რეიტინგად ტრანსფორმირდება. დასანანია, რომქართული ოცნება“, ნაცვლად იმისა, რომნაციონალურ მოძრაობას“, როგორც დამნაშავე ორგანიზაციას, კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად პოლიტიკურ  საქმიანობას უკრძალავდეს, მეხამრიდად ევლინება და საკუთარ გამოკვლევებზე დაყრდნობით იმ ერთადერთ პარტიად აცხადებს, რომელსაც ხუთპროცენტიანი საარჩევნო  ბარიერის გადალახვის რესურსი გააჩნია.

მესმის, რომ ეს მმართველი პარტიის ლიდერების რევერანსია არა “ნაციონალური მოძრაობის”, არამედ აშშ-ის წინაშე და ისიც მესმის, რომ ეს რთული პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილია (სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა ჩემი წინა სტატია), მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ყველაფერს აქვს (უნდა ჰქონდეს) დასასრული.

ვალერი კვარაცხელია

P. S. ერთადერთი, რასაც არც საზღვარი აქვს და არც დასასრული, ამერიკელთა თავხედობაა.

ახლახან აშშში .. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) “მთავარი არხისდამფუძნებელ ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა. ნიკა გვარამიას მოკლე ბიოგრაფიულ აღწერაში, რომელსაც  CPJ  გვთავაზობს, წერია: “როგორც ტელეწამყვანი, გვარამია ცნობილი იყოქართული ოცნებისმიმართ  ხისტი  კრიტიკით. მისი შოუ ხშირად მოიცავდა გამოძიებებს, რომლებიც ამხელდა სავარაუდო სახელმწიფო კორუფციას და ძალადობას; ასევე აშუქებდა საქართველოს ლიდერების პრორუსულ მიკერძოებას. მან  წელიწადზე მეტი მოიხადა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მისთვის მისჯილი 3.5-წლიანი სასჯელიდან 2023 წლის ივნისში პრეზიდენტის მიერ მის შეწყალებამდე.”

ასე ამბობენ ამერიკელები. საქართველო  კი გვარამიას იცნობს, როგორც თავხედ პოლიტიკანს, რომელმაც მაყურებლებს თავი ბინძური საპროკურორო მოღვაწეობითა და გაუგონარი ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა.

აი, რას ნიშნავს ამერიკული სიცრუისა და ცინიზმის მასშტაბები, მათ მიერ ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების ფეხებზე დაკიდების სიგრძე და განი, ამიტომაც მათგან მორიგ სახელმწიფო გადატრიალებას უნდა ველოდ, რითაც ხელისუფლებაში ისევ მკვლელებს და მანიაკებს მოაბრუნებენ და მთელ ამ სიბინძურეს დემოკრატიის გამარჯვებად და სამართლიანობის ზეიმად შემოგვასაღებენ.

ვ. კ.                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here