Home ახალი ამბები მსოფლიო რუსი ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, რუსეთის პირველი არხის ეთერში, ომის საწინააღმდეგო...

რუსი ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, რუსეთის პირველი არხის ეთერში, ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, კვლავ დააკავეს

105

რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა კვლავ დააკავეს. 15 ივლისს რუსმა ჟურნალისტმა, კრემლის მახლობლად, ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია?“.

ჟურნალისტი საკუთარ სახლთან დააკავეს და კრასნოსელსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვა, პირდაპირ ეთერში, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების დროს, ტელეწამყვან ეკატერინა ანდრეევას უკან, უკრაინის ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა, ქვეყანა დატოვა და სამუშაოდ გერმანიაში წავიდა. ოვსიანიკოვა რუსეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ეს გადაწყვეტილება მან ოჯახური გარემოებებითა და კონტრაქტის დასრულებით ახსნა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here