Home ახალი ამბები მსოფლიო RT: ათასი გვერდი და არავითარი დასკვნა

RT: ათასი გვერდი და არავითარი დასკვნა

713
კონგრესი

ამერიკელმა კონგრესმენებმა პირველი ზეპირი მოხსენება გააკეთეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ეხება მოსკოვის სავარაუდო ჩარევას 2016 წლის აშშის საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაზვერვის სპეცკომიტეტის ხელმძღვანელმა, სენატორმა რიჩარდ ბერმა განაცხადა, რომ ექსპერტებმა შეისწავლეს რუსეთთან დაკავშირებული ათასობით საიდუმლო დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე დასკვნის გაკეთება “სიგიჟე იქნებოდა”. მან თქვა, რომ ამჟამად კომიტეტმა მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია და ჩვენებების მისაცემად მიიწვია 20 ადამიანი. მათგან უმეტესის გვარები არ ცხადდება. კომიტეტში მოუსმენენ პრეზიდენტის მრჩეველს და მის სიძეს _ ჯარედ კუშნერს, რომელმაც თვითონ ისურვა სპეცკომისიის წარმომადგენლებთან საუბარი. “ვიმედოვნებ, რომ გავივლით საკითხის შესწავლის მთელ პროცესს, სანამ საკუთარ მოსაზრებას ჩამოვაყალიბებთ”, _ დაასკვნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აშშ-ის სენატში აღნიშნული მოსმენებისადმი დამოკიდებულების შესახებ შეკითხვას კრემლში უპასუხეს, რომ ეს საკუთნივ აშშ-ის საქმეა. “ჩვენი დამოკიდებულება საერთოდ ამ ისტერიკისადმი კარგადაა ცნობილი. დასამატებელი არაფერი გვაქვს, _ განაცხადა რუსეთის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, _ ჩვენ კრემლში ბევრი საზრუნავი გვაქვს და ამ დებატებს თვალს არ ვადევნებთ. არავითარი ახალი ფორმულირება იქიდან არ გვესმის და, საეჭვოა, რომ მოვისმინოთ _ გაცვეთილი ფირფიტაა ფუტურისტული სიმღერებით”, _ თქვა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here