Home ახალი ამბები მსოფლიო „როიტერი“ – ენერგეტიკული კრიზისის გამო შესაძლოა, ევროპაში ზამთარში მობილური კავშირი გაითიშოს

„როიტერი“ – ენერგეტიკული კრიზისის გამო შესაძლოა, ევროპაში ზამთარში მობილური კავშირი გაითიშოს

82

როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, იმ შემთხვევაში თუ ზამთარში ევროპაში ელექტროენერგია გაითიშა ან დენის მიწოდებაზე დაწესდება გრაფიკი, შესაძლოა, მობილურ ქსელებს პრობლემები შეექმნათ.

მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, ევროპაში მოქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ნაწილმა შეშფოთება უკვე გამოთქვა. ამასთან ერთად, „როიტერი“ წერს, რომ მობილური კავშირის ოპერატორ კომპანიებს, მათ შორის შვედეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, რათა ელექტროენერგიის გათიშვისა და ანძებზე დამონტაჟებულ ბატარეების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, მობილური კავშირი არ შეწყდეს.

სააგენტოს ცნობით, ევროპაში ახლა არსებობს ნახევარ მილიონზე მეტი სატელეკომუნიკაციო ანძა, რომელთა უმეტესობაზე დამონტაჟებული ბატარეების მუშაობის მაქსიმალური დრო 30 წუთია.

„როიტერის“ ცნობით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მობილური კავშირის კომპანიები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს მთავრობის წარმომადგენლებთან.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here