Home ახალი ამბები საქართველო რას საქმიანობენ საქართველოში ე.წ. ენჯეოები

რას საქმიანობენ საქართველოში ე.წ. ენჯეოები

501

საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია 1879 წელს  დაარსდა, ეს იყო ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში (არსებობდა 1927 წლამდე) ეწეოდა კულტურულსაგანმანათლებლო საქმიანობას, ხსნიდა სკოლებს, სამკითხველოებს, გამოსცემდა წიგნებსამდენად, საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

დღეს საქართველოში ათასობით  არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და მათი დაფინასების შესახებ ინფორმაცია თითქოს ცნობილია, მაგრამ უამრავი შეკითხვაა პასუხგაუცემელი. ფაქტია, რომ აქ მოქმედიენჯეოებიქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, ჰყავთ დამკვეთი და აქვთ დავალება. ეს რომ ასე არ იყოს და ეროვნული სულისკვეთებით მოქმედებდნენ, რატომ იტყოდნენ მათზე, რომ მეხუთე კოლონაა?

მეხუთე კოლონა _ ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის სასარგებლოდ. მეხუთე კოლონის მოქმედება შეიძლება იყოს ღია ან ფარული. მეხუთე კოლონის წევრები შეიძლება ფარულად, საიდუმლოდ მოემზადონ და გაერთიანდნენ კრიტიკულ მომენტში მოწინააღმდეგის სამხედრო შეტევისას ან მისი სხვა აქტიური ქმედებისას. მეხუთე კოლონის ფარული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს საბოტაჟის აქტებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, ჯაშუშობაში და .. მეხუთე კოლონა შეიძლება მოქმედებდეს მოწინააღმდეგესთან კოორდინირებულად, იმართებოდეს მის მიერ, მაგრამ შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებლადაც, საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევდეს სამიზნეს, თავდასხმის ფორმას და დროს. მეხუთე კოლონის წევრები შეიძლება იყვნენ, როგორც აშკარად, შეგნებით, სრულიად გაცნობიერებული მიზნებისა და მოტივაციის მქონე პირები, ასევე პირები, რომლებიც განსხვავებული თვალსაზრისის გამო, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის გამო, მისი, როგორც პიროვნების მარგინალიზაციისა და სხვა მიზეზთა გამო, შეუგნებლად მოქმედებს მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.

საქართველოში არსებული მეხუთე კოლონის, “ენჯეოების”, შესახებევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი გვესაუბრებიან.

არაერთხელ გავაფრთხილე ეს ხელისუფლება _ ეს გონებაჩლუნგთა ნაკრები, რომ საფრთხე ემუქრება, რომელსაც ვერ გრძნობს

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ 20 ივნისს აღმაშენებლის გამზირზე, სასტუმრო “იბისში” შეიკრიბნენ  სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები (რუსულენოვანი ახალგაზრდები იყვნენ). მათთვის ჩატარდა სემინარი სამართლებრივ საკითხებზე, მე ლექცია წავიკითხე დიდი სამამულო ომის შესახებ. თურმე, იმავე დარბაზში იმყოფებოდა რუსულენოვანი ე.წ. ჟურნალისტი, რომელმაც ლექციის მოსმენის შემდეგ მოყარა დანარჩენი ე.წ. ჟურნალისტები სხვადასხვა ტელევიზიიდან.

არის ასეთი საინფორმაციო ცენტრი “სოვა”, რომელიც ფინანსდება ხოდორკოვსკისა და სოროსის ფონდებიდან. ეს ცენტრი სხვა ტელევიზიებსა და საინფორმაციოებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობას რა უჭირს, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს და ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.

იმ ღონიძიებაზე მოსულმა ე.წ. ჟურნალისტებმა ახალგაზრდებს არაჩვეულებრივი და აბსოლუტურად უწყინარი ღონისძიება ჩაუშალეს. პროვოკატორების ტერიტორიიდან გაყრა სასტუმროს დაცვასაც გაუჭირდა. საჭირო შეიქნა პოლიციის გამოძახება. 20 ივნისს აშკარად დაირღვა ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ინტერესები, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

_ რა ზიანს აყენებენ ჩვენს ქვეყანას უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აქტივობის შედეგად 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა არაკეთილი განზრახვით?

_ 20 ივნისს რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ იყო რუსული ფულით დაფინანსებული, ისეთით, ელენე ხოშტარია რომ ფინანსდება და არამხოლოდ ის. სხვადასხვა გზით, სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკოსები ყოველთვის ფინანსდებიან. იქ ასევე იმყოფებოდნენ, უფრო ზუსტად, მიცვივდნენ _ ბელორუსები, უკრაინელები და რუსები _ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქვეყნების პრეზიდენტების წინააღმდეგ გამოდიან. მოკლედ,  პუტინის მოწინააღმდეგეები იყვნენ ძალიან ბევრნი.

არაერთხელ გავაფრთხილე ეს ხელისუფლება, ეს გონებაჩლუნგთა ნაკრები, რომ საფრთხე ემუქრება, რომელსაც ვერ გრძნობს; საფრთხე ემუქრება შიგნიდან _ ძალოვანი სტრუქტურებიდან, პარლამენტიდან და უკვე აშკარაა, რომ გემიდან გაქცევაც დაიწყეს

“ოცნების” ხელისუფლება დამყაყდა, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე შევარდნაძისა. ხელისუფლება ვეღარ აცნობიერებს, რას სჩადის; სურს, არავის აწყენინოს. ღარიბაშვილმა დაისამარა თავი ბოლო გამოსვლით, როცა ევროპულ “პერსპექტივაზე” ისაუბრა. ის საცოდავი იყო და ქვეყანაც ასევე საცოდავად მიდის. საქართველო ვეღარ ეღირსება ვერანაირ სიკეთეს, სულ მაჩანჩალები  ვიქნებით.

ხათუნა საგინაშვილი
ხათუნა საგინაშვილი

ენჯეოებიარა მხოლოდ ხელისუფლებას აკონტროლებენ, არამედ ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას გადასცემენ უცხოეთში, ანგარიშს აბარებენ უცხო ძალებს, ისინი ჯაშუშები არიან. ეს მწარე სიმართლეა და ფაქტი

ხათუნა საგინაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი:

_ ჩვენს ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ტიპური მეხუთე კოლონაა. ისინი ფინანსდებიან უცხოეთიდან და მოქმედებენ პრიციპით: ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს.

ეს ხალხი და ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან და თანაც ისეთი ორგანიზაციებიდან, რომელთა მიმართაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ასე რომ, ვიღაცები იხდიან ფულს, კონკრეტულ დავალებებსა და ინსტრუქციებს იძლევიან, რომლებიც ხშირად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. იუდას 30 ვერცხლით ნაყიდი “ენჯეოშნიკები” ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.

“ენჯეოები” აკონტროლებენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საკანონმდებლო ორგანოში შეაქვთ კანონპროექტები, ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას გადასცემენ უცხოელებს, ანგარიშს აბარებენ უცხოურ ძალებს, ისინი ჯაშუშები არიან. ეს მწარე სიმართლეა და ფაქტი.

პატრიოტი ადამიანი ამას ვერ იზამს. როცა შენი ქვეყნის სატკივარი გაწუხებს, უცხოელს ამბავს ვერ მიაწვდი, სხვაგან შენს ოჯახზე ვერ ისაუბრებ, მაგრამენჯეოებიფიქრობენ მხოლოდ დონაციაზე, მათი მთავარი მოტივატორიიუდას ვერცხლია”, გლობალისტები მათ ქვეყნის ღალატისთვის კარგად აჯილდოებენ. შესაბამისად, “ენჯეოშნიკებიც” ანგარიშვალდებულნი არიან პატრონების წინაშე. მათთვის ამოსავალი წერტილია არა ეროვნული ინტერესები, არამედ მერკანტილური გამორჩენა.

თავის დროზე ამ “ენჯეოების” შექმნის ინიციატორი გახლდათ “თავისუფლების ინსტიტუტი”, რომელმაც შემდეგ იბარტყა, როგორც გველმა. გამრავლდნენ და ბევრი არიან. ისინი გრანტებს იზიდავენ, რათა ანტიეროვნული პოლიტიკა განახორციელონ.

ქვეყნებში, სადაც ეროვნული ხელისუფლებაა, ყველგან შეზღუდეს ან, საერთოდ, აღკვეთეს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. მარტო ის რად ღირს, რომ უნგრეთში შესვლაც კი აეკრძალა ჯორჯ სოროსს. ის უნგრელია და თავისმა ქვეყანამ არ მისცა შესვლის ნება, თანაც საკმაოდ დიდი ხნის წინათ მოხდა ეს ამბავი.

სოროსის ფონდი რა სიბინძურეებსაც სჩადის, უცხო არვისთვისაა და, თუ ვინმე დაინტერესდება, მის საინფორმაციო პორტალზე შევიდეს და ნახავს, რას, ვის და რა პროექტებს აფინანსებს ეს ფონდი. არც მალავენ, რომ ქართულ მედიასაშუალებებს, ე.წ. მეინსტრიმულ მედიას აფინანსებენ. სოროსი აფინანსებს თითქმის ყველა მედიასაშუალებას, მაგრამ სურთ, შეფუთონ ეს დაფინანსება და დაარქვან ჟურნალისტური გამოძიება, მიუხედავად ამისა, ყველასთვის ნათელია, რომ ეს ანტურაჟია, რომლის უკან დიდი დავალებები იმალება, რაც შემდეგში გამოიხატება: ეროვნულ ინტერესებთან ბრძოლა, ჩვენი სახელმწიფოს ბალავრის _ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და .. მათ მუდმივმოქმედი რუბრიკებიც კი აქვთ ამ ორი უდიდესი საგანძურის წინააღმდეგ. ისინი ეძებენ, ჩხრეკენ  და მცირედსაც კი სასიკვდილო შეცდომად წარმოაჩენენ. “ენჯეოების” ანი და ჰოე სწორედ ეს არის _ უხდიან და მუსიკასაც უკვეთენ. ისინი ინსტრუქციებსა და დავალებებს ასრულებენ, რომლებსაც მერე ჩვენი საზოგადოება თვალნათლივ ხედავს და საკუთარ თავზე გამოსცდის. ამის თვალნათელი მაგალითია ომბუდსმენი…

_ “ენჯეოებისაკრძალვა დიდი პროლემა არ უნდა იყოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსებაშიც რუსეთს სდებენ ბრალს და, ასე ვთქვათ, ადვილად ანეიტრალებენ. აუდიტის სამსახურსალტინფოდაუჯარიმებია. სიმართლე გითხრათ, არ გამიგია, რომ რომელიმე ცნობილიენჯეოვინმეს დაეჯარიმებინოსრატომ არ აღკვეთენ იმ არასამთავრობოების მუშაობას, რომელთა წარმომავლობაც საეჭვოა? ჩვენი მთავრობის წევრებიც იქ ხომ არ არიან გამოზრდილები?

_ “თევზი თავიდან ყარს”, _ ნათქვამია. ბოროტების სათავეა ის, რომ მისაღებად ითვლება დასავლეთიდან შემოსული ფული და მიუღებლად _ ჩრდილოეთიდან შემოსული. ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ყველა ფულს ახლავს თავისი ინტერესი. სრული უგუნურება და ქართველი ხალხის გამოთაყვანებაა, რომ დასავლეთის ფული არ არის საშიში, ხოლო ჩრდილოეთში “ბუა” ზის და იმისგან ყველაფერი საშიშია, უნდა მოვერიდოთ.

პოლიტიკაში არსებობს ერთი აქსიომა _ არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. დასავლეთს თავის ინტერესები აქვს, ჩრდილოეთს _ თავისიჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა გვქონდეს. ფულის წარმომავლობის ასე გარჩევა პოლიტიკური სიბეცეა, არაშორსმჭვრეტელობა. დასავლელი გლობალისტების ჩარიცხული ფული და მათი დავალებები რომ უსაფრთხოა, ამის დაჯერება მართლაც სიბეცეა.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავფილტროთ, შევისწავლოთ შემოსული ფულის მიზნობრიობა, თუკი იმას ვერ ვახერხებთ, რომ რადიკალურ ღონისძიებებს მივმართოთ. ამ მიმართულებით სრული განუკითხაობაა ჩვენს ქვეყანაში და ეს ასე არ უნდა დარჩეს; ვალდებულები ვართ, ვაკონტროლოთ უცხოეთიდან შემოსული ყოველი თეთრი, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, მეტიც, საშური საქმეა.

დასავლეთიდან (და არა მხოლოდ დასავლეთიდან) შემოსული გაურვეველი წარმოშობის ფინანსები ძირს უთხრის ხელისუფლებას და ამიტომ თვითგადარჩენის ინსტიქტის გამო მაინც უნდა მიხედოს ამ სფეროს, თუ გამჭრიახები და შორმჭვრეტელები არიან.

“ენჯეოების” სფერო მისახედია, რადიკალური ზომები _ მისაღები; სანამ არსებობს ფინანსების მიღების საშუალება, იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გაყიდიან, დედ-მამის ჩათვლით… ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც კონკრეტულად ამ სფეროში გაატარებს რეფორმას, რომ ეს უკონტროლო ფული კონტროლს დაექვემდებაროს და გაიფილტროს ყველაფერი. გაირკვეს _ რისთვის ფინანსდებიან, რა მიზანი აქვთ და შემდეგ დაიხშოს ყველა გზა და წყარო ამ ფულის შემოდინების, თუ ის იქნება ქართული ინტერესების, იდეოლოგიისა და ეროვნულობის წინააღმდეგ მიმართული.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here