Home ახალი ამბები საქართველო რამაზ გაგნიძე: “რუსეთი არ არის ტერორისტული ქვეყანა და ძალიან კარგია, რომ ამ...

რამაზ გაგნიძე: “რუსეთი არ არის ტერორისტული ქვეყანა და ძალიან კარგია, რომ ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა”

“მიუხედავად ამერიკისა და ევროპის დიდი ძალისხმევისა, საქართველო არ ჩაება ომში, ამიტომ ვართ უკრაინელების სალანძღავი ობიექტი, ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენი ოკუპაციაც...”

318

მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა _ ყველას გადარჩენა! ..  მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში; მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ..“, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმაროგორც აღნიშნული  განცხადებიდან ჩანს, ჩვენი რეგიონისთვის უკრაინა დიდი საფრთხეა

რას გვერჩის უკრაინის ხელისუფლების  მაღალჩინოსანი და ვისი დავალებით გააკეთა ეს განცხადება არესტოვიჩმა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სამოქალაქო აქტივისტი რამაზ გაგნიძე გვესაუბრება.

_ საქართველოს ხელისუფლება ნეოლიბერალური სამყაროს წარმომადგენელია, ისევე, როგორც “ნაცმოძრაობა”. ამ სამყაროს წევრია უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი არესტოვიჩიც, რომელიც გვემუქრება, რომ მილიონიანი ჯარით შემოვა და გაგვათავისუფლებს რუსებისგან, რომ წესრიგს დაამყარებს. რეალური ლიბერალი და დემოკრატი ამ სიტყვებს არ იტყვის, შესაბამისად, რეალური ლიბერალი და დემოკრატი ასეთ განცხადებას არ მიიღებს…

მიუხედავად ამერიკისა და ევროპის დიდი ძალისხმევისა, საქართველო არ ჩაება ომში, ამიტომ ვართ უკრაინელების სალანძღავი ობიექტი, ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენი ოკუპაციაც… უკრაინამ თავის დროზე შეიფარა საქართველოდან გაქცეული ნაცზონდერები. ისინი დიდ პატივში ჰყავთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, “ოცნებამ” არც ნაცებს მოსთხოვა პასუხი და არც უკრაინელებს, სწორედ ამ შეცდომის შედეგს იმკის დღეს.

უკრაინელები ქართველი ხალხის პატივისცემას არ იმსახურებენ. თუკი რუსეთია ოკუპანტი, არანაკლებია უკრაინა, რადგან არესტოვიჩის განცხადება საქართველოს ოკუპაციის სურვილზე მიანიშნებს. არესტოვიჩი მარტო არ არის, გვერდით ჰყავს ზელენსკი. არესტოვიჩს ეს სიტყვები ათქმევინეს. განცხადება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა გააკეთა, დიდი ხანია, მზადდებოდა, მაგრამ ამის თქმა ახლა გაბედა.

არესტოვიჩი აქამდეც არ იყო ჩუმად, მისი განცხადებები მოსწონდათ ე.წ. ლიბერალებს და ხმას არ იღებდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც “დაუკრეფავში” გადავიდა, ამბობენ, არესტოვიჩი არაფერ შუაშია და ის არ არის გადაწყვეტილების მიმღებიო. მას საქართველოში მხარს უჭერდნენ ის პარტიები, რომლებიც დასავლეთის მონები არიან. ახლაც ასეა, ხელისუფლებას არ ჰქონდა რეაქცია არესტოვიჩის განცხადებაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსურ ბედნიერებას ვეღარ ეღირსება ამერიკისგან, ინგლისისგან, ევროკავშირისგან… 

    უკრაინას ნატოს წევრობა სურდა და ამის გამო დაიწყო იქ საომარი მოქმედებები, მაგრამ მაშინვე ითქვა, რომ ახლო მომავალში უკრაინას ნატოს წევრად არ განიხილავდნენ, მეტიც, ახლაც არ განიხილავენ. გამოდის, ებრაელმა ზელენსკიმ უკრაინა, თითქმის 50-მილიონიანი ქვეყანა, ტყუილად დაღუპა.

_ საქართველოსგან რა უნდათ უკრაინელებს?

_ საქართველოს ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობის” მოსვლითანავე ე.წ. ლიბერალურმა სამყარომ (ანუ ამერიკამ და ევროპამ) გადაწყვიტა, დაეწყო ომი რუსეთთან, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ომი მართლმადიდებლურ სამყაროსთან. 2008 წელს ასეთი ომის გაჩაღება სცადეს საქართველოში, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა, და ქართულ მხარეს დაბრალდა…

იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოში ვითარება ვერ გამწვავდა და ომი სამ დღეში დასრულდა, ევროპამ და ამერიკამ გადაწყვიტეს, მოეძებნათ დიდი ქვეყანა, რომელშიც ომს დაიწყებდნენ. ეს უნდა ყოფილიყო რუსეთის მეზობელი, მოსახლეობითა და ტერიტორიით დიდი და ჯარითაც ძლიერი. იქ შექმნიდნენ “ევროპულ ავღანეთს”, ეს სჩვევიათ ინგლისელებსა და ამერიკელებს. ამის გაკეთება მოლდოვაში, ბელარუსში სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს, ყველაზე სუსტი აღმოჩნდა უკრაინა. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ უკრაინაზე იერიში ბევრჯერ მიიტანეს და, რადგან ამ ქვეყანას ყოველთვის უკრაინელი პრეზიდენტები მართავდნენ, ვერ შეძლეს გეგმის განხორციელება. ბოლოს შექმნეს ფიგურა, გადაიღეს მასზე ფილმი და აჩვენეს ყველას, როგორ უნდა მოსულიყო უკრაინის ხელისუფლების სათავში ადამიანი, წარმოშობით ებრაელი, ოღონდ გაუკრაინელებული. ფილმი მიიღო საზოგადოებამ, ზელენსკი “შეიყვარეს” და მოგვიანებით პრეზიდენტადაც აარჩევინეს ხალხს… აი, ეს არის ამერიკა-ევროპის ორმაგი სტანდარტი, თამაში და ქვეყნის დაღუპვის გეგმა. ორმაგი სტანდარტების შემქმნელებმა ზელენკის დახმარებით განახორციელეს უკრაინაში ევროპული ავღანეთის შექმნის ჩანაფიქრი. რა ხდებოდა ავღანეთში? _ ევროპაც და ამერიკაც დიდძალ ფულს შოულობდნენ, ახლა უკრაინის ომში აქვთ “ატკატები”.

უკრაინაში მოქმედებენ ფაშისტთა დაჯგუფებები, რომლებიც იბრძვიან “დონბასის”, “აზოვისა” და ა.შ. ბატალიონებში. ისინი ვითომ კათოლიკები არიან, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს წინაპრებს დიდ სამამულო ომში ებრძოდა. მათ სურთ მართლმადიდებლობის განადგურება… ფაშისტები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობის განადგურებით გაანადგურებენ რუსეთს…

_ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება უკრაინის ომში არ ჩაერთო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც  ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ტერორისტია, მხარი არ დაუჭირა. არც ჯარისკაცები გაუშვია საომრად, მაგრამ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ნებით წავიდნენ საომრად, პატივით ვკრძალავთ და, როგორც გმირებს, სამხედრო პატივს მივაგებთ

_ რუსეთი არ არის ტერორისტული ქვეყანა და ძალიან კარგია, რომ ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა. როგორც განაცხადეს, თურმე უკრაინა აწარმოებს კლასიკურ ომს, ხოლო რუსეთი _ ტერორისტულს. წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ ხდება. მე მიმსახურია ჯარში და პროფესიონალურ დონეზე ვიცი, როგორ და რა ხდება ომში. ომი ომია, იქ ვერ განსაზღვრავ, ვინ როგორ ომობს. რას მიქვია ტერორი და კლასიკა?! ეს ევროპამ მოიგონა. თუკი ტერორიზმზეა საუბარი, მაშინ ნომერი პირველი ტერორისტი ქვეყანა ამერიკაა და ეს აღიარონ, ამას მიაყოლონ ნატოს ბლოკი, რომელმაც სერბეთს აღდგომა ბომბებით მიულოცა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ 48 ქვეყანაში განახორციელა საომარი მოქმედებები. მან გაანადგურა აზიისა და აფრიკის ბევრი ქვეყანა და კულტურა… ტერორისტული ომი იქ მოიკითხონ და, საერთოდ, რატომ არის ეს ამერიკის, ინგლისის, ევროპის სათქმელი?!

რაც შეეხება საქართველოდან წასულ “ბოევიკებს”, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მათი დიდი ნაწილი “ნაცზონდერია”, მიშასიანები, რომლებსაც არ აქვთ არავის სიყვარული, მათ ვალდებულება აქვთ, დიდძალ თანხას უხდიან. ადამიანი უნდა იბრძოდეს სამშობლოსთვის და არა სხვა ქვეყნისთვის… დაღუპული დაკრძალოს მისმა ოჯახმა, რა შუაშია აქ სახელმწიფო?!

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის იმ პატრონის ხელში, რომლის ხელშიც იყო “ნაცმოძრაობა”; შესაბამისად, თუ არ გააკეთებენ იმას, რასაც პატრონი  დაავალებს, ფულს ვერ მიიღებენ. სამხედრო პატივით უკრაინაში დაღუპულთა დაკრძალვა “ნაცმოძრაობის” რეკლამაა და ამას ამერიკის ელჩი ავალდებულებს ჩვენი ქვეყნის მთავრობას.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here