Home ახალი ამბები ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები

1409

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების თაობაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. 
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი აღნიშნული მიმართულებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ ღონისძებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევროსა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებაში“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here