Home ახალი ამბები საქართველო პარაზიტების პარაზიტები

პარაზიტების პარაზიტები

სამშობლოს გაყიდვის ბიზნესი

460

პარაზიტიზმი არის ორგანიზმთა შორის ურთიერთობის ტიპი, სადაც ერთი ორგანიზმი, პარაზიტი, ცხოვრობს მეორის, მასპინძლის, ზედაპირზე ან ორგანიზმში. პარაზიტები მოიცავენ ერთუჯრედიანებს, როგორიცაა მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმი და ამება; ცხოველები, როგორებიცაა ტკიპა, მოსკიტები,    ეს არის პარაზიტიზმის ოფიციალური განმარტება. პარაზიტიზმის გადატანითი მნიშვნელობის განმარტება ვერსად ვერ მოვიძიე, ამიტომ  ჩათვალეთ, რომ წინამდებარე  სტატია ამ ხარვეზის შევსების მცდელობაა

BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია: გაშიფრულია გლობალური მილიარდდოლარიანი თაღლითობის სქემა და მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები. BBCის მიხედვით, Milton Group-ი, რომელსაც თაღლითები იყენებდნენ, პოლიციამ შეისწავლა, და ის 2020 წელს გაუქმდა.  ჟურნალისტებმა გამოავლინეს 152 ბრენდი, მათ შორის, ცნობილი პლატფორმები, რომლებიც რეალურად ამ ქსელის ნაწილი იყო. ცრუ საინვესტიციო შეთავაზებების მეშვეობით ამ ქსელში დასაქმებული პირები ფულს სძალავდნენ პენსიონრებს და სხვა იმ მოქალაქეებს, რომელთა  ნდობის მოპოვებასაც მოახერხებენ, აგრეთვე,  მათ, ვისაც  გარკვეულ დანაზოგი ჰქონდა. დაზარალებულები ათასობით, რიგ შემთხვევებში, ათიათასობით დოლარს, ევროსა და გირვანქა სტერლინგს კარგავდნენ. როგორც BBC  წერს, ამ კომპანიებმა  სხვადასხვა გზით  ერთ პირთან მიგვიყვანადავით კეზერაშვილთანყოფილ ქართველ პოლიტიკოსთან, რომელიც ორი წლის განმავლობაში იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს“.

ეს ვინმე კეზერაშვილი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო. რუსეთთან ორდღიანი ომის შემდეგ იგი საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და ცოტა ხნის შემდეგ მილიარდერად მოგვევლინა. ზუსტად არ ვიცი, ამ თანამდებობაზე ყოფნისას რა თანხას იღებდა ის ხელფასის სახით, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ეს თანხა არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ხუთი ათას ლარზე მეტი, რომელიც დაახლოებით ორი ათას დოლარს შეადგენს. ასი წელიწადი რომ ემუშავა კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრად და ამ ხნის განმავლობაში აღებული ხელფასი მთლიანადშავი დღისთვის შეენახა, 3 მილიონ დოლარზე მეტს ვერ დააგროვებდა; ასი წელიწადი რომ ემუშავა-მეთქი. ათასი წელიწადი რომ ემუშავა, 30 მილიონს დააგროვებდა. სულ ეს არის კეზერაშვილის ოფიციალური ბუღალტერია. მან კი მხოლოდ ორი წელიწადი იმუშავა თავდაცვის მინისტრად. ჰოდა, საიდან ეს მილიარდები? აქ ერთადერთი პასუხი არსებობს:  ქურდობიდან და ბიუჯეტის ძარცვიდან. სჭირდება ამ საქმეს გამოძიება? არავითარი გამოძიება იმ დასკვნის გაკეთებას, რომ კეზერაშვილის მილიარდები ნაძარცვი და ნაქურდალია, არ სჭირდება. მან გაძარცვა ქართული არმია, ანუ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. იგი იყო პარაზიტი, რომელიც დამნაშავე რეჟიმმა ქართული არმიის სხეულზე წარმოშვა, რომელსაც მან სისხლივით გამოწოვა კოლოსალური თანხები, რომლებითაც ახლა ახალ პარაზიტებს ამრავლებს და ახალ თაღლითურ სქემებს ხლართავს  არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც.

კეზერაშვილი BBC-ის მამხილებელ მასალას ოპერატიულად გამოეხმაურა: “აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რომელსაც ეს მასალა  მაყენებს… გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობა დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება”.

ერთი წუთით დავანებებ თავს კეზერაშვილის დანაშაულებზე საუბარს და ყურადღებას სხვა მიმართულებით გადავიტან. რაო, რას ამბობს ქართული პროდასავლური ოპოზიციის ლიდერი, დასავლური დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ბაირახტარ BBC-ის სასამართლოში უნდა ვუჩივლოო? ეგ როგორ, დასავლური თავისუფალი პრესის ფლაგმანი ისე ცრუობს, ისე არასწორ გამოძიებას ატარებს, ისე ტენდენციურ მასალას აქვეყნებს და საკითხის იმდენად არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს, რომ დასავლეთზე შეშლილ-შერყეული ქართული ოპოზიციის მამა-მარჩენალი იძულებულია, თავისი უდანაშაულობა სასამართლოს გზით ამტკიცოს?! ეს ხომ აღიარებაა იმისა, რომ BBC-ი (საერთოდ, დასავლური მედია) სულაც არ დგას სიმართლის სადარაჯოზე. კეზერაშვილის ლოგიკით ეს გამოდის, ხომ? დასავლური პრესა რასაც წარმოადგენს, ამის გარკვევაში მე კეზერაშვილის დახმარება არ მჭირდება, მაგრამ ამ გათახსირებული მედასავლეთეების მიერ ყოველივე დასავლურის გაფეტიშებას რომ წყალი შეუდგა, ამაზე მაქვს საუბარი.

დავით კეზერაშვილი და გიორგი თარგამაძე

ახლა კი ერთი მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ, რომლის გამოც ამ სტატიას ვწერ: რას წარმოადგენენ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსები და ჟურნალისტები? ნი პარაზიტ კეზერაშვილის სხეულს მიწებებული ის პარაზიტები არიან, რომლებიც გაცილებით ბინძური არიან, ვიდრე  პირველი რიგის პარაზიტები, რომლებმაც ბლომად ამოწოვეს სისხლი საქართველოს. კეზერაშვილიც კი არ იკადრებს იმას, რასაც ესენი კადრულობენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო: ვაშაძე, ხაბეიშვილი, ელისაშვილი, მელია, კორძაია, სამნიძე, სამადაშვილი, ხოშტარია, მაჭუტაძე, ძმები ბერძენიშვილები ღმერთო, რამდენია?! აქეთ – არასამთავრობოები: ლომჯარია, გიგაური, პატარაია, ჯანეზაშვილი იქით – სამოქალაქო აქტივისტები: მაქარაშვილი, ბერძენიშვილი, გეგუჩაძე, დიღმელაშვილი, ქაცარავა, ბერულავა ჟურნალისტებს ხომ, საერთოდ, თვლა არ აქვთ: გრიგოლია, სანაია, ტრაპაიძე, ჟიჟილაშვილი, მელაძე, მიშველაძე, ქაშიაშვილი, გოგოტიშვილი, კვესიტაძე, ჟორჯოლიანი, უდუმაშვილი, ჩერგოლეიშვილი და… პარაზიტობის ყველა დროის მწვერვალი გიორგი თარგამაძე, ვისი მოქმედებებისა და მოძრაობების ტრაექტორია, რომელიც, როგორც ნამდვილ პარაზიტს სჩვევია, მუდმივად რომელიმე მდიდარზე (ედუარდ შევარდნაძე, ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი, მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი) მიწებებისა და თბილი ადგილების ძებნისკენაა ორიენტირებული. ამას წინათ იგი მის ახალ პატრონ კეზერაშვილს ეახლა და ინტერვიუ ჩაწერა. აი, რა ბრძანა ბატონმა თარგამაძემ: „აქ არ არის საუბარი, რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ ხელოვნურად წარმოებულ საქმეებზე, აქ საუბარია მიზანმიმართულ პოლიტიკაზე, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობა”.

ვთქვი და ერთხელ კიდევ გავიმეორებ: კეზერაშვილის მხილება მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობათუ არის, დასავლური დემოკრატიის ერთერთი უპირველესი წარმომადგენელი BBC რატომ აკეთებს ამას, ისიც სიტყვის თავისუფლების ჩამხშობია?! თარგამაძემ ან ის უნდა აღიაროს, რომ მისი პატრონი კეზერაშვილი ქურდი, თაღლითი და ავაზაკია, ან ის, რომ დასავლური მედია პროვოკატორი, ცილისმწამებელი და სიტყვის თავისუფლების ჩამხშობია.

ამ კაცმა (გიორგი თარგამაძემ) ყველა ადრინდელ პატრონს უღალატა. “თარგამაძის ფორმულა” –  ასე ჰქვია მის ერთ-ერთ გადაცემას, რომელიც კეზერაშვილის ტელევიზიის არხზე გადის. გადაცემის ეს სახელი ყოველთვის ღიმილს იწვევს, რადგან თარგამაძეს, რომელ არხზეც უნდა დასვან იგი, მხოლოდ ერთი ფორმულა აქვს – ღალატის ფორმულა. მომავალშიც ნახავთ, როგორ მოიქცევა იგი, თუკი დარწმუნდება, რომ ახალი პატრონი კეზერაშვილი თამაშს აგებს. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ადგება და უღალატებს, სხვა პატრონს ვერ იშოვის თუ რა?! თარგამაძე .. ქართული ოპოზიციის სამსახურში ჩამდგარ ჟურნალისტთა სრულიად არასახარბიელო პორტრეტის კონკრეტულ ნიმუშად წარმოვადგინე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენები მას უზნეობასა და პარაზიტობაში ჩამორჩებიან.

“თავისუფალ” საქართველოში პარაზიტები საგანგაშოდ მომრავლდნენ პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში და .. არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს შემთხვევით არ ხდება. ქვეყანაში მხოლოდ ეს სამი სფერო ფინანსდება გარედან, თანაც გულუხვად, ანუ ფული ამ სფეროებში იშოვება. ეს არის დასავლეთისმეხუთე კოლონა“, რომელიც სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს ემსახურება საქართველოს ინტერესების საზიანოდ, ამიტომაც ყველა პარაზიტმა აქ მოიყარა თავი. მართალია, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ პროფესიონალიზმი ყველა სფეროში დაეცა, მაგრამ, რაც ამ სფეროებში მოხდა, სრული კატასტროფაა. ვერავინ წარმოიდგენდა, ამდენი წუნი და სიმახინჯე სადმე ერთად თუ მოიყრიდა თავს. ამ სფეროებიდან თითქმის მთლიანად განიდევნა პროფესიონალი და ზნეობრივი კადრები, რომლებიც უტიფრად ჩაანაცვლეს გაუნათლებელმა, აგრესიულმა და ყოვლის მკადრებელმა ადამიანებმა.

პროფესორმა ვახტანგ გოგუაძემ ერთხელ მწარედ იხუმრა, – საქართველოში მხოლოდ ერთი ბიზნესი არსებობს, სამშობლოს გაყიდვის ბიზნესიო. რომ დააკვირდეთ, მართლაც ასეა. საქართველოში არც ერთი სხვა ბიზნესი არაა ისე მომგებიანი, როგორც სამშობლოს გაყიდვის “ბიზნესი”. სამშობლო კი არსად ისე სარფიანად არ იყიდება, როგორც პოლიტიკაში, ჟურნალისტიკასა და არასამთავრობო სექტორში, ამიტომაც მოხდა ისე, რომ ამ სფეროებში გაჩენილ და წარმოუდგენლად მომრავლებულ პარაზიტებს ახალი პარაზიტები გაუჩნდნენ – პარაზიტების პარაზიტები.

ვალერი კვარაცხელია                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here