Home ახალი ამბები მსოფლიო ნატო-ში რა გინდათ, იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე და უკანასკნელ გოჯ მიწამდე – უთხრეს...

ნატო-ში რა გინდათ, იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე და უკანასკნელ გოჯ მიწამდე – უთხრეს უკრაინას

120

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ უკრაინის ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეტან.

ამას მაშინვე მოჰყვა აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებები.

ენტონი ბლინკენი – მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც გაწევრიანება სურთ, ამისთვის არსებობს პროცესი, რომელსაც ქვეყნები კვლავაც გაჰყვებიან

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანიუკრაინის ნატოში გაწევრიანება სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ახლა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად

„აშშ ათწლეულებია, მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას. ნატო-ს წევრობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნატო-ს 30 წევრი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყნები იღებენ. ჩვენი აზრით, ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა, ბრიუსელში პროცესით კი სხვა დროს უნდა დავკავდეთ“, – განაცხადა სალივანმა.

გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ დიპლომატიური მიკიბულ-მოკიბული, აშშ-ში უკრაინას უთხრეს: ნატო-ში რა გინდათ, თქვენი გულისთვის ომში არ ჩავერთვებით, იარაღს მოგცემთ და იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე და უკანასკნელ გოჯ მიწამდეო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here