Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს მოღალატე და ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაამტკიცებს

ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს მოღალატე და ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაამტკიცებს

“ზურაბიშვილი საშიში აღარ არის. ნებისმიერი ჯაშუში საშიშია, მაგრამ გაშიფრული აგენტი აღარ არის ისე საშიში. პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ზურაბიშვილს აშიშვლებს და ამტკიცებს, რომ ის აგენტია”

439

რამდენიმე დღეა, ქართველი საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაბნეულია, რადგან ყველას ახსოვს ზურაბიშვილის არჩევნები, პირველი ჩავრდნილი ტურის შემდეგ ირაკლი კობახიძის ფოტოები რომ გადააკრეს მომავალი პრეზიდენტის ფოტოებს ბანერებზე. დღეს სწორედ ირაკლი კობახიძე გამოდის პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში და არგუმენტებით გვიმტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოღალატე და აგენტია

რა მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში  პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს? რის ჩვენება უნდა ამით ხელისუფლებას?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება

_ სასამართლო პროცესი, რომელსაც თვალს ვადევნებთ, რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი… ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ ისეთი მოპყრობა, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტი სჩადის, არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის შეურაცხმყოფელი და ამის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლებოდა. პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებულ ამ საქმეს მოჰყვება თუ არა იმპიჩმენტი, მნიშვნელობა არ აქვს. ვიცით, რომ შეიძლება პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდეს პრეზიდენტის გადასაყენებლად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან თვალის დახუჭვა იმაზე, რასაც ზურაბიშვილი სჩადის, დაუშვებელია. კონსტიტუციის შეურაცხყოფა არავის უნდა შერჩეს.

იმ პრეზიდენტებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა, რომლებიც ზარ-ზეიმით მასპინძლობენ საქართველოს პრეზიდენტს, უნდა იცოდნენ, რომ ზურაბიშვილს თავის ქვეყანაში კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. ასეთი პრეზიდენტის მიღება-არმიღების საკითხი კი შემდგომ, თუ იმპიჩმენტი ვერ შედგება, თვითონ გადაწყვიტონ, ამიტომ ეს სასამართლო აუცილებლად უნდა გამართულიყო.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვიზიტებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მართავს, მაგრამ ავიწყდება, რომ კონსტიტუცია არის ქვეყნის  უზენაესი კანონი, მასთან შედარებით ყველა სხვა კანონი არაფერია, ყველაფერი კონსტიტუციის ქვემოთ არის. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, ის არღვევს საქართველოს მთლიანობას და, შესაბამისად, საქართველოს ინტერესებსაც არაფრად ჩააგდებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი ზურაბიშვილის წინააღმდეგ იქნება საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენი. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს მოღალატე და ამას დაამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლო.

რამდენიმე დღეა, თვალყურს ვადევნებთ სასამართლო პროცესს, ვხედავთ, როგორი მოუმზადებელი გუნდი ჰყავს პრეზიდენტს დამცველად, მდაბიოები არიან. კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავ პრეზიდენტს უარგუმენტოდ  იცავენ. ისინი ემსახურებიან არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს. მკვლელების დაცვა გამიგია, კრიმინალების დაცვაც, მაგრამ საქართველოს უზენაესი კანონის დამრღვევის დაცვა არ უნდა იკადრო, მაშინ, როდესაც იცი, რომ ეს კანონი მას დარღვეული აქვს.

მსოფლიოს უნდა ენახა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა კონსტიტუციის შეურაცხყოფას არავის აპატიებს, მათ შორის _ არც პრეზიდენტს. ეს უნდა ენახა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა ენახა, რას წარმოადგენს პრეზიდენტი, ასევე, უნდა გვენახა, როგორი მდაბიოები იცავენ კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს.

_ მდაბიოებიოამბობთ, მაგრამ ეს ადამიანები და საქართველოს პრეზიდენტიცქართული ოცნებისნაწილი იყვნენ ახლახან. “ოცნება” “ოცნებისწინააღმდეგ _ ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ პროცესსქალბატონო ნანა, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაგეგმილი არეულობის მხარდამჭერად განიხილება. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე უფრო საშიშია თუ იმპიჩმენტის შემდეგ ამ პოსტის გარეშე დარჩენილი?

_ სალომე ზურაბიშვილი საშიში არანაირად აღარ არის. ნებისმიერი ჯაშუში საშიშია, მაგრამ გაშიფრული აგენტი აღარ არის ისეთი საშიში. პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ზურაბიშვილს აშიშვლებს, ამტკიცებს, რომ აგენტია. ის ვეღარ გავა ქუჩაში და ვეღარ ჩაჯდება პრეზიდენტის სავარძელში. გაშიფრული ზურაბიშვილი, გინდ იმპეჩმენტი მოუწყონ მას და გინდ _ არა, საშიში ვეღარ იქნება, ის ვერაფერს ვეღარ დაგვიშავებს. ზუსტად ამ პროცესის მომსწრენი ვართ.

 სააკაშვილმა იცოდა, რომ ზურაბიშვილი აგენტი იყო და დავალებით ჩამოიყვანა საქართველოში. ასე მოხდა “ოცნების”  დროსაც, ზურაბიშვილი პრეზიდენტის სავარძელში ჩასვეს, ამჟამინდელ ხელისუფლებასაც არ ეყო ძალა, უარი ეთქვა ზურაბიშვილის კანდიდატურაზე.

ამერიკის  სახელმწიფო დეპარტამენტი გამუდმებით ნაძირალურ განცხადებებს აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს უბედავს, ნოტასაც კი ვერ უგზავნის, რადგან ისინი მზად არიან, დაამხონ ხელისუფლება და თავს ხომ არ დაამხობინებენ?! ამერიკელებს უამრავი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ხელისუფლება დაამხონ.

_ რამდენიმე კვირაა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აკეთებს განცხადებებს, რომ საქართველოში მოქმედ დესტრუქციულ ძალებს ქვეყანაში .. მაიდნის მოწყობა სურთ გარე ძალების მხარდაჭერით, მაგრამ არანაირი პრევენციული ზომები არ მიუღიათ, არავინ დასჯილა, არავინ დაუპატიმრებიათ. ნუთუ ქვეყნის მოღალატეების დასჯის უფლებაც აკრძალული აქვს საქართველოს ხელისუფლებას?

_ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ ვერც საქართველოში და ვერც მის ფარგლებს გარეთ. ხაზს ვუსვამ: ვერაფერს და არა არაფერს მეტიც, ინფორმაციას რომ აწვდიან საზოგადოებას, ისიც გასაკვირია. ჩვენ ვხედავთ, რომ ვერც ერთი კრიმინალის დაპატიმრება ვერ მოახერხეს. დაიჭერენ და დასავლეთიდან მოდის ბრძანება, მათ გასათავისუფლებლად.  არ გაათავისუფლებენ და დაამხობენ.

_ ამ დღეებში ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ სიახლეებს საქართველოსთვის. თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, არეულობას უნდა ველოდოთ? ეს თვეა დასახელებული .. მაიდნის დასაწყებად

_ დასავლეთს ბევრი რამ შეუძლია, ბანკებით დაწყებული, ნებისმიერი სფეროს არევა, მწყობრიდან გამოყვანა. საქართველო მსოფლიო გლობალიზაციაშია და ეს ცუდია, მართვის ბერკეტია მათთვის, ჩვენ ყველაფერში დასავლეთზე ვართ დამოკიდებული, ჩვენი გათიშვა ადვილად შეუძლიათ ყველა ქსელიდან, განსაკუთრებით საბანკო სისტემიდან. ეს სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოსთვის. ევროკავშირი და ამერიკა ყველაფერზე წავლენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მათი წინააღმდეგია. დასავლეთს 3-მილიონიანი ქვეყნის აზრი არ აინტერესებს…

_ ფიქრობთ, არეულობა მოხდება?

_ ვფიქრობ, რომ ლიბერალების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტონი არ ვართ და ეს გადაგვარჩენს. ბრძოლა ლიბერალების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ თავს გვესხმიან. ნეოლიბერალები ებრძვიან დანარჩენ მსოფლიოს… საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ფაშისტების წინააღმდეგ მიდის. გადაგვარჩენენ დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენსავით ეწინააღმდეგებიან ფაშიზმს. მარტონი არ ვართ, აი, ამის იმედი მაქვს…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here