Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: “ნაცმოძრაობის” რეიტინგი ახლოსაც არ არის “გორბის” კვლევის მიხედვით ნაჩვენებ რეიტინგთან

ნანა კაკაბაძე: “ნაცმოძრაობის” რეიტინგი ახლოსაც არ არის “გორბის” კვლევის მიხედვით ნაჩვენებ რეიტინგთან

“ამომრჩეველი, რომელსაც ხელისუფლებაზე გული აუცრუვდა, შეიძლება გახდეს პასიური ამომრჩეველი ან წავიდეს კონსერვატორების მხარეს, მაგრამ ნაციონალების მხარეს არ გადავა... “

191

ტელეკომპანია “იმედმა”  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ “გორბის” მიერ ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. შედეგები ასეთია: კითხვაზე _ დღეს საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? _ გამოკითხულთა 55 %-მა უპასუხა, რომ “ქართულ ოცნებას”,  20%-მა დაასახელა “ნაციონალური მოძრაობა”, 4%-მა _”ლელო”, აგრეთვე, “გირჩი მეტი თავისუფლება” და “დროა”, გამოკითხულთა 3-3%  მისცემდა ხმას “ევროპულ საქართველოსა” და “საქართველოსთვის”,  2-2% _ “პატრიოტთა ალიანსსა“ და ლეიბორისტულ პარტიას, 1-1% _ “მოქალაქეებსა” და “გირჩს”…

იმედისჟურნალისტმა ეთერშიგორბისშედეგების გამოქვეყნების შემდეგ დასძინა: “პოლიტიკური პულსი არც ერთს არ ესინჯება”.

ესინჯება თუ არა პულსი ოპოზიციურ პარტიებს და არის თუ არა სანდოგორბისკვლევა _ ამ  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ შეკვეთილი კვლევა ყოველთვის საეჭვოა, საზოგადოებას შედეგების გადამოწმების საშუალება არ აქვს, ხელახალი კვლევის ჩატარება არ შეგვიძლია, რადგან ძალიან ძვირი ღირს. “გორბის” მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს რეალობას. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია მსჯელობა.

“ნაცმოძრაობას” არ ჰყავს ამომრჩეველი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება კარგავს ამომრჩეველს, ნაცებს ამით არაფერი ემატებათ. “გორბის” კვლევა აჩვენებს, რომ გასულ წლებთან შედარებით სახელისუფლო პარტიას მომატებული აქვს რეიტინგი, ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, ვერ ექნება “ნაცმოძრაობას” 20 პროცენტი. ამომრჩეველი, რომელსაც ხელისუფლებაზე გული აუცრუვდა, შეიძლება გახდეს პასიური ამომრჩეველი ან წავიდეს კონსერვატორების მხარეს, მაგრამ ნაციონალების მხარეს არ გადავა.

“გორბის” ახლანდელი კვლევის შედეგი _ “ნაცმოძრაობის” 20 პროცენტი, ყოვლად წარმოუდგენელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ამ შედეგების შემოწმება არ შეგვიძლია.

_ ზოგიერთი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი ხშირად საუბრობს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იწერება. “გორბისკვლევაც ამ .. უკვე დაწერილ შედეგებთან საზოგადოების შეგუების მცდელობა ხომ არ არის?

_ არ არის გამორიცხული, რადგან დასავლელ ნეოლიბერალებს საქართველოში მოქმედი ნეოლიბერალების გაყვანა სურთ პარლამენტში. არადა, ქართველ ნეოლიბერალებს პულსი აღარ ესინჯებათ, მათი პროცენტი 1-დან 2-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს, რომ პარლამენტში რომელიმე ნეოლიბერალური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი და ნაციონალების პროცენტი ამიტომაც დასვეს ამხელა. სამწუხაროა, თუ ეს ასეა, რადგან “ნაცმოძრაობის” რეიტინგი ახლოსაც არ არის “გორბის” კვლევის მიხედვით ნაჩვენებ რეიტინგთან. ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებასაც.

_ “გორბისკვლევაში საერთოდ არ არის ნახსენებიალტინფო”, რომელიც ხელწამოსაკრავი ძალა არ არის

_ “ალტ-ინფოს” იგნორირება არ შეიძლება, სირაქლემას პოზაში დგომა ხელისუფლებას არ უნდა ამშვიდებდეს. არ ვიცი, “ალტ-ინფოს” წინააღმდეგ რამე თუ აქვთ დაგეგმილი, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ერთდერთიაალტინფო”, რომელსაც სერიოზული რეიტინგი აქვს.

_ დედაქალაქის მერმა მომავალ წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაგეგმა. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კი 2024 წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უკან პოლიტიკურ მიზანს ხედავს. „საარჩევნო წელს ცენტრალური გამზირის გადაკეტვა პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია“, _ წერს კრამონი

_ სასაცილოა ეს ყველაფერი. ვინ ჰკითხავს ვიღაც უცხოელს, დედაქალაქში რომელ ქუჩას გავარემოტებთ და როდის. მეორეც _ ფონ კრამონმა თქვა, რომ რუსთაველზე დიდი გამოსვლებია მოსალოდნელი და ამიტომ იწყებენ გამზირის რეაბილიტაციასო.საიდან იცის ფონ კრამონმა, რა უნდა მოხდეს, რა გამოსვლები იგეგმება, თვითონ უკვეთავს, თვითონ აწყობს გამოსვლებს? ამჟამად არ იგრძნობა, რომ საქართველოში რამე არეულობაა მოსალოდნელი, თანაც მასშტაბური, რადგან ე.წ.ოპოზიციას მხარდამჭერები არ ჰყავს, მათ მხოლოდ ათასი ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ. ფონ კრამონს უნდა ვკითხოთ, უფრო ზუსტად, ხელისუფლებამ უნდა ჰკითხოს: საიდან იცის, რომ მასშტაბური გამოსვლები იგეგმება? უნდა უთხრან, ვინ ეკითხება მას, როდის და რომელი ქუჩის რეაბილიტაციას დავიწყებთ; მერე უნდა უთხრან, რომ, თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა და აქციის მოწყობა, ალტერნატიული ადგილი მოძებნოს. მაგალითად, ჩვენ ხან რიყეზე ვიკრიბებოდით, ხან _ სტადიონზე, ხან _ იპოდრომზე… ადგილების მეტი რა არის?!

ფონ კრამონის ნათქვამი ბრიყვულია. მას ჰგონია, რომ ხალხი მხოლოდ რუსთაველზე გამოდის. არადა, თუ ხალხს გამოსვლა უნდა, ყველგან გამოვა. თავხედია ეს ქალი, მას უფლება არ აქვს, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეში ჩაერიოს, თანაც ისეთ საქმეში, როგორიც ერთი ქუჩის რეაბილიტაციაა. ეს საქციელი აშიშვლებს ფონ კრამონებს და გვიჩვენებს, რომ ისინი ერთ ძალას წარმოადგენენ “ნაცმოძრაობასთან” ერთად. ნათლად ჩანს, რომ დაკვეთა მოდის ევროპარლამენტისგან. კრამონმა გაიშიშვლა თავი და გვითხრა, რომ აქციებს გეგმავს მისი კლანი, თანაც ფართომასშტაბიანს. მათ ვუთხრათ თქვენი გამოცემის საშულებით, რომ, თუ გეგმავენ აქციებს და ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ “ნაციონალური მოძრაობისა” და დანარჩენი ჩაძირული პარტიების მხარდასაჭერად, ამის გაკეთება ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here