Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: ამერიკელების მიერ საქართველოში ხელდასხმული პოლიტელიტა გაცვდა და ახლა ცდილობენ, უკრაინას...

მიხეილ ჟღენტი: ამერიკელების მიერ საქართველოში ხელდასხმული პოლიტელიტა გაცვდა და ახლა ცდილობენ, უკრაინას მიგვაბან, უკრაინასავით დაგვღუპონ, რათა “ხელგახსნილი” რუსეთი რამენაირად შეაკავონ

“1991 წლიდან რუსეთის ყველა სტრუქტურა აშშ-ის სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში იყო და საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი ან ვინმე სხვა რუსეთის ინტერესების გატარებაზე მუშაობდა, შეცდომაა. შეცდომაა ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობდა”

576

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის ამბობს, რომ რუსეთის რეაქციის ეშინია მიშას საქართველოში ჩასვლის გამო. ის, აგრეთვე, ამბობს: “მომავლისთვის გახარიას ამზადებენ რუსები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსონი არა სააკაშვილზე, არამედ უკვე გახარიაზე დადო რუსულმა მხარემ”.

 რუსი პოლიტიკოსებიდან ვინ მფარველობს სააკაშვილს და ვინ შეიძლება დადოს ფსონი სამომავლოდ გიორგი გახარიაზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ორგანიზაციისსოლიდარობა მშვიდობისთვისწევრი მიხეილ ჟღენტი:

_ პირველ რიგში, ნება მომეცით, თქვენს მკითხველს მივულოცო შობა-ახალი წელი. ეს ჩვენი პირველი ინტერვიუა 2023 წელს და მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო წელიწადი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვისაც. ქალბატონმა გიული ალასანიამ, ნებსით თუ უნებლიეთ, გაახმიანა ის, რასაც მრავალი წელი ფიქრობენ და აკეთებენ ამ ოჯახის წევრები… უფრო ნათელი რომ იყოს და შორს არ წავიდეთ, გავიხსენოთ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანის დეტალები…

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის ,,დასალაგებლად” საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი იგორ ივანოვი ჩამოვიდა და ტრიუმვირატთან (ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძე _ რედ.) ერთად იზეიმა ,,რევოლუცია”…  მინდა, პატარა ე.წ. საიდუმლო გაგიმხილოთ:

“ვარდების” სპექტაკლი არ იყო სააკაშვილის გასაპრეზიდენტებლად მოწყობილი. როგორც ვიცი, ივანოვის მისიის მიზანი იყო, შევარდნაძე დაეთანხმებინათ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე და ჟვანია და მისი გუნდი შემდეგ მოსულიყო ხელისუფლებაში, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ და ედუარდ ამბროსიევიჩმა ყველა გადააგდო… დაახლოებით ასე გახდა სააკაშვილი ამ ტრიუმვირატის ლიდერი. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო…

ეს ისტორია გახარიაზე ფსონის დადებამ გამახსენა, მაგრამ დღეს არ არის 2003 წელი, მას შემდეგ 20 წელიწადი გავიდა და რუსეთიც შეიცვალა. რას ვგულისხმობ რუსეთის შეცვლაში? იმხანად რუსეთის ხელისუფლების 95%-ს დასავლეთის ლიბერალური ძალები აკონტროლებდნენ და ვერავინ დამარწმუნებს, რომ აშშ-ის დირექტივის გარეშე საქართველოში რამე შეიცვლებოდა. ქალბატონი ალასანია დარდობს, რომ ფსონი თითქოს გახარიაზე გაკეთდა, მაგრამ მაინც იმედი აქვს რუსეთში დარჩენილი  ლიბერალური ძალების ,,კეთილგონიერების”.  მისმა შვილმა ხომ ამდენი სიკეთე გაუკეთა ლიბერალურ რუსეთს? ყველა სტრატეგიული ობიექტი მათ მიჰყიდა და რა მოხდა, თუ ამ კომპანიების უკან აშშ-ის მიერ დანიშნული ოლიგაქები იყვნენ?

_ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ბევრს საუბრობდა სააკაშვილის კავშირებზე რუსეთთან. გიული ალასანიას ამ ჩანაწერებმა ეჭვები გაამყარასხვა რა უნდა ვიფიქროთ, როდესაც დედას მხოლოდ რუსეთის აზრი აინტერესებს და ამ ქვეყნის რეაქცია აშინებს?

_ რატომ ეშინია გიული ალასანიას რუსეთის? სწორედ იმიტომ, რომ დღეს არის 2023 და არა 2003 წელი. მის ლოგიკას რომ გავყვეთ, სააკაშვილსა და გახარიას ერთი პატრონი უნდა ჰყავდეს მოსკოვში. თუ ეს ჩანაწერი, როგორც ამბობენ, ავთენტურია, თანაც 2 წლისწინანდელი, მაშინ ნათელი ხდება, რომ გახარიას რუსეთის ლიბერალური ძალების კარტის გათამაშება სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. გახარიას გააქტიურება დროშიც ემთხვევა მის წასვლას “ქართული ოცნებიდან”.

1991 წლიდან რუსეთის ყველა სახელისუფლო სტრუქტურა აშშ-ის სპეცსამსახურების სრულ დაქვემდებარებაში იყო და საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი ან ვინმე სხვა რუსეთის ინტერესების გასატარებლად მუშაობდა, შეცდომაა. შეცდომაა ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოსთვის მუშაობდა. ისინი თავიანთი პატრონების ინტერესებს ატარებდნენ მოსკოვშიც და საქართველოშიც.

რუსეთი ახლა იბრუნებს სუვერენიტეტს და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი თვითონ რუსეთშიც. ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ ჩქარობს _ ამერიკელებმა ბოლომდე ჩამოიხსნეს დემოკრატიის ნიღაბი და ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს როგორც მოსახლეობას, ისე ხელისუფლებასაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკას საქართველო არაფრად უღირს. ისმის კითხვა _ რატომ? პირველი _ იმიტომ, რომ მათ მიერ საქართველოში ხელდასხმული პოლიტელიტა გაცვდა და ახლა ცდილობენ, უკრაინას მიგვაბან, უკრაინასავით დაგვღუპონ, რათახელებგახსნილირუსეთი რამენაირად შეაკავონ

_ რა შეიძლება მოხდეს, თუ მართლაც რუსეთის აგენტია სააკაშვილი? რას უნდა ველოდოთ მის პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში? რეალურად ვინ უჭერს მხარს ოდესის ყოფილ გუბერნატორს?

_ დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: სააკაშვილი რუსეთის აგენტია?   მაგრამ რუსეთში მოქმედი რომელი ძალების აგენტი? _ შემიძლია, საათობით ვისაუბრო ახლანდელ რუსეთსა და უფრო ადრე, სსრკ-ში მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც აშშ-დან იმართებოდა 1960 წლებიდან, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის…   მოდი, ასე ვთქვათ: სააკაშვილის პატრონები დღეს ისევ “ცვეტში” რომ იყვნენ, ის არ  იჯდებოდა ციხეში თუ “პალატაში”… ვფიქრობ, დღეს კოლექტიური დასავლეთი ყველასა და ყველაფერს იყენებს საქართველოში ვითარების ასარევად. თუ გამოუვათ, ხომ კარგი; არ გამოუვათ და დიდად არ ანაღვლებთ არც სააკაშვილი და არცძმანი მისნი”. დასავლეთსა და ამერიკას დრო აღარ აქვთ და ყველაფერზე მიდიან, ასე ვთქვათ, მათ შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა… მათი სათადარიგო სკამი ცარიელია და პოლიტიკური ნარჩენების იმედადღა არიან _ იქნებ რაღაც შეკოწიწდეს… ისინი მზად არიან, სამოქალაქო დაპირისპირებებსაც კი მოაწყონ, როგორმე რომ დააბრუნონ ის ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად კონფლიქტში ჩაერთვება რუსეთთან თუნდაც რამდენიმე დღით ან კვირით და მერე, როგორც სააკაშვილმა ერთხელ განაცხადა: “თუ მე არ ვიქნები, ჩემ შემდეგ მეწყერს წაუღი აქაურობა და ქვა ქვაზე არ დარჩენილა”-ო, აი, ეს არის მათი მიზანი!

ვინ უჭერს მხარს ოდესის ყოფილ გუბენატორს?  მოკლედ რომ გითხრათ, მას მხარს უჭერს მთელი ანტირუსული კოალიცია უკრაინის თამადობით, ასევე, ევროკავშირი, “დეიდა ნატო”, ბალტიის ქვეყნები, მადააღძრული პოლონეთი და სრული სალიბერასტეთი. ის ქვეყნები, რომელთა ლიდერებმაც  2008 წლის 12 აგვისტოს ქართველ ხალხს “გამარჯვება” აზეიმეს, რეალურად კი მათი პატრონების ხელისუფლებაში დარჩება აღნიშნეს.

რაც იმხანად ვნახე და რასაც დღესაც ვხედავ, მსგავსი დაუფარავი ანტიქართული კამპანია ჯერ არ მინახავს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მათთვის აბსოლუტურად სულერთია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რას ფიქრობენ 300 000 ციხეგამოვლილი ადამიანი და მათი ოჯახები, სამაჩაბლოდან ლტოლვილები და კიდევ ბევრი, რომლებსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. არაფრად უღირთ ქვეყნის ინტერესები, მომავლის პერსპექტივა. მათ აქვთ მხოლოდ საკუთარი ინტერესები, რომლებიც ქართველი კაცის გენში არ დევს და ამას ნათლად ვხედავთ… ჩვენ ვნახეთ, რა ქნა ამერიკამ სირიაში, ავღანეთში, ლიბიაში და ა.შ. ანალოგიური რამ სურთ საქართველოშიც…

_ თქვენსაქართველოსა და მსოფლიოსთანისაუბრეთ რუსეთში ბოლო ვიზიტის შესახებ და თქვით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლა აღდგებოდახალხი ელოდებოდა, რომ ეს 2022 წლის ბოლომდე  მოხდებოდარამე ხომ არ შეიცვალა?

_ რაც შეეხება ვიზიტს, რომელიც  მთლიანად მომზადებული და ჩატარებული იყო ორგანიზაციის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის” მიერ,

ინტერვიუში, თუ მეხსიერება არ მღალატობს, არ დამისახელებია ზუსტი ვადები. ის კი ვთქვი, რომ არ მახსოვს მსგავსი მაღალი დონის შეხვედრა, როდესაც მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტები, ხოლო მეორე მხარეს _ რუსეთის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატები, მინისტრის მოადგილეები და ოფიციალური პირები-მეთქი.

მინდა გითხრათ, რომ არაფერი შეცვლილა. ოღონდ ოდავ ნაწყენი ვარ _ ოფიციალურმა თბილისმა არასათანადოდ შეაფასა ეს ღონისძიება, მაგრამ არა უშავს… დიდ საქმეს ყოველთვის მოჰყვება დადებითი შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის პრობლემა უახლოეს თვეებში მოგვარდება. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ და, რაც მთავარია, მოსახლეობამ შეინარჩუნა მშვიდობა და განაგრძო ის კურსი, რომელსაც, ბოლო 11 თვეა, დაადგა, ვგულისხმობ ომში არჩართვის პოლიტიკას, კარგად ვიცი, როგორ წნეხში მოქცევა შეუძლია კოლექტიურ დასავლეთს და მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით ვართმევთ თავს…

მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი გამჭვირვალე შეხვედრები, როგორიც ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა რუსეთში, აუცილებლად  გამოიღებს შედეგს, და არა ის, რასაც სააკაშვილი და მისი მომხრეები აკეთებენ წლების განმავლობაში _ საკუთარი ინტერესების გამო ჩუმად რომ დარბოდნენ მოსკოვში, რუს გენერლებთან მძღოლად მუშაობდნენ და ა.შ.

 თუ შენი ქვეყნისთვის სიკეთე გინდა, არ უნდა შეგაშინოს ტალახის დაუმსახურებლად სროლამ, ლანძრვა-გინებამ და ლიბერალების კრიახმა. მთავარია შედეგი, რომელსაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ელოდება და ელოდება იმიტომ, რომ მათ ოჯახებს შეეხება ეს სიკეთე.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here