Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: საქონელზე, ეზოში დაბმულ პირუტყვზე არ იტყვის ნორმალური ადამიანი იმას, რაც...

მიხეილ ჟღენტი: საქონელზე, ეზოში დაბმულ პირუტყვზე არ იტყვის ნორმალური ადამიანი იმას, რაც ამ ამერიკელმა თქვა უკრაინაზე, რომელიც მიწასთან გაასწორეს

“არასამთავრობოები ჩვენი ქვეყნიდან ყველაზე ბოლოს გავლენ. ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო, _ იტყვიან და ბოლომდე გამოგვწურავენ. ინგრეოდა სსრკ და ჩვენ გავილახეთ; ინგრევა ევროპა, დასავლეთი და კვლავ უნდა გავილახოთ...… ეტყობა, მაზოხიზმი მძლავრად არის გამჯარი ჩვენში. ასე რომ, სანამ მათ ხალხი ხელკეტებით არ გაყრის, როგორც გურულები ამბობენ, აფერი გამოვა”

618
მიხეილ ჟღენტი
მიხეილ ჟღენტი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა წონასწორობა დაკარგეს _ ქვეყანაში ვითარება ძალიან იძაბება, დესტრუქციული ძალები უკან დახევას არ აპირებენ, ქვეყანას ყველგან ღალატობენ, სადაც კი შესაძლებლობა მიეცემათ. საქართველოს მოქალაქეებმა _ შალვა ნათელაშვილმა წერილით, ხოლო ივანე ჩხიკვაძემ და ნატალია საბანაძემ რამდენიმე დღის წინათ ამერიკელი კონგრესმენების წინაშე მოწმედ გამოსვლით _ სამშობლოს უღალატეს.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაშია, როდიდან დაიწყება მისი აღსრულება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიისსოლიდარობა მშვიდობისათვისგენერალური მდივანი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება.

_ კანონი აგვისტოს ბოლოს უნდა ამუშავდეს, ორთვიანი პროცედურაა _ რეესტრში შეტანა და დარეგისტრირება, მაგრამ მერწმუნეთ, არავინ დაემორჩილება ამ კანონს. დაიწყება საბოტაჟი, თანაც ეს იქნება ხაზგასმით და აგრესიულად გამოხატული, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიესალმა ამ წამოწყებას, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან დაგვიანებულია, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

რატომ გააღიზიანა ამ კანონმა დესტრუქციული ძალები? ვიტყოდი, რომ ეს არის საქართველოდან დასავლეთის თვითგაძევების მაგალითი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ევროპელი “მეგობრები” მიზეზს ეძებენ, შარზე არიან და აგერ, ბატონო, კანონიც… 10-15 წლის წინათ ვამბობდი, საქართველოდან დასავლეთის წასვლის პირველი ნიშანი ხელისუფლების არადემოკრატად და პრორუსად გამოცხადება იქნება-მეთქი. დასავლეთი, რომელიც ზრდის რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებლებს, ჩვენ გვტუქსავს .. რუსეთუმეობის გამო? ეს  ანეკდოტი და დაცინვაა, მაგრამ კოლონია მეტს არ იმსახურებს

_ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ ზოგიერთი ქვეყნიდან მეორე დღესვე გაიქცასოროსის ფონდი”, ჩვენთან კი პირიქით _ არასამთავრობოები უფრო აგრესიულები გახდნენ

_ თქვენ ახსენეთ “ქვეყანა”, მე გეტყოდით, რომ ეს სახელდება საქართველოს არ შეეფერება. საქართველო არის კოლონია, ტერიტორია, დასახლებული პუნქტი. აი, ეს უფრო ახლოს არის იმ რეალობასთან, რომელშიც, 32 წელიწადია, ვართ და მხოლოდ ბოლო 2 წელიწადია, ვცდილობთ თავის დაღწევას და სუვერენიტეტის თუნდაც 1 %-ით მოპოვებას.

არასამთავრობოები ჩვენი ქვეყნიდან ყველაზე ბოლოს გავლენ. ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო, _ იტყვიან და ბოლომდე გამოგვწურავენ. ინგრეოდა სსრკ და ჩვენ გავილახეთ; ინგრევა ევროპა, დასავლეთი და კვლავ უნდა გავილახოთ…… ეტყობა, მაზოხიზმი მძლავრად არის გამჯარი ჩვენში. ასე რომ, სანამ მათ ხალხი ხელკეტებით არ გაყრის, როგორც გურულები ამბობენ, აფერი გამოვა.

_ თავს გვესხმიან .. პარტნიორებიც. წნეხი  დიდიარისი გაკეთება შეუძლიათ ნეოლიბერალებს კარის გაჯახუნებისას?

_ ვიეტნამი, ერაყი, ავღანეთი და უკრაინა _ ეს არის დასავლეთისა და ამერიკის მოქმედებების კლასიკური მაგალითი. კარის გაჯახუნებასაც აქვს თავისი ზომა-წონა და შედეგი, მაგრამ ესენი კარს ისე გაიჯახუნებენ, რომ ზედა და ქვედა სართულსაც დააზარალებენ. დიდი ხანია, გვემუქრებიან, გვაშინებენ, მაგრამ ერთი რამეს კი უფრთხიან _ არ იციან რუსეთის რეაქცია. ვერ გათვლიან, საქართველოში არეულობის შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს მოსკოვი. ეს  ძალიან სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია, მაგრამ… ერთი წელიწადია, ყოველდღიურად ვეუბნები “ოცნებას”, ყველა პირობაც რომ დაუკმაყოფილონ დასავლეთს, მაინც დაამხობენ ან ექნებათ მცდელობა ხელისუფლების შეცვლის. ისინი მსხვერპლის გარეშე აქედან არ წავლენ _ ეს ერთმნიშნელოვანია.

_ “უკრაინაში მოხდა ნარინჯისფერი რევოლუცია, 2014 წელს მოხდა მეორე რევოლუცია _ მაიდანი. ჩვენ ვხედავთ ძლიერ დემოკრატიას უკრაინაში, რომელმაც მიიღო სარგებელი და აღმოცენდა ამ ორი რევოლუციის საფუძველზე. საქართველოს რა დაემართა? საქართველო ახლა არის გზაგასაყარზე, როგორც 2014 წელს იყო უკრაინა. თუ გაყალბდება არჩევნები მასობრივად, შეიძლება საქართველოშიც მოხდეს რევოლუცია  და ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გამოვგზავნოთ დამოუკიდებელი დამკვირვებლები, გავაკრიტიკოთ ხელისუფლება”, _ განაცხადა აშშის ყოფილმა ელჩმა საქართველოში _ უილიამ კორტნიმ აშშის კონგრესშიმეგობარი აქტისგანხილვისას.

_ აბა, რა გითხრათ? საქონელზე, ეზოში დაბმულ პირუტყვზე არ იტყვის ნორმალური ადამიანი იმას, რაც ამ ამერიკელმა თქვა უკრაინაზე, რომელიც მიწასთან გაასწორეს… აქ კომენტარი  არის  ამერიკის შეერთებული შტატების სახე, ესაა ამერიკელთა მენტალობა და არ მიკვირს, რომ პირდაპირი მუქარა ისმის საქართველოს მიმართ. ეს ღია ომია და, მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ამ ომში ჩართვა, მაინც მოგვიწევს. ისე,  როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს: ,”თუ ჩხუბი გარდაუვალია, პირველმა უნდა დაარტყა”.  ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა ავიღოთ ხელისუფლება საკუთარ ხელში და გავაძევოთ დამპყრობელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო აღარ იარსებებს

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here