Home ახალი ამბები საქართველო მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მხოლოდ იმიტომ ჩააკვეხეს სააკაშვილი, რომ მერე ელაპარაკათ, „ქართული...

მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მხოლოდ იმიტომ ჩააკვეხეს სააკაშვილი, რომ მერე ელაპარაკათ, „ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციასო

57

რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩააკვეხეს მიხეილ სააკაშვილი იმ რეზოლუციაში, რომ მერე ელაპარაკათ, რომ „ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას. ეს არის მარტივი, მდაბიო, ხელის გულზე რომ დევს ისეთი მდაბიო სპეკულაციაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცოდა, რომ თავიანთი პარტნიორების მეშვეობით შეაპარეს მიხეილ სააკაშვილი და ვითომ ორ კურდღელს ერთად დასდევდნენ: ერთი იყო, რომ თუ დავუჭერდით მხარს ამ შემთხვევაში იტყოდნენ: ევროპამ აიძულა „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად ეღიარებინა და თუ არ დავუჭერდით, იმას გააგრძელებდნენ რასაც მავნებლობდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here