Home ახალი ამბები საქართველო კელი დგენანი: არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ...

კელი დგენანი: არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე

99

არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის განცხადებებზე, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დევიდ კრამერი არის კერძო პირი, რომელიც აკადემიურ წრეებში ძალიან დაფასებულია. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, – განაცხადა დეგნანმა.

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here