Home ახალი ამბები მსოფლიო ჯეიკ სალივანი – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ახლა უფრო...

ჯეიკ სალივანი – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ახლა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად

43

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება „სხვა დროს უნდა გადაწყდეს“. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის მხარდაჭერის მიწოდება, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა,​ ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

„აშშ ათწლეულებია, მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას. ნატო-ს წევრობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნატო-ს 30 წევრი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყნები იღებენ. ჩვენი აზრით, ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა, ბრიუსელში პროცესით კი სხვა დროს უნდა დავკავდეთ“, – განაცხადა სალივანმა.

ამასთან, სალივანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტში ამერიკული ტანკები იქნება. თუმცა ის არაფერს გამორიცხავს. მისივე თქმით, დახმარება მოიცავს იმ საშუალებებს, რასაც უკრაინა ბრძოლის ველზე ეფექტურად იყენებს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ნატო-ში უკრაინის დაჩქარებული გაწევრების შესახებ განაცხადს.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here