Home ახალი ამბები საქართველო ჯანსაღი კბილებით ევროურდოში

ჯანსაღი კბილებით ევროურდოში

462
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოში პრემიერმინისტრი შეიცვალა. ბევრჯერ ვთქვი, რომ ეს გარედან ემოქმედებით  განხორციელდა. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სე მტკიცედ იდგა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისა და ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის სადარაჯოზე, რომ დასავლეთის შეშფოთებას იწვევდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთს მხოლოდ ის მიზანი ამოძრავებს, რომ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები მაქსიმალურად  ჩართონ  ანტირუსულ კამპანიაში, მაგრამ ამ საქმეში ყველგან ერთნაირ წარმატებას ვერ აღწევს. უკრაინაში კი მაქსიმუმს მიაღწია ევროპის კონტინენტზე მდებარე ამ უზარმაზარ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირება შეძლო, რაზეც რუსეთის დასუსტებისა და საბოლოოდ მისი დამარცხების იმედებს ამყარებს.

როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, უზარმაზარი მასშტაბის შეიარაღება და ფინანსები, რომლებსაც დასავლეთი უკრაინას აწვდის, ვერ აღმოჩნდა რუსეთის დამარცხების გარანტი. ეს ზესახელმწიფო ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად ფქვავს, წვავს და ანადგურებს დასავლურ შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე გროვდება. ბევრი დასავლელი ექსპერტი აღიარებს, რომ უკრაინაში კოლექტიური დასავლეთი მარცხდება, ამიტომ დასავლეთი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის იდეას არ ეშვება და ამ ბინძურ საქმეში საქართველოს ჩართვის იმედს არ კარგავს. სწორედ აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელი ჩანაცვლება ირაკლი კობახიძით სწორედ დასავლეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოხდა.

ახალი პრემიერმინისტრის ვიზიტმა ბრიუსელში დემეტრე მეფის ურდოში დაბარება გამახსენა. ამ ვიზიტის ფარგლებში დასავლეთი ცდილობდა, ირაკლი კობახიძისთვის „კბილები მოესინჯა”, რათა გაეგო,  არის თუ არა შესაძლებელი მისი შეტყუება რუსეთის წინააღმდეგ მათთვის ასე სანუკვარ მეორე ფრონტში. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ დასავლეთისთვის გადაგდებულ დიპლომატიურ ფრაზებში საკმარისად იყო გზავნილები, რომლებიც ევროპელი ბოსების ყურს ესალბუნებოდა, ამ ვიზიტის ფარგლებში მაინც ის გამოიკვეთა, რომ საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი რუსეთის წინააღმდეგ არც მეორე ფრონტის გახსნას აპირებს და არც სანქციების დაწესებას. ამ ვიზიტის ფარგლებში უმთავრესი ეს ორი გზავნილი იყო, სხვა ყველაფერი კი – ჩვეულებრივი დიპლომატიური მიეთ-მოეთი, რომლის მსგავსსაც ათასობით ვისმენთ ყოველი მხრიდან. მაგალითად: „უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს. ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკურად, ვაწვდით ჰუმანიტარულ დახმარებას, განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელებისადმი”. ირაკლი კობახიძის პირიდან ეს  წინადადება ჯოზეფ ბორელის იმ გველური სისინის პასუხად გაისმა,  რომელსაც ახალი პრემიერმინისტრისთვის კბილების მოსინჯვა ვუწოდე: ჩვენ გვინდა, რომ უკრაინასა და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ. სხვა ნებისმიერი რამით, ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს, რუსეთია. ჯოზეფ ბორელის მხოლოდ ეს ნათქვამიც კი სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ დასავლეთის ლიდერთა ცნობიერებაში მეორე ფრონტის იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია. ბორელმა უკრაინასა და საქართველოს შორის საუკეთესო ურთიერთობი ახსენა. რას უნდა დაეფუძნოს ეს „საუკეთესო ურთიერთობები”? ფორმულა ამგვარი ურთიერთობებისა უკრაინის ლიდერებმა რუსეთის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე  ჩამოაყალიბეს. აი, ისიც:

ოლექსი გონჩარენკო: „ძვირფასო ქართველებო! გარეთ მშვენიერი ამინდია. შეგიძლიათ გაისეირნოთ სოხუმსა და ცხინვალში. გაიყოლეთ ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. მიდით, ქართველებო, დაიბრუნეთ, რაც გეკუთვნით! რუსებმა წაგართვეს მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული და ნაქურდალი დიდხანს ვერ შერჩებათ. მიდი, საქართველო, დროა!”

ოლექსი დანილოვი: „რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტები თუ გაიხსნება, ეს ჩვენ ძალიან წაგვადგება. საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად იქცევა. დნესტრისპირეთი, საქართველო და სხვები თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით თუ დაკავდებიან, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან  რუსებს ჩვენი ტერიტორიების დაკავების, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობის გარდა, სხვა საქმესაც გაუჩენს. ქართველები ამით უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერასაც მოიპოვებენ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინელების მიმართ”.

მიხაილო პოდოლიაკი: „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გასაგები რომ იყოს, არსებობს სახელმწიფო, არსებობს მისი სუვერენიტეტი და არსებობს მისი თავისუფლება. ქვეყანა თუ ოკუპირებულია, მან თავი უნდა დაიცვას. უკრაინის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ვიცავთ თავს.”

საქართველოს პრემიერმინისტრი  ირაკლი კობახიძე და  ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

აი, რისკენ მოგვიწოდებდნენ უკრაინის ლიდერები. მავე მიმართულებით მოგვიწოდებს ბორელი დღესაც. ეს ერთი და იგივე მოწოდებაა, ანუ ერთი და იგივე უსინდისობა.

მეორე ფრონტის გახსნაზე  ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: სამწუხაროდ, არაერთი განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა. ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველირაც ძალიან სამწუხარო იყო“. ეს ხომ ბორელისთვის გაცემული პასუხიც იყო და ამ პასუხში მთელი პირდაპირობით იყო ნათქვამი, რომ არავითარი მეორე ფრონტი საქართველოდან არ გაიხსნება. მეტიც, საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემასაც შეეხო და მთელი კატეგორიულობით განაცხადა: ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს  და საამისოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდრო საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც ვატარებთ,  და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ “.

უაღრესად საყურადღებო იყო კობახიძის პოზიცია მშვიდობაზე: „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კვალობაზე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სუვერენიტეტსა და  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენებით, მშვიდობის დაცვის პრინციპით. ეს მნიშვნელოვანია ადგილზე მშვიდობის შესანარჩუნებლად. მშვიდობა მოგვცემს მეტი სტაბილურობის გარანტიას ჩვენი საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად”. აქ არაფერია ქვეტექსტებსა და სტრიქონებს შორის საძებნი. რუსეთთან ურთიერთობისა და რუსეთთან არსებული პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთ ინსტრუმენტად პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მშვიდობის შენარჩუნება გამოაცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: „იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. პრემიერმინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს, ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”. მორჩა. არაფერი ახალი ამ შეხვედრაზე არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან, ამ მიმართულებით რამე ცვლილება თუ მოხდება, იგი ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრაზე კი არა, აშშ-ისა და ნატოს დანარჩენი სახოლმწიფოების ლიდერთა შეხვედრაზე გადაწყდება. ასე რომ, ეს მხოლოდ პროტოკოლური შეხვედრა იყო, რომელსაც, აგრეთვე, ირაკლი კობახიძისთვის „კბილების მოსინჯვის” ფუნქცია ჰქონდა.

საქართველოს პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ არსებული ინფორმაციის მიხედვით ისე გამოდის, რომ ევროურდოში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრებით კმაყოფილი ვერ დარჩებოდნენ, რადგან მას შემაშფოთებლად ჯანსაღი კბილები აღმოაჩნდა. ბრიუსელში გამართული შეხვედრებისა და საუბრების ლოგიკიდან ევროპას მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეეძლო: გინდ ღარიბაშვილი იყოს, გინდ კობახიძე, ირაკლი ირაკლი ყოფილა!

ვალერი კვარაცხელია

                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here