Home ახალი ამბები საქართველო “იუგოსლავიაზე ნატოს აგრესიის 25 და რუსეთთან ყირიმის შეერთების 10 წელიწადი _ უახლესი...

“იუგოსლავიაზე ნატოს აგრესიის 25 და რუსეთთან ყირიმის შეერთების 10 წელიწადი _ უახლესი ისტორია და მსოფლიო პოლიტიკის მომავალი”

178

22 მარტს სასტუმროიბისისსაკონფერენციო დარბაზშიევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძის ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებითიუგოსლავიაზე ნატოს აგრესიის 25 და რუსეთთან ყირიმის შეერთების 10 წელიწადი _ უახლესი ისტორია და მსოფლიო პოლიტიკის მომავალი”.

კონფერენციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დამსწრეთა შორის იყვნენ სამხედრო პირები, პროფესორები, ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები…

კონფერენციის მოდერატორი გახლდათ “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, რომელმაც მოხსენება წაიკითხა რუსულ და ქართულ ენებზე. მან ისაუბრა იუგოსლავიაში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთთან ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთებაზე:

1999 წლის 24 მარტს ნატოს ჯარებმა ოპერაცია “სამოკავშირეო ძალის” ფარგლებში იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საჰაერო დარტყმები 78 დღეს გრძელდებოდა, დაზიანდა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. ოპერაცია გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე განხორციელდა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტი იყო. ამ მოვლენებმა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 400-ზე მეტი ბავშვის. დასავლური ძალების ინტერვენციის შედეგად იუგოსლავიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. უზარმაზარი ეკოლოგიური ზიანი მიადგა სერბეთის ტერიტორიას…

რაც შეეხება ყირიმს, ის 10 წლის წინათ, საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, რუსეთის ფედერაციას შეუერთდა.

კონფერეციაში მონაწილეობა “ზუმის” საშუალებით მიიღეს ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დუმის მე-7 მოწვევის დეპუტატმა _ რუსლან ბალბეკმა და გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა, ევრაზიის საერთაშორისო მოძრაობის ხელმძღვანელის მოადგილემ _ ვალერი კოროვინმა. მათ ვრცლად ისაუბრეს ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე დღევანდელ ვითარებაზე და განაცხადეს, რომ ყირიმი ვითარდება რუსეთის ფედერაციის დიდი ძალისხმევით.

კონფერენციის მსვლელობაში ჩაერთნენ სერბეთის წარმომადგენლებიც. მათ კონფერენციის მონაწილეთა საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს და ისაუბრეს სერბეთის უმძიმეს მდგომარეობაზე ნატოს საჰაერო თავდასხმების დღეებში. სერბებმა თქვეს, რომ იბრძოდნენ ფასეულობებისთვის და არა ტერიტორიებისთვის…

კონფერენციის დასასრულ, აჩვენეს ფილმი  “ნატოს აგრესია სერბი ხალხის წინააღმდეგ”. ფილმში დოკუმენტურად იყო ასახული ფაქტები, რომლებითაც ნათლად ჩანდა ნატოს ჯარების სისასტიკე.

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში  4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ქართველი საზოგადოების ნაწილმა ამ კონფერენციით დიდი პატივისცემა გამოხატა სერბი ხალხისა და ყირიმელთა მიმართ; განაცხადა, რომ მათ გვერდით დგას და ტრაგედია, რომელიც სერბეთში დატრიალდა, არასოდეს დაავიწყდება…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here