Home ახალი ამბები მსოფლიო “ისტორიული მეხსიერების გარეშე ხალხს მომავალი არ აქვს”

“ისტორიული მეხსიერების გარეშე ხალხს მომავალი არ აქვს”

139

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პატრიოტული და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ წარსულის ხსოვნის გარეშე არ არსებობს მომავალი, მაგრამ საჭიროა  დღევანდელი დღით ცხოვრება. ამის შესახებ წერს vz.ru.

„მეხსიერების გარეშე ხალხს მომავალი არ აქვს. წარსულის ცოდნის გარეშე მომავალი არასოდეს იქნება, ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ _ ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია, რასაც ვუფრთხილდებით, რის საფუძველზეც ვვითარდებით და წინ მივდივართ. მაგრამ არ შეძლება მხოლოდ წარსულით ცხოვრება _ ამაზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკე _ ამას არსაით მივყავართ. საჭიროა დღევანდელი დღით ცხოვრება და მზერა მომავლისკენ“, _ ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაში, რომელიც კრემლის ოფიციალურმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა.

 „არ არსებობს მომავალი წარსულის ცოდნის გარეშე, იმის გაცნობიერების გარეშე, რომელ მიწაზე ვცხოვრობთ და ვისი წყალობით ვცხოვრობთ. თუ ჩვენ პატივს არ ვცემთ საკუთარ თავსა და წინაპრებს, რომლებმაც დღეს ჩვენი ცხოვრება შესაძლებელი გახადეს, ვერ განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, _ განაცხადა პუტინმა, მანამდე კი სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავის გამო ვოლგოგრადში მამაის ყორღანის მემორიალურ კომპლექსს ეწვია და ყვავილებით შეამკო.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://vz.ru/news/2023/2/2/1197697.html           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here