Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – კელი დეგნანის შენიშვნები გაუგებარი და დასანანია

ირაკლი კობახიძე – კელი დეგნანის შენიშვნები გაუგებარი და დასანანია

77

შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის ეს გაუგებარი და პირველ რიგში, დასანანია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ და მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას, რომლის თქმითაც, „ეს დემოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯია“ აღნიშნა, რომ მისთვის ეს განცხადება გაუგებარი და დასანანია.

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, გაუგებარია. როდესაც არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ გაქვს და ამას ამბობ, ეს გაუგებარია. მილიონჯერ გვითქვამს, შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, გაუგებარი და პირველ რიგში, დასანანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here