Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე: არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით....

ირაკლი კობახიძე: არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე

133

არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე და ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის თანახმად, „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.

მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნების გზაზე საზოგადოების მხარდაჭრა მთავარია.

„არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე და ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა. ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ეს გამოწვევები სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული ამისთვის, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს მშვიდობის შენარჩუნების გზაზე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here