Home ახალი ამბები საქართველო გურამ მაჭარაშვილი – ფაქტები ადასტურებს, რომ აშშ-ის საელჩოში ხდებოდა კოორდინირება სწორედ რადიკალური...

გურამ მაჭარაშვილი – ფაქტები ადასტურებს, რომ აშშ-ის საელჩოში ხდებოდა კოორდინირება სწორედ რადიკალური ოპოზიციის პროცესების, რომელთაც სურდათ არაკანონიერად ხელისუფლების შეცვლა

54

ფაქტები ადასტურებს სწორედ იმას, რომ აშშ-ის საელჩოში ხდებოდა კოორდინირება სწორედ რადიკალური ოპოზიციის პროცესების, რომელთაც სურდათ არაკანონიერად ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა ისიც, რომ ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს და მოწოდებას, რომ საქართველოდან უნდა დაიხოცონ ბავშვები, ქალები და ომი გაჩაღდეს.

„ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე რადიკალური ოპოზიციის ზოგადი განმარტებებით დადასტურდა განცხადებაში აღნიშნული ყველა ფაქტი. ოპონენტებმა ერთი კონტრარგუმენტიც კი ვერ მოიყვანეს, რაც  განცხადებებში დავწერეთ. მაგალითად, მართლმსაჯულებაში ჩარევის მაგალითი, როდესაც თავად აღიარა საელჩომ და ელჩმა, რომ კონკრეტული მოსამართლე დაიბარა კონკრეტული ანგარიშისთვის და არასასურველი გადაწყვეტილების გამო დაასანქცირა, ბუნებრივია, ეს არის დარღვევა და მართლმსაჯულებაში ჩარევა. ამის საპირწონედ ვერც მოიტანდნენ ვერანაირ არგუმენტს, მაგრამ ცუდად მაინც შეწინააღმდეგებოდნენ, ამის სურვილიც არ აღმოაჩნდათ. დადასტურდა ისიც, რომ ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს და მოწოდებას, რომ საქართველოდან უნდა დაიხოცონ ბავშვები, ქალები და ომი გაჩაღდეს. ამას არ ემიჯნება, სამაგიეროდ ემიჯნება საქართველოს საზოგადოებას. ვერც ამის საპირწონე ვერაფერი მოიტანეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა მაგალითი და ფაქტი, რაც ჩვენს განცხადებაში მოვიყვანეთ. სამწუხაროდ, დადასტურდა და ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ საზოგადოებას სიმართლე სცოდნოდა. ვწუხვართ, რომ ეს ხდებოდა და ხდება. ეს ფაქტები ადასტურებს სწორედ იმას, რომ საელჩოში ხდებოდა კოორდინირება სწორედ რადიკალური ოპოზიციის პროცესების, რომელთაც სურდათ არაკანონიერად ხელისუფლების შეცვლა. პოლიტიკური პარტიები რომ აღარ ეყოთ, არასამთავრობო სექტორი შემოიყვანეს შემდეგ პოლიტიკაში. არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, რომ აპირებდა ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას. ჩვენ ვფიქრობდით გარკვეულ ეტაპზე გაჩერდებოდა საელჩო, თუმცა რამდენიმე დღის წინანდელმა ინტერვიუმ ნათლად აჩვენა, რომ ამ ეტაპზე საელჩო გაჩერებას არ აპირებდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here