გირგვლიანის საქმეზე ჟურნალისტის მწვავე კითხვები და დაბნეული მიხეილ სააკაშვილი

2765

ტელეკომპანია „Deursche Welle”-ს გადაცემაში  „CONFLICT ZONE” სტუმრად  საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფედოდა.

მას ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი ესაუბრა, ჟურნალისტის მწვავე,მთავარი კითხვები კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს,  საქართველოში სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებსა და მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებს ეხებოდა.

ჟურნალისტი: 2008 წელს თქვენ ბოროტად გამოიყენეთ პრეზიდენტის ძალაუფლება და შეიწყალეთ პოლიციის ოთხი ოფიცერი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ბანკირის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. შეწყალების საფუძველი იყო მკვლელობის გარემოებების დაფარვა. თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია.

სააკაშვილი: არა, თანამედროვე მსოფლიოში არავის გაუსამართლებია პრეზიდენტი შეწყალებისთვის. გახსოვთ, ალბათ რომ პრეზიდენტმა კლინტონმა შეიწყალა თავისი…

ჟურნალისტი: აქ საქმე მხოლოდ შეწყალებაში არ არის, საქმე ეხება შეწყალებას მკვლელობის გარემოებების დაფარვის სანაცვლოდ.

სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტს გააჩნია შეწყალების აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლება, მეორე  – ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი და შეწყალებულნი იქნენ ასოცდაცამეტ სხვა სამხედრო ოფიცერთან ერთად.

ჟურნალისტი: მაგრამ, საქმეში უზარმაზარი ღიად დარჩენილი საკითხებია. 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა გამოძიება და დაგადანაშაულათ დანაშაულის დაფარვაში. აქ ნათქვამია, რომ გამოძიებაზე ზემოქმედება მოახდინა სახელმწიფო ხელისფლების სხვადასხვა უწყებამ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტო, პროკურატურა, სასჯელაღსრულების სამინისტრო, ეროვნული სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ხელი შეუშალეს სამართლიანობის აღსრულებას. ეს უზარმაზარი ბრალდებაა თქვენს წინააღმდეგ.

სააკაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით დეკემბერში აღნიშნა, რომ მაშინდელი პრემიერ მინისტრი, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება, რეალურად წარმოადგენს მძევალს, ისინი ეძებდნენ რაიმე სახის მტკიცებულებას ჩემს წინააღმდეგ და იმის გამო, რომ მათ უარი მიიღეს მტკიცებულების წარმოდგენაზე, ეს იყოს სუფთა პოლიტიკური საქმე, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა მსოფლიოს ათი საუკეთესო გამომძიებელი, ანუ, გადამდგარი გამომძიებლები.

ჟურნალისტი: თქვენ იმ დროს პრეზიდენტი იყავით.

სააკაშვილი: საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც აკონტროლებს უდიდესი კერძო აქციონერი.

ჟურნალისტი: მაგრამ, ჩვენ 2011 წელზე ვსაუბრობთ, თქვენ იმ დროს პრეზიდენტი იყავით.

სააკაშვილი: დიახ, ნება მომეცით, გითხრათ, რა ხდება ახლა.

ჟურნალისტი: მოდით, ნუ გადაუხვევთ თემიდან და ვთქვათ, რა მოხდა მაშინ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში დიდი ვნებათაღელვა იყო.

სააკაშვილი: დიახ. ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა ეს საქმე, მაგრამ მეორეს მხრივ, პრეზიდენტს ჰქონდა შეწყალების შეუზღუდავი უფლება და ეს საქმე სუფთა პოლიტიკურია. მე ერთ რამეს გეტყვით.

ჟურნალისტი: მაგრამ, ბატონო მიხეილ, არსებობს მოსაზრება, რომ გირგვლიანი მოკლეს ერთ-ერთი თქვენი მაღალჩინოსანი კოლეგის ბრძანებით, ის ოთხი პოლიციელი კი დაარწმუნეს, რომ საკუთარ თავზე აეღოთ დანაშაული, სანაცვლოდ კი დიდი რაოდენობით ფულს და თავისუფლებას მიიღებდნენ.

სააკაშვილი: ადამიანები, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს.გასამართლდნენ და მოიხადეს სასჯელის დიდი ნაწილი.

ჟურნალისტი: გასამართლდნენ, მაგრამ მოსამართლეს არც კი უკითხავს მკვლელობის მოტივი.

სააკაშვილი: ზუსტად ის მოსამართლე გამოყენებული იქნა ამ ხელისუფლების მიერ ჩემი მთავრობის წევრების წინააღმდეგ, ასე, რომ მოსამართლე, სამწუხაროდ.

ჟურნალისტი: და მოკლულის დედას დაემუქრნენ, ურჩიეს ჩუმად ყოფნა და შესთავაზეს ფული. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ბინძურია,არ მეთანხმებით?

სააკაშვილი: ერთი წუთით.  ბატონო სებასტიან, ქვეყანა, რომელიც მე ჩავიბარე, იყო ჩამოშლილი. შეუძლებელი იყო ქვეყნის სადაც არ იყო ბიუჯეტი, არ ფუნქციონირებდა ინსტიტუტები, გადაქცევა ბრწყინვალედ მოქმედი ინსტიტუტების ქვეყნად, წარმატებული რეფორმების ქვეყანად. მაგრამ, შეუძლებელი იყო ასეთი ქვეყნის აბსოლუტურად სრულყოფილ ქვეყნად გარდაქმნა.

ჟურნალისტი: ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი იმისა, რომ სამართალი არ აღასრულდა.

სააკაშვილი: ლიბერალური დემოკრატია.

ჟურნალისტი: ეს არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ხელი შეეშალა სამართლის აღსრულებას.

სააკაშვილი: ჩვენს სასამართლო სისტემაში ხარვეზები იყო, ეს სიმართლეა, ვაღიარებ.

ჟურნალისტი: ბრალდება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შეუშალეთ ხელი სამართლის აღსრულებას.

სააკაშვილი: ეს სიმართლე არ არის. ჩვენი სასამართლო სისტემა სუსტი იყო და დღეს ის უარეს მდგომარეობაშია.

ჟურნალისტი: მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებელიც არ იყო კარგი თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ თავს დაესხით პრესას. მაგალითად, 2007 წელს ,,იმედის“ ტელევიზიაში შეიჭრა თქვენი უსაფრთხოების სამსახური, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, გაანადგურეს ტექნიკა.

სააკაშვილი: მაგრამ, ერთი წუთით, ის ტელევიზია მალევე გავიდა ეთერში და დღესაც იქ არის.

ჟურნალისტი: მაგრამ თქვენ იმ ტელევიზიაში თქვენი კომისარი დანიშნეთ, რომელიც ხუთი წელი მართავდა მას.

სააკაშვილი: მის გარდა კიდევ უამრავი ტელევიზიაა. ჩემი მუშაობის მთავარი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონში თავისი ნებით არავინ მიდის თანამდებობიდან. როდესაც მე სრული ძალაუფლება მქონდა, იმაზე მეტი, ვიდრე პოროშენკოს შეიძლება აქ ჰქონდეს, მე ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა არჩევნების გზით. მე მთელი ძალაუფლება გადავეცი.

ჟურნალისტი: და რა, ასე არ უნდა მოქცეულიყავით?

სააკაშვილი: აბსოლუტურად.

ჟურნალისტი: იმის თქმას ცდილობთ, რომ ისეთი რამ გააკეთეთ, რაც ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურმა პრეზიდენტმა არ უნდა გააკეთოს?

სააკაშვილი: მე იმას ვამბობ, რომ ჩვენს რეგიონში ამას არავინ აკეთებს.

ჟურნალისტი: თედო ჯაფარიძე, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, აცხადებს, რომ თქვენი პირველი ვადის ბოლოს ნათელი გახდა, რომ საკუთარ უფლებამოსილებას  ურყევი ძალაუფლების შესაქმნელად იყენებდით. მმართველობის თქვენი სტილი იყო სრულიად ავტორიტატული. დიახ, ეს ასე იყო.

1 COMMENT

  1. მერე რა?!
    მიშმაკს კბილებში ოფლი გამოუვიდა?
    ის ხომ “დემოკრატიის შუქურაა”, საქართველოს “ამაყვავებელი”, ქართული სახელმწიფოს “შემქმნელი”, ქართული ფაშიზმის მამამთავარი!
    ვინ თხოვს მას, XXI საუკუნის ნაცისტს, ადოლფ ჰიტლერის აჩრდილს ამისათვის პასუხს?!
    არავინ! პირიქით, მის მიერ შექმნილი ნაცმიდრეკილი მაქციები ხელისუფლებაში მყოფი ,,სანძარუ“-ების ხელშეწყობით შაბაშებს მართავენ საქართველოში…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here