Home ახალი ამბები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლაზე სანქციები გამკაცრდება

ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლაზე სანქციები გამკაცრდება

833

„ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე – ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე.

„ეს ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას. გამკაცრდება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა წინასწარი დაპირებით, წინასწარი შეცნობით სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. მხოლოდ ეს არის ჯერჯერობით იდეა, მიზანი ნათელია, ამას სიმბოლურად დავარქვით „გირგვლიანის შესწორებები“ და ეს იქნება ადამიანზე და მართლმსაჯულებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო პაკეტი. ასეთი დანაშაულისათვის სანქცია მოცემულ შემთხვევაში იყო 4 წელი და შემდეგ ამნისტიით მოხდა შემცირება 3 წლამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. წინასწარ არ შეიძლება საუბარი, რამდენი წელი იქნება, თუმცა გაცილებით მკაცრი იქნება.
ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციტივათა პაკეტზე, რომელიც, ერთის მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას – ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი. რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს. ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება “გირგვლიანის შესწორებები” დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here