Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “გარდაცვალებამდე დედას დაპირდა, რომ გაჭირვებულების ცხოვრებას გააფერადებდა” – ფოტოგრაფის ემოციური პოსტი

“გარდაცვალებამდე დედას დაპირდა, რომ გაჭირვებულების ცხოვრებას გააფერადებდა” – ფოტოგრაფის ემოციური პოსტი

ფოტოგრაფი გოგო ჩანადირი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დედამ 15 წლის კოტე ქობალიას მისი სახელის საპატივსაცემოდ მხოლოდ კარგი საქმეების გაკეთება სთხოვა.
შვილი შეპირდა.
კოტე, რომელიც ახლა 23 წლის არის, მანქანების შემკეთებლად მუშაობს. თვითნასწავლი ხელოსანია.
პირველად ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში ვნახე, შეშას უჩეხდა.
მანამდე კი სხვა ოჯახში ყოფილა, სადაც დამწვარი წყლის გამაცხელებელი გაუკეთებია.
ფულს რომ შოულობს, სულ ვიღაცას აძლევს.
მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისმა მითხრა, ამ ქვეყნად ცხოვრებას მხოლოდ კოტე გვიფერადებსო.
ეს რომ მას ვუთხარი, დაიმორცხვა და მიპასუხა, მე კი არა, ცხოვრებას დედაჩემი უფერადებსო.
სინამდვილეში, ამდენ ადამიანს კოტე და დედამისი უფერადებენ. ახლახანს 50 ლარი გამოიმუშავა და თოდუას კლინიკის მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახში ბავშვების ცხოვრების გასაფერადებლად წავიდა.
#თბილისი
სიკეთით გაფერადებული ქალაქი”, – წერს ჩანადირი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here