Home ახალი ამბები მსოფლიო ექსპერტმა ახსნა, როგორ გამოიყენეს უკრაინელებმა ქიმიური იარაღი რუსი სამხედროების წინააღმდეგ

ექსპერტმა ახსნა, როგორ გამოიყენეს უკრაინელებმა ქიმიური იარაღი რუსი სამხედროების წინააღმდეგ

100

ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება ვასილევკაში მოწამლული რუსი სამხედროების ჰოსპიტალში მოთავსების შემდეგ უკრაინის მიერ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს”, _ უთხრა გამოცემა vz.ru მიკრობიოლოგმა იგორ ნიკულინმა.

რუსი სამხედროების ბოტულტოქსინით მოწამვლის შესახებ 20 აგვისტოს რფ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

“კიევის ტერორისტული რეჟიმი ცდილობს ბიოლოგიური, ქიმიური და თვით ბირთვული იარაღის გამოყენებასაც კი, ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა ამ სამი საფრთხის თავიდან აცილებაა. მსოფლიო ტერორიზმის ცენტრმა ახლო აღმოსავლეთიდან კიევში გადაინაცვლა, ამიტომ ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც მოდის კიევის რეჟიმისგან, მსოფლიო მნიშვნელობის ამოცანაა”, _ მიაჩნია მიკრობიოლოგს, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გაეროს კომისიის ყოფილ წევრს, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილ მრჩეველ იგორ ნიკულინს.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ B ტიპის ბოტულოტოქსინი ძლიერი ორგანული შხამია. და ის, რომ ამ ნივთიერებით მოწამვლა დაადგინეს ტოქსიკოლოგებმა, ნიშნავს იმას, რომ “უკრაინის მიერ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების ფაქტი შეიძლება დადასტურებულად ჩაითვალოს”.

“B ტიპის ბოტულოტოქსინის გამომუშავება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც სრულად არის ათვისებული დასავლეთში. ეს არის .. ბოტოქსი, რომელიც აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში”, _ განმარტა ნიკულინმა და ყველას შეახსენა, რომ ბოლო წლებში უკრაინაში, განსაკუთრებით კიევში, ოდესაში, ხერსონსა და ლვოვში არაერთხელ ყოფილა ბოტულიზმის აფეთქების შემთხვევა.

“როგორც ჩანს, უკრაინაში ამერიკელები მუშაობდნენ ბოტულოქსინზე. ეს ხდებოდა კიევში, ლვოვსა და სხვა ქალაქებში, რომლებშიც მათ აქვთ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები. B ტიპის ბოტულოტოქსინი მრავალი წლის განმავლობაში იყო და, როგორც ჩანს, ახლაც არის მათ შეიარაღებაში, რადგან 2001 წლიდან ამერიკელები არავის არ უშვებენ თავიანთ არსენალში”, _ თქვა მიკრობიოლოგმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივლისის ბოლოს რუსი სამხედროები, რომლებიც ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევკის რაიონში საბრძოლო დავალებას ასრულებდნენ, მძიმე მოწამვლის ნიშნებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 20 აგვისტოს გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. გამოკვლევის შედეგად სამხედროების ორგანიზმში აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება _ B ტიპის ბოტულოტოქსინი.

ამის შემდეგ რუსეთმა გადაწყვიტა, მიმართოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას არა მხოლოდ ვასილევკაში რუსი ჯარისკაცების მოწამვლის, არამედ ხერსონის ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვლადიმერ სანდოს მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

ნიკულინის აზრით, უკრაინელებმა ქიმიური ნივთიერება უპილოტო საფრენი აპარატით ვასილევკაში გააფრქვიეს.

მოწამვლის შედეგი დამოკიდებულია ანტიდოტის შეყვანაზე. თუ ეს მოხდება პირველ 5-10 წუთში, შესაძლებელია რეაბილიტაცია, თუ არა _ ადამიანი შეიძლება დაინვალიდდეს, რადგან შხამი შინაგან ორგანოებს აზიანებს”, _ განაცხადა ექსპერტმა.

ლუკა მაისურაძე

https://vz.ru/news/2022/8/20/1173593.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here