Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “9 წელია შენს გულს ვდარაჯობ დედი” – ემოციური პოსტი ჯაბა ბოჯგუას

“9 წელია შენს გულს ვდარაჯობ დედი” – ემოციური პოსტი ჯაბა ბოჯგუას

4220

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია 9 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებს და სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

დედა-შვილობა ეს ყველაზე წმინდა გრძნობაა ამ ქვეყნად. ჯაბა, შვილო, შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ, ბოლო 9 წელია ზუსტად ვიცი,რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა და დედაშვილობაა ის გრძნობა, რომელიც მაძლიერებს და ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას.

მინდა მოგეფერო, თვალებში გიცქირო, გაგიღიმო და შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო მალე, შენით ვარსებობ, შენით ვსუნთქავ დედი.
9 წელია იმედით ვცოცხლობ, 9 წელია შენს გულს ვდარაჯობ.

შენ ხარ გათენება ჩემი. 8 თებერვლის დილა იყო მაშინაც … 9 წლის წინ …. მიყვარხარ დედი….” – წერს მანანა გვასალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here