გადაიარა ურთულესმა დღეებმა და საქართველო მშვიდობიან კალაპოტს უბრუნდება, მაგრამ დაგვრჩა პასუხგაუცემელი შეკითხვა – რა იყო ეს? შევეცდები, ამ რთულ შეკითხვას მოკლე პასუხი გავცე:
ეს იყო დასავლური ბინძური პროვოკაცია, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღებით საქართველოს მიერ თავისი სუვერენიტეტის დაცვისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია. ეს კანონი იყო დარტყმა დასავლეთის “მეხუთე კოლონაზე”, რომელზე დაყრდნობითაც იგი საქართველოში მის აგრესიულ დიქტატს ატარებს. ეს ის ძალაა, რომელიც ღიად უპირისპირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საუკუნოვან ტრადიციებს, ქართულ მწერლობას, აზროვნებისა და ცხოვრების ქართულ წესს, მეცნიერებისა და ხელოვნების კერებს, საზოგადოდ, ქართულ კულტურას, ქართულ სულს. ხსენებული კანონის მიღება, რომელიც “მეხუთე კოლონის” ქვეყნის გარედან დაფინანსებაზე კონტროლის დაწესების მთელ მსოფლიოში (მათ შორის, დასავლეთში) აპრობირებული მცდელობა იყო, დასავლეთისთვის მიუღებელ პროტესტად მოინათლა, რომელიც, ერთი შეხედვით, საქართველოს მარცხით დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობა აიძულეს, რომ პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მიღებული კანონი მეორე დღესვე უკან გაეწვით და ჩაეგდოთ. აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს სახეზე სატანური ღიმილი გადაჰფენოდა, როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: “ჩვენ გვინდა ვიხილოთ, როგორ დააჭერენ დეპუტატები თითს წითელ ღილაკზე, რადგან საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება”. ამერიკის ელჩმა ამ სიტყვებით ქართველ დეპუტატებს უბრძანა, რომ წინა დღეს მათ მიერ წაღმა გადაწყვეტილი საქმე მეორე დღეს უკუღმა გადაეწყვიტათ. დეპუტატებმა ეს ბრძანება შეასრულეს. სხვა რა შეიძლება ამას დაერქვას, თუ არა დამარცხება.
ჩვენ მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვას ორდღიანი საერთო გაურკვევლობისა და დაბნეულობის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხი ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუში გასცა: “კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას; მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ”.
დეზინფორმაციით, პროვოკაციით, არეულობით, ქაოსით, მკვლელობებით საკუთარი ინტერესების გატარება ამა თუ იმ ქვეყანაში სუფთა ამერიკული ხელწერაა. ეს ხელწერა ზედმიწევნით კარგად აქვს ათვისებული “ნაციონალურ მორაობას”. აი, რატომ ვერ ელევიან ამერიკელები ამ ფაშისტურ ორგანიზაციას. მათ იციან, რომ ამერიკული იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში ფაშისტური მსოფლმხედველობის მქონე მოძალადეებს შეუძლიათ, სხვას არავის. უკიდურესი აგრესია და ყოვლისმკადრებლობა არის საფუძველთა საფუძველი ამერიკული იდეოლოგიის გავრცელებისა. ისინი ამ სულისკვეთების “მეხუთე კოლონას” აჩენენ ყველგან, რომლებსაც ჯერ კიდევ უმწიფარი მოზარდებისთვის ტვინის გამორეცხვის გზით თვითონვე ჩეკავენ, ზრდიან, აფინანსებენ, გეშავენ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ამხედრებენ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია პრემიერმინისტრმა დაასახელა კიდეც – ფრანკლინის კლუბი. ამ ორგანიზაციის ლიდერი იმავე საღამოს გამოიყვანეს “ფორმულას” ეთერში. მას არ დაუმალავს, რომ ათასობით მოზარდი გადის მათ ხელში, რომლებსაც ისინი “თავისუფლების” პათოსით ზრდიან. ეს საშიში ძალაა. ათასი ჯურის გეიაქტივისტი და სხვა უბედურება, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ, სწორედ იმ თანხით ფინანსდებიან, რომლის შემოდინების გამჭვირვალობას ასე თავგანწირვით ეკვეთნენ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ანტიქართული ძალები. ასეთი ძალა ევროპაში ბევრია. პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს არ დაუმალავს მისი დამოკიდებულება ამ ძალების მიმართ: “რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მისი მონაწილეობა, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ტელეკომპანია „იმედის” მითვისება, კორუფციული ბრალდებები… ბოლოს ამ ადამიანმა დაიმატა საზღვრის უკანონო კვეთა. ამის შემდეგ ჩვენ არავითარი სამართლებრივი გამოსავალი ან კანონის დარღვევის სურვილი არ გვაქვს”.
ფიქრი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება შეაშინეს, როგორც ჩანს, უადგილოა, რადგან შეშინებული ადამიანები ასე არ ლაპარაკობენ: “სჯობს, ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე, როდესაც აქ გახურებული დაპირისპირება იყო სპეცრაზმსა და აგრესიულ ბრბოს, ანარქისტებს შორის, რომლებიც ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს” ესროდნენ ჩვენს პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა”.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამაზე არ შეჩერებულა: „ყველა ის ევროპელი თუ უცხოელი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, ე.ი., ის არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს; ის პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხს, სააკაშვილის მიერ ნაწამებ ათასობით დაჩაგრულ ადამიანს. ბუნებრივია, ჩვენი პასუხი და რეაქცია იქნება ადეკვატური: ვინც ჩვენ პატივს არ გვცემს, ჩვენგანაც ნუ მოელის პატივისცემას”.
ეს ძალიან სერიოზული განცხადებებია. საქართველოს პრემიერმინისტრმა, როგორც ჩანს, თავისი საქმიანობის უმთავრეს მიმართულებად საქართველოს შელახული სუვერენიტეტის აღდგენა დაისახა. ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს სახიფათოა, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ საკუთარი ღირსების დაცვა ერთი მხრივ თუ სახიფათოა, მეორე მხრივ პატივისცემის გამომწვევიცაა. დღის წესრიგში არის ერთი შეკითხვაც: შექმნილ ვითარებაში მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? ღარიბაშვილმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ უკვე, პარლამენტმა ძალიან მაგრად იმუშავა, მთავრობასთან ერთად. ყველამ ერთად ვიმუშავეთ, რომ რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი შესასრულებელია, შეგვესრულებინა მაქსიმალურად მოკლე დროში. მანამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ახლა რომ შევხედოთ მოლდოვასა და უკრაინას, ხომ ვიცით, იქ რა ხდება. ევროკავშირის ბოლო რაპორტის მიხედვით, ბევრად წინ ვართ, ორჯერ, სამჯერ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას. მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ერთგვარად დაგვსაჯეს, გვითხრეს, რომ სტატუსი ახლა არა, დაგველოდეთ. ამაზე ვუთხარით: მადლობა, მეგობრებო, გასაგებია. სტატუსი მისცეს მათ ავანსად. ჩვენ არავის გვშურს, გვითქვამს არაერთხელ, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ ვინაიდან ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმე საბოტაჟს გაუწევს და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არიან ისევ ეს დესტრუქციული ძალები”.
პრემიერმინისტრის ამ განცხადებებისა და ამ პათოსის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგი, რომელიც ერთი შეხედვით მარცხი გვეგონა, თურმე სხვაგვარია. ხელისუფლებამ დასავლეთის “მეხუთე კოლონას” კარგად დაგეგმილი მძიმე პროვოკაცია ჩაუშალა, თუმცა გარკვეული ეჭვები, რომ ამ ინტერვიუში პრემიერმინისტრს ყველაფერი არ უთქვამს, მაინც რჩება. მინდა მოვუწოდო “ხალხის ძალას”, რომელიც იმ სიმართლის სათქმელად ჩამოყალიბდა, რომლის თქმასაც მმართველი პარტია თავს არიდებდა, ამჯერადაც შეასრულოს ნაკისრი მისია და ქართველ ხალხს სრული სიმართლე უთხრას: რა მოხდა რეალურად, როგორ და რა მეთოდებით აიძულეს ხელისუფლება, პირველი წაკითხვით მიღებული კანონი უკან გამოეწვია და, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ბრძანების შესაბამისად, დეპუტატებს წითელ ღილაკზე თითის დაჭერით თავადვე ჩაეგდოთ მათ მიერვე წინა დღეს დიდი ენთუზიაზმითა და ზარ-ზეიმით მიღებული გადაწყვეტილება.
არის კიდევ ერთი შეკითხვა. ვანო მერაბიშვილი ღია განცხადებას აკეთებს, რომ მათი მიზანი, მხოლოდ კანონის ჩაგდება არ იყო. ამ ფაქტს ირაკლი ღარიბაშვილმაც ხაზი გაუსვა: „მერაბიშვილმა დაადასტურა, თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, ხელისუფლების შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ვუყვებოდით ჩვენს საზოგადოებას, ხალხს მთელი ერთი წლის განმავლობაში. ყველა ეს პროვოკაცია, დაწყებული სააკაშვილის შემოგზავნით, დამთავრებული უამრავი პროვოკაციით, რომელიც თავიდან ავიცილეთ, დასრულებული რამდენიმე დღის წინანდელი აქციებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა”.
პროვოკაციები თავიდან ავიცილეთო, – აცხადებს პრემიერმინისტრი, მაგრამ ეჭვის ჭია ისეთი ვერაგია, რომ, ერთხელ თუ გაჩნდა, არ მოგეშვება. საბოლოოდ ავიცილეთ ეს პროვოკაციები? – სვამს ეჭვი შეკითხვას. ეჭვის ეს შეკითხვა მარტივად უკუსაგდები არ არის, მით უფრო პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ: “ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” უკვე გადაქცეული არის არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია”.
ტერორისტული ორგანიზაციები და მათი ტერორისტი პატრონები ადვილად ვის მოუშორებია თავიდან, ჩვენ რომ მოვიშოროთ?!
ვალერი კვარაცხელია