Home ახალი ამბები მსოფლიო Die Zeit: გერმანიას არ შეუძლია ტრამპის მოთხოვნების დაკმაყოფილება

Die Zeit: გერმანიას არ შეუძლია ტრამპის მოთხოვნების დაკმაყოფილება

742
დონალდ ტრამპი

გერმანიას თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მცირე არმია ჰყავს, ამიტომ მზად არ არის, უზრუნველყოს თავისი და ნატოს საზღვრების დაცვა, _ წერს Die Zeit

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქტიურად მოუწოდებს გერმანიას, განიხილოს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი და, სტატიის ავტორის თქმით, თავს უფლებას აძლევს, “ცრუ” ბრალდებები წაუყენოს მას ნატოს ვალების გადაუხდელობის გამო.

“ეს აშკარა სისულელეა, მაგრამ ამ დისკუსიებში არის ჭეშმარიტების მარცვალი: “ცივი ომის” მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბუნდესვერმა განახორციელა განიარაღების მასშტაბური პროგრამა. საეჭვოა, რომ მას შეუძლია ძირითადი ამოცანის შესრულება: საგანგებო სიტუაციაში დაიცვას ქვეყანა და, როგორც შედეგი, _ სამხედრო ალიანსი”, _ აღნიშნავს გამოცემა.

“ცივი ომის” დროს ბუნდესვერს ჰყავდა 500 ათასი ჯარისკაცი. დღეისთვის მათი რაოდენობა დაახლოებით 176 ათასია. ეს არის გერმანიის ისტორიაში ყველაზე პატარა არმია, _ გვეუბნება ავტორი.

მკაცრი ეკონომიის ფონზე ტექნიკის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა: “ცივი ომის” დროს საბრძოლო ტანკების რაოდენობა 3000 იყო, ამჟამად 225-ია. სხვა სამხედრო ტექნიკაის მიმართაც იგივე სურათია: არ ჰყოფნით თვითმფრინავები, ხომალდები, ასევე, ძვირადღირებული ვერტმფრენები.

“უკრაინის კრიზისის დაწყებიდან და ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, _ განაგრძობს Die Zeit, _ მაგრამ მასშტაბურ ცვლილებებს არავინ ელოდება, რადგან, მაგალითად, ტანკების რაოდენობა გეგმით 225-დან მხოლოდ 320-მდე უნდა გაიზარდოს”.

არადა, ბუნდესვერი, რომელიც ლიტვაში ნატოს ადგილობრივ ძალებს სარდლობს, ტრაბახობს, რომ მზად არის, დაეხმაროს მოკავშირეებს “ძლიერ მეზობელთან” დაპირისპირების შემთხვევაში.

“მაგრამ ეს მხოლოდ პოლიტიკური დემონსტრაციაა, _ აღნიშნავს წერილის ავტორი, _ რადგან ჯარების განკარგულებაშია მხოლოდ ოცი საბრძოლო მანქანა Marder, რომლებიც ექსპლუატაციაში შესულია ჯერ კიდევ 70-იან წლებში. ხოლო როცა ამ მანქანების ეკიპაჟები წვრთნის დროს ერთმანეთს ელაპარაკებიან, მათი საუბრები “პრაქტიკულად ყველას ესმის” _ დაშიფვრის რადიოაპარატურით ისინი აღჭურვილი არ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here