Home ახალი ამბები მსოფლიო Die Press: ევროპის ენერგოუზრუნველყოფა ევროკავშირის საქმეა და არა აშშ-ის

Die Press: ევროპის ენერგოუზრუნველყოფა ევროკავშირის საქმეა და არა აშშ-ის

803
რაინერ ზეელი

აშშის ანტირუსულმა სანქციებმა, ავსტრიის ნავთობკონცერნ OMV-ის ხელმძღვანელის _ რაინერ ზეელის აზრით, ხელი არ უნდა შეუშალოს რუსეთისგაზპრომთანთანამშრომლობას. “ჩვენ არ შევცვლით სტრატეგიას”, _ ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი კომპანიის განვითარებისთვის რუსეთი რჩებაძირითად რეგიონად”. ზეელის თქმით, ამერიკელებს არავინ ეკითხება, უნდა მონაწილეობდეს თუ არა OMV ციმბირში ურენგოისა და სამხრეთრუსეთის საბადოების ათვისებაში.

ავსტრიის კონცერნის ხელმძღვანელი ასევე მოითხოვს, რომ გაგრძელდეს “ჩრდილოეთი ნაკადი-2”-ის პროექტის რეალიზაცია. “აშშ ცდილობს, შეამციროს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი ევროპაში, რათა გაყიდოს თავისი თხევადი აირი, მაგრამ ევროპის ენერგოუზრუნველყოფა ჯერჯერობით კვლავ ევროპის საქმეა და არა აშშ-ის”, თქვა მან. და დასძინა, რომ უფრო ძვირად ღირებული თხევადი აირი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანია. “საბრძოლო შეძახებამ: “ამერიკა უწინარეს ყოვლისა!” ტრანსკონტინენტური ურთიერთობის განვითარების გარდამტეხი მომენტი აღნიშნა. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს და, ბოლოს და ბოლოს, “გახდეს დამოუკიდებელი, თვითკმარი კავშირი”, ხაზი გაუსვა კონცერნის ხელმძღვანელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here