Home ახალი ამბები საქართველო დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ზრდა 699%-ია

დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ზრდა 699%-ია

134

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოში 535.3 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც თვიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია – ამდენი თანხა ერთი თვის განმავლობაში საქართველოში არასდროს გადმოურიცხავთ.

გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელი 2.7%-ით აღემატება ნოემბრის მაჩვენებელს, 521.2 მლნ-ს, ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 229.5 მლნ-ს -133.2%-ით.

დეკემბერში რეკორდული იყო გზავნილები რუსეთიდანაც, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით თანხა შემოვიდა ქვეყანაში – 317.3 მლნ. ეს რიცხვი გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელს მხოლოდ 0.4%-ით, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 39.7 მლნ-ს კი 699.2%-ით აღემატება.

10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც 2022 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

რუსეთის ფედერაცია – 317.3 მლნ;

იტალია – 43.2 მლნ;

აშშ – 34.3 მლნ;

საბერძნეთი – 20.7 მლნ;

ისრაელი – 19.1 მლნ;

გერმანია – 17 მლნ;

ყაზახეთი – 12.9 მლნ;

ყირგიზეთი – 10.7 მლნ;

თურქეთი – 9.2 მლნ;

ესპანეთი – 5.2 მლნ.

რაც შეეხება გადარიცხულ თანხას, გასული წლის ბოლო თვეში ქვეყნიდან 33.8 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here