Home ახალი ამბები საქართველო „დედაშვილობამ ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო“, ცა -ბნელო, მიწავ -სატანის, „ჩემო...

„დედაშვილობამ ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო“, ცა -ბნელო, მიწავ -სატანის, „ჩემო მშობელო მხარეო!..“

361

ვეჭვობ, ჩემ მწვავე ინფარქტზე წარამარა აპელირებით შეიძლება მკითხველს დავმართო, ინფარქტი თუ არა, ინსულტი მაინც, მაგრამ რა ვქნა? ძნელი ყოფილა სტატიებზე მუშაობა ლოგინში,  ამიტომ, რამდენზეც „დიხანია“ მეყოფოდა, ვმუშაობდი და მეორე დღისთვის გადავდებდი ხოლმე ამა თუ იმ სტატიის დამთავრებას. იძულებითი „ანტრაქტის“ განმავლობაში არჩეული თემა  ისე კარგავდა აქტუალობას, რომ „ანტრაქტამდე“  ნამუშევრის საფუძვლიან გადაკეთებას ახალი თემის შერჩევა სჯობდა. ასეთი დასამთავრებელი სტატია  4 დამიგროვდა და მათი აქტუალობის განმეორების (თუ ასე თქმა უპრიანია) იმედით, რომ იტყვიან, ოთხივე  თაროზე შემოვდე _ გნებავთ, უჯრაში ჩავკეტე და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ახალ წერილს, ყოველგვარი „ანტრაქტების“ გარეშე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, დღესვე დავამთავრებდი…

აგერ უკვე წელიწადზე მეტია, ყველაზე  აქტუალური თემები საქართველოში „მომაკვდავი პოლიტპატიმარი“ მიშა სააკაშვილია, უმადური „სტრატეგიული მოკავშირე“ უკრაინა და ა.შ. (რასაც და ვისაც ვგულისხმობ ამ ერთი შეხედვით უწყინარ „და ა.შ.“-ში  ქვემოთ  „გავშიფრავ“)…

 „უკრაინელი ვარ და, როცა მოვკვდები,  კიევში დამასაფლავეთ“- ო.  ამის თქმა, სააკაშვილისგანაც კი, იგავმიუწვდომელი ცინიზმია… სწორედ აქედან იშვა წერილის სათაურად  დიდი აკაკის უკვდავი „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოს“ პერიფრაზი; სათაური, რომელშიც  ვგულისხმობ: ნულოვანი ტოლერანტობა აფერისტ  ექსპრეზიდენტს! გნებავთ, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე ამა თუ იმ ნაძირალაზე: „მოკვდები და ძაღლიც მიგაკვდა სულში“…

გაგონილა?  საქართველოში არაჟნების კონტეინერით  კონტრაბანდასავით  შემოპარული, თავის  დროზე ყოვლის შემძლე საქართველოს ექსპრეზიდენტი ერთ  თვესაც არ მჯდარა ციხეში და მას ე.წ. კოლექტიური დასავლეთი, ევროკავშირი და ჩვენი „სტრატეგიული მოკავშირე“ აშშ პოლიტპატიმარს უწოდებენ.  უფრო მეტიც _ პოლიტპატიმრის დღის წესრიგით გვაცხოვრებს საქართველოში ერსა და ბერს ქართველთა სისხლსა და ცრემლში „მოვასვასე“  კურდღელი – ციხის ნაცვლად  „ვივამედის“ ოროთახიან  აპარტამენტში მოთავსებული  ავადმყოფი სააკაშვილი.

დიახ, ავადმყოფი!  სააკაშვილი მართლა ავად არის  და მის დაავადებას „ციხეში არ მინდა“ ჰქვია, მაგრამ  მას  მისი მისამართით  მრავალგზის გამოყენებული  „ექს“ და „ერთ დროს“ აცოფებს.  რაც შეეხება ზემოთ დაპირებულ „გაშიფრვას“, ვგულისხმობ  ჩვენს  ე.წ. ოპოზიციას  რომელიც, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ უკრაინაში აშშ-სა და  რუსეთს შორის მიმდინარე ომი  მსოფლიო ლიბერასტების ომიც არის მართლმადიდებლობასთან, მაგრამ იქვე კოლექტიურ დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღნიშვნაც არ ავიწყდებათ, ქოც-ნაცების ოპოზიცია-ხელისუფლებას, ე.წ. ხალხის ძალასა  თუ კონსერვატორებს.

 ამასობაში მსოფლიო გეოპოლიტიკაში ვითარება სულ უფრო იძაბება. აშშ-სა და რუსეთს შორის ომის ცხელ ფაზაში გადასვლის ალბათობა დღითიდღე   რეალური ხდება. რუსეთი კვლავ მარტოდმარტო უპირისპირდება კოლექტიურ დასავლეთს.  რუსეთს უკან დასახევი გზა არ აქვს.

ასე  რომ არის, ამას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის, ახლახან გაკეთებული განცხადებაც მოწმობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს მოლაპარაკებების დაწყებას, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: „ამ შემთხვევაში მოლაპარაკება არ იქნება. იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები _ მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება!“

ამასთანავე,  მან დასძინა,  რომ  „საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მოსკოვი მზადაა, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს დოქტრინის დოკუმენტების  შესაბამისად, მათ შორის ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით. და პასუხი იქნება მკაცრი და დამაჯერებელი“.

დავით მხეიძე                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here