Home ახალი ამბები მსოფლიო Contra Magazine: გერმანელები აღარ მიიჩნევენ, რომ აშშ რუსეთზე უპირატესია

Contra Magazine: გერმანელები აღარ მიიჩნევენ, რომ აშშ რუსეთზე უპირატესია

აქცია გერმანიაში

ისტორიაში პირველად ხდება, რომ ასე ცოტა გერმანელი ენდობა შტატებს, _ წერს Contra Magazin –ი. Deutschlandtrend–ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში მცხოვრებთა მხოლოდ 21 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ნდობის ღირსი პარტნიორია. ზუსტად ასეთივე დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ (21 პროცენტი), რაც, აპრილთან შედარებით, ერთი პროცენტითაა გაზრდილი, _ აღნიშნავს გამოცემა.

გერმანულენოვანი გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მცხოვრებთა მხოლოდ 5 პროცენტია კმაყოფილი აშშ-ის პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის საქმიანობით. ამასთანავე, ის მკითხველების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გერმანელების უმეტესობა საფრანგეთს ენდობა. ასეთებმა 94 პროცენტს მიაღწიეს. ყველაზე არასაიმედო პარტნიორად თურქეთი დაასახელეს (მხოლოდ 3-პროცენტიანი ნდობით).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here