Home ახალი ამბები საქართველო ბრიტანეთის მთავრობა – ჯეიმს კლევერლი საქართველოში ვიზიტისას ახალი ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადებს

ბრიტანეთის მთავრობა – ჯეიმს კლევერლი საქართველოში ვიზიტისას ახალი ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადებს

50

მოლდოვასა და საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტი მათ კარზე არსებული საფრთხის წინააღმდეგ ახალი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს ახალ ფინანსურ დახმარებას, რომ გაზარდოს რეგიონული მდგრადობა რუსეთის მავნებლური ჩარევის წინააღმდეგ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი საქართველოში წარადგენს ახალ დაფინანსებას მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას მოლდოვისა და საქართველოს ხალხის გვერდით და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზაზე.

„ცოტა ქვეყანას ესმის უკეთესად რუსეთის მავნე მოქმედების ფარული ტაქტიკა, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს. გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ მათი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი მათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ ვიზიტის დაწყებამდე.

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ორივე ქვეყანა დაუცველია, რადგან ისინი განიცდიან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკის, აგრესიის და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობებს, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრი დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ურყევ ერთგულებას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჯეიმს კლევერლი ნახავს, როგორ ეხმარება გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობა რუსეთის დივერსიული ჩარევის წინააღმდეგ მოქმედებას, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას. საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ასევე გამოყოფს 500 000 ფუნტს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 16-17 მარტს ეწვევა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here