Home სხვადასხვა Facebook ფრაზები ხათუნა პაიჭაძე: ახლა გამოდით და მითხარით რომელიმემ, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს...

ხათუნა პაიჭაძე: ახლა გამოდით და მითხარით რომელიმემ, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ ?!

6847

სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ხათუნა პაიჭაძე, საკუთარი ცხოვრების შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას ნარკომანიას ეხება.

“25 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი, გვიყვარდა ერთმანეთი კარგ და ლამაზ ოჯახზე ვოცნებობდი, როგორც ყველა ქალი.

ის დღეც დადგა, როცა გავიგე , რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ნარკოდამოკიდებული იყო, ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება იმ დღიდან სამუდამოდ შეიცვალა.

ბევრი ვიომე, ჩხუბი, სკანდალი და უბედურება იყო წლების განმავლობში ჩემი ოჯახის ყოველდღიურობ. ჩემი შვილი, რომელიც თავიდან ვერ იგებდა რატომ ყავდა ასეთი “ავი“ დედა, თანდათან ჩაიკეტა. ბოლოს გავარკვიე, რომ ვიღაცამ უთხრა, რომ მამაისი ნარკომანი.

ჩემს დარდებზე და ფიქრებზე, უძილო ღამეებზე , ტკივილზე, რომელიც სულ თან გაქვს და ვერც ამხელ, ღირს კი საუბარი?ალბათ არც ჩემი შვილის განცდებზე, რომელმაც მხოლოდ ერთხელ, მაგრამ იმის იქეთ რომ ტკივილი არ არსებობს, ისეთი განცდით მითხრა, ხომ შეიძლებოდა მასაც ყოლოდა მისი მეგობრებივით კარგი მამა.

ჩემი 15 წელი გაილია ასე წარმატებული ქალის იმიჯით, გულში ქარცეცხლით, ბოლოს გაწყდა, დაინგრა ყველაფერი.. ვერ გავუძელი.. არადა არ იყო ურიგო ბიჭი.. არც შეგნებით, არც განათლებით..უბრალოდ იმ დაკარგული თაობის წევრი აღმოჩნდა,ზოგი რომ მკვდარია და ზოგიც ცოცხალ-მკვდარი…

ახლა გამოდით რომელიმემ და მითხარით რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ.

გინდათ თქვენი ქმარი, შვილი, ძმა , და ასეთი ბედით? არ გინდათ ვიცი. ნუ გგონიათ, რომ ეს თქვენს ოჯახში არ მოხდება, ჩემს თაობას დაკარგული თაობა დავარქვი. კიდევ ერთი თაობის დაკარგვას ვერ გადავიტანთ, გადავშენდებით”, – წერს ხათუნა პაიჭაძე.

თეთრი ხმაურის მოძრაობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას ლოზუნგით „ყველა ერთისთვის“  პარლამენტის შენობის წინ მართავს.

აქციები დედაქალაქის პარალელურად რეგიონებში  თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმშიც იმართება.

აქციის ორგანიზატორები მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პატიმრობიდან გათავისუფლებს და ნარკოპოლიტიკის შეცვლს მოთხოვენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here