Home ახალი ამბები საქართველო აშშ-ში ზელენსკის სასწრაფო ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების აუცილებლობაში პრეზიდენტ ბაიდენის...

აშშ-ში ზელენსკის სასწრაფო ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების აუცილებლობაში პრეზიდენტ ბაიდენის დარწმუნებაა

479

მრავალწახნაგა  თაღლითობა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა აგვისტოს ომის პერიოდში  (2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით) ჩადენილი დანაშაულების შესწავლა ადამიანურობისა  და  ომის დანაშაულების  კონტექსტში.  საქმის პროკურორმა  კარიმ ხანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გამოძიების ფაზის დასრულების შესახებ  ჰააგის სასამართლოს ოცწლიან ისტორიაში  პირველად  იიღე.

„დღეს  შემიძლია დავადასტურო,  რომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა,  ჩემი ოფისი აღარ განაგრძობს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან სხვა ქმედებების გამო. შესაბამისად,  ვინაიდან გარემოებები არსებითად  არ შეცვლილა, საქართველოს ვითარების გამოძიების ეტაპი დასრულდა.  აღნიშნული გადაწყვეტილების  შესახებ  მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას”,  –  ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

კარიმ  ხანმა აღნიშნა,რომ გამოძიებისას მისმა ოფისმა შეისწავლა ყველა  მტკიცებულება, რომლებიც კონფლიქტის მხარეებმა წარადგინეს, სავარაუდოდ, ჩადენილ დანაშაულებზე. ჰააგის სასამართლოს არც ერთი ქართველი რიგითი სამხედრო თუ მაღალჩინოსანი არ დაუდანაშაულებია ადამიანურობისა და ომის დანაშაულების თვალსაზრისით.

მანამდე,  2022 წლის ზაფხულში,  ჰააგის სასამართლომ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი თანამდებობის პირის დაკავების ორდერი გასცა, რადგან გამოიკვეთა მათი ბრალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულების კონტექსტში.  საუბარია მიხეილ მინძაევზე (2005-2008 წლებში  სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი), ჰამლეტ გუჩმაზოვზე (2008 წელს  სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი), დავით სანაკოევზე (2008 წელს  სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში.  ამჟამად დეპუტატია, იყო ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი).  ეს არის ყველაფერი ის, რაც ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილების სახით გამოიტანა.

რა  შეფასებები მოჰყვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში?  შეფასებები უაღრესად საინტერესოა  არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ  ფსიქოლოგიური და,  ასე განსაჯეთ, ფსიქიატრიული თვალსაზრისითაც კი.

რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი: „ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით  ნათლად დადასტურდა ის, რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს… ჰააგამ თქვა ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ომში სიმართლე იყო ქართველი ხალხისა და ქართველი გმირების მხარეზე. ჩვენს გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ 2008 წლის ომში, არ დაუშვიათ  არც ერთი შეცდომა და ზედმიწევნით დაიცვეს სამართლის ყველა ის ნორმა, რომლებიც ომის პერიოდში მოქმედებს“.

ნიკა მელია ,ნაციონალური მოძრაობისლიდერ: „ჰააგის სასამართლომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ  სააკაშვილს აბრალებდნენ. უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ,  უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა…   ქართველის მიერ ჩადენილი დანაშაული არ  დადასტურდა!”

სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ,  ძირითდად,  ეს მიდგომები გვაქვს. როგორც ვხედავთ, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებაც კმაყოფილია და ოპოზიციაც.  ჩნდება შეკითხვა:  როგორ მოხდა, რომ ერთი და იმავე დოკუმენტით ორი  სამკვდროსასიცოცხლოდ დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკი  ერთნაირად კმაყოფილია? პასუხი მარტივია: დოკუმენტის წაკითხვაა განსხვავებული. ერთი მხარე ერთ (მისთვის საინტერესო) ინტერპრეტაციას გვთავაზობს, მეორე მხარემეორეს: ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დოკუმენტით საქართველო გამართლებულია;  ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ საქართველოს გამართლება იმდროინდელი ხელისუფლების გამართლებას ნიშნავს. ეს მსჯელობა ერთი შეხედვით თითქოს ლოგიკურია, მაგრამ ასეთი ლოგიკა აგვისტოს ომის არსს კი არა, მის ერთ კონკრეტულ მხარეს ეხება, კერძოდ, იმას,  რომელი მხარის მიერ წარდგენილი ფაქტები  მიიჩნიეს ადამიანის უფლებათა დარღვევად. ზემოთ ხომ წარმოგიდგინეთ ჰააგის პროკურორის  ნათქვამი: “გამოძიების პროცესში ოფისმა შეისწავლა ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც კონფლიქტის მხარეებმა წარუდგინეს, სავარაუდოდ,  ჩადენილ დანაშაულებზე  “.

სასამართლოს არც განუხილავს, ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.  სასამართლომ მხოლოდ ის დეტალები შეისწავლა, რომლებიც ყველა მხრიდან  წარადგინეს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.  გაირკვა,  რომ საქართველომ უფრო სწორად შერჩეული ფაქტები და დოკუმენტები წარადგინა,  ვიდრე ცხინვალის ან მოსკოვის მხარემ. ესაა საკითხის მთელი ფილოსოფია. ომის დაწყების საკითხი გაცილებით ადრე შეისწავლა ევროპულმა კომისიამ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც გააკეთა ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ცხინვალში საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველომ. ევროპული კომისიის ეს დასკვნა საერთოდ რომ არ გაკეთებულიყო, ყველაზე კარგად ხომ ქართველმა ხალხმა იცის, როგორ გააჩაღა ომი მიხეილ  სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, როდესაც, როგორც მისი გენერლები ამბობდნენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეკონსტიტუციური წესრიგის აღდგენადაიწყეს.  „იუთუბზე“ დღესაც თავისუფლად იძებნება ვიდეომასალა, რომელშიც სააკაშვილი ამბობს: მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში, რომ კონტროლქვეშ აგვეყვანა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.

მართლა არ მესმის, სხვა რა არის აღიარება ან სხვა რა არის ომის დაწყება. საქართველოს პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების  მთავარსარდალი თავისი  პირით  ამბობს: “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში“. ქართველი ხალხი თუ არც საკუთარ თვალებს ენდობა, არც საკუთარ ყურებს და აღარც საკუთარ მეხსიერებას, ვისაც უნდა, იმას ენდოს, მაგრამ რას მივიღებთ აქედან – ჭეშმარიტებას? არა მგონია!

ახლა დავანებოთ თავი ყველაფერს, რაც აქამდე ვთქვით,  და საკითხს სულ სხვა კუთხიდან  შევხედოთ: იმ ვითარებაში, რა ვითარებაც დასავლეთსა და რუსეთს შორის არის შექმნილი,  საქართველო მთლიანად კანიბალებით დასახლებული ქვეყანაც რომ იყოს, როგორ ფიქრობთ, ჰააგის სასამართლო საქართველოს გაამტყუნებდა და რუსეთს გაამართლებდა? რომელ ჰააგის სასამართლოზეა საუბარი, იმ სასამართლოზე, რომელიც დასავლეთის პოლიტიკური ინსტრუმენტია? იმ სასამართლოზე, რომლის საპყრობილეშიც იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს წამებით ამოჰხადეს სული? როგორ შეიძლება დღეს ადამიანმა იფიქროს, რომ ჰააგის (დასავლური) სასამართლო რუსეთისთვის ან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რეჟიმისთვის განაჩენის გამოტანისას ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება? ეს ხომ ისეთი სასაცილოა, რომ სასაცილო აღარც არის.

ჰოდა, ჰააგის სასამართლოს ამ სასაცილო განაჩენის შემდეგ, რომელიც სასაცილო აღარც არის, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ქართული მხარე გამართლდა და ეს კარგია. სხვა რა უნდა თქვას?! ხომ არ იტყვის, ქართული მხარის გამარჯვება ცუდიაო. ქართული ოპოზიცია კი სპეკულაციას ეწევა და ამ ამბავს ისე ასაღებს თითქოს პრეზიდენტ სააკაშვილს 2008 წლის პროვოკაციული ნაბიჯით საქართველოს ტერიტორიული რღვევის წინაპირობა არ შეექმნას. ოპოზიცია ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნამოქმედარის გასათეთრებლად იყენებს და ცდილობს,  ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, აქაოდა, ჰააგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანაო, რაც მტკნარი სიცრუეა, თუმცა… მხოლოდ სიცრუე კი არ არის, დიდი ვერაგობაცაა. ეს სააკაშვილის ციხიდან (უფრო სწორად, სამედიცინო დაწესებულების აპარტამენტებიდან) დახსნის მცდელობაა. დააკვირდით, როგორ დაემთხვა დროში ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თავხედური და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი ეს განცხადება: „მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას – აუცილებელია წყალობის გამოვლენა, განსაკუთრებით შობის წინ. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა, ეს საქართველოს არ შეშვენის. ეს უნდა შეჩერდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას”.

ჰააგის სასამართლოს მიერ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სააკაშვილს  ცხინვალში განხორციელებული პროვოკაციის გამო პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს და ფაშისტ ზელენსკის მიერ გაკეთებული ეს განცხადება შემთხვევით არ დაემთხვა ერთმანეთს.საქმე გვაქვს თაღლითობასთან, რომელსაც მრავალი წახნაგი გააჩნია.

დასავლეთი ახლა უფრო ინტენსიურად და ფორსირებულად (მრავალი მიმართულებით) გააჩაღებს სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას, რადგან ჰაერივით სჭირდება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლებაში იმ პოლიტიკური ძალის მოყვანა, რომელიც რუსეთს, უკრაინის პარალელურად, მეორე ფრონტს გაუხსნის. ამ საქმისთვის  სააკაშვილსა და მის ფაშისტურ ბანდაზე უკეთესი კანდიდატურა ვერ მოიძებნება, რადგან  მსგავსი სიბინძურე ბუნებაში არ არსებობს.

როგორც ვიცით, ხსენებული განცხადების  შემდეგ ზელენსკი აშშ-ს ეწვია. დარწმუნებული ვარ,  მისი ამ სასწრაფო ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების აუცილებლობაში პრეზიდენტ ბაიდენის დარწმუნებაა.  ამას, მართალია, ირიბად,  მაგრამ მაინც ადასტურებს აშშ-ში რუსეთის ელჩ ანატოლი  ანტონოვის განცხადებაც: “ზელენსკის ვიზიტმა აშშ-ში უკვე გვიჩვენა, რომ არც უკრაინა და არც აშშ-ის ადმინისტრაცია მშვიდობისთვის მზად არ არიან”.

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here