Home ახალი ამბები საქართველო არჩილ თალაკვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც...

არჩილ თალაკვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც საზოგადოება შემდეგ არჩევნებში აირჩევს

68

საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდეს.

„ერთი რამ ცხადია – არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ, საპარლამენტო შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერს მხარს. თუ რომელი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი, ვფიქრობ, ნათელია. საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“ – ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობასაც თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დაიწყებს, სანამ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here