Home ახალი ამბები საქართველო “არა ომს! არა პროფაშისტურ რევანშს! არა აგრესიულ ნეოლიბერალიზმსა და  გლობალიზმს!”

“არა ომს! არა პროფაშისტურ რევანშს! არა აგრესიულ ნეოლიბერალიზმსა და  გლობალიზმს!”

413

დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესასწაული ორდღიანი ღონისძიებებით აღინიშნა –  8 მაისს სასტუმროიბისისსაკონფერენციო დარბაზში სოციალისტური მოძრაობის კოორდინატორ თემურ ფიფიას ორგანიზებით ანტიფაშისტური ფორუმი გაიმართა.

კონფერენციას რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისასალმებელი სიტყვით წარდგა კონფერენციის ორგანიზატორი თემურ ფიფია: “ჩვენი ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ გვიპირებენ ომში ჩართვას, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაზე ზემოქმედებენ, საქართველოს მტრებს _ ნეოლიბერალებს, სურთ ჩაგვრთონ იმ ბანაკში, რომელიც დაგვღუპავს.

ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი წარსულით, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში. მას შემდეგაც ბევრი რამ გადავიტანეთ, ვიცით, რაც არის ომი; არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ აქ ომის გაჩაღდეს.

ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანია, ერთობლივი განცხადების შედგენა და მიღება. ჩვენ ფაშიზმის წინააღმდეგ, ლიბერალების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. ეს გამოცდილება უკვე გვაქვს, საბჭოთა კავშირის ხალხებთან ერთად ქართველებმა ფაშიზმი დიდი ხნის წინათ დავამარცხეთ და უნდა დავამარცხოთ დღესაც”.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, ევგენი პრომაკოვის სახელობის ცენტრის ხემლძღვანელი: “შეურაცხყოფილი ვარ იმით, რაც 9 მაისს საქართველოში ხდება. ნეოლიბერალებს სურთ, წაშალონ ისტორია, ხელახლა გადაწერონ; სურთ, დააკნინონ სტალინის როლი…

2008 წელს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები 50 ათას დოლარს უხდიდნენ მას, ვინც გორში სტალინის ძეგლს ააფეთქებდა. სტალინის ძეგლი გორის ცენტრში მის სიცოცხლეშივე დაიდგა. ძეგლის უკან კი იდგა და დგას მუნიციპალიტეტის შენობა, რომელიც რაიხსტაგის ასლია, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველომ, ქართველებმა და დიდმა ქართველმა იოსებ სტალინმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამშობლის დაცვაში.

საქართველოში პლებისციტის ნორმის აღდგენამდე, ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ გამოკითხვა გორში, უნდა ვკითხოთ გორელებს _ სურთ თუ არა, რომ სტალინის ძეგლი დაუბრუნდეს თავის კუთვნილ ადგილს და პირვანდელი სახე დაუბრუნდეს გორის ცენტრს”.

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: “საქართველოში არსებულ პრობლემებს გვერდს ვერ ავუვლით. როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების მხარდაჭერაზე, აუცილებელია, ამ მხარდაჭერის ლიმიტიც დავაწესოთ… ომში რომ არ ვერთვებით რუსეთის წინააღმდეგ, კარგია, მაგრამ უნდა ეყოს ხელისუფლებას იმის თქმის ვაჟკაცობა, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, ჩვენი საიმედო პარტნიორია…

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ერის სულში ჩაფურთხების ტოლფასია ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის ნაგავსაყრელად გადაქცევა. რამდენი წელიწადი გავიდა, რაც სარემონტო სამუშაოები დაიწყო და დღემდე არაფერი გაკეთებულა, გადათხრილია იქაურობასასწრაფოდ უნდა აღდგეს პირვანდელი სახით უცნობი ჯარისკაცის საფლავი”.

მიხეილ ჟღენტიორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი: “90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს გაცილებით მარტივია რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია, საუბარი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ვერ ილაპარაკებ, რადგან ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები მოწამლულნი არიან. 2 თაობა დაგვაკარგვინეს ლიბერალებმა”.

ტარიელ გაგნიძე: “არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელი: “ხშირად ისმის ფრაზა _ “9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე”, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ 9 მაისი არის დიდ სამამულო ომში ჩვენი გამარჯვების დღე. დიდ სამამულო ომში ჩვენ ფაშიზმის წინააღმდეგ კი არა, სამშობლოს დასაცავად, ჩვენი მომავლის გადასარჩენად ვიბრძოდით.

დღევანდელი ფაშიზმი, რომელზეც ვსაუბრობთ, წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისი ტერორიზმის მექანიზმს…”

ანტიფაშისტური კონფერენცია რამდენიმე საათს გაგრძელდა, იყო დებატები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და საბოლოოდ დაიწერა განცხადება, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

ანტიფაშისტური, ანტილიბერალური კონფერენციის მონაწილეთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მსოფლიო შევიდა განვითარების მეტად საშიშ, დრამატულ ფაზაში. უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ადგილი აქვს მასშტაბურ საომარ მოქმედებებს.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, სამი ათეული წელია, დაძაბული ურთიერთობები არსებობს. სააკაშვილის უკიდურესად კოსმოპოლიტურმა, რადიკალურმა ლიბერალურმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს ურთიერთობები, რომელთა შედეგად მივიღეთ საომარი კონფლიქტი ჩრდილოელ მეზობელთან 2008 წელს, რამაც კიდევ უფრო დაგვაშორა ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივას. რეჟიმის პროვოკაციის შედეგად დაიღუპა ასეულობით ადამიანი, ცეცხლში გაეხვა ასობით დასახლებული პუნქტი, საკუთარ სახლს გამოექცა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე.

უკრაინაში რუსეთის სპეციალური ოპერაციის დაწყების მომენტიდან საქართველოს მთავრობა კოლოსალურ წნეხს განიცდის ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან. აშშ-ის საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუფარავი საინფორმაციო ომი გამოუცხადეს ქართველ ხალხს. მათი მოქმედება შორს სცდება დიპლომატიური ურთიერთობების ჩარჩოებს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირსა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე.

კიევის დღვანდელი ხელისუფლება არც მალავს თავის მიზანს, საქართველომ განახორციელოს საომარი მოქმედებები სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით, რომელსაც კვლავ მოჰყვება რუსეთთან საქართველოს სამხედრო დაპირისპირება. კიევის ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს თავხედურ ზეწოლას თბილისზე და ვითარების დესტაბილიზაციისაკენ დაჟინებით მოუწოდებს ომს მოწყურებულ ქართულ ოპოზიციას.

იმავდროულად დასავლეთიც ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს შიდა რადიკალურ ძალებს როგორც ფინანსურად, ისე მორალურ-პოლიტიკურადაც. მათი მხრიდან მუქარაც კი გაისმის მოქმედი მმართველი ძალის, როგორც არალეგიტიმური, მოსახლეობისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალის მისამართით, რომლის მმართველობიდან ჩამოგდებაც, დასავლეთის აზრით (და დიდი სურვილით), „უცილობლად მოხდება“.

კონფერენციის მონაწილეები აღვნიშნავთ, რომ ე.წ. კოაბიტაციის პროცესმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოების საქმეს. გარედან თავს მოხვეული და „ოცნების“ მიერ ასე გულმოდგინედ აღსრულებული „კოაბიტაციის“ შედეგად ანტისახელმწიფოებრივი პლატფორმა თვით მმართველ პარტიასა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, შეფარულად შენარჩუნებულია და გაყურსული უცდის ხელსაყრელ მომენტს.

ამა წლის 8-10 მარტის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პროფაშისტული რევანში რეალურია და მას საქართველოს მტრები გამალებით ამზადებენ.

დღეს შექმნილი უმძიმესი საერთაშორისო პირობების გათვალისწინებით ხელისუფლების არადემოკრატიული, ძალისმიერი შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ქაოსში გაეხვევა, ხოლო ომის ცეცხლი უკრაინის ტერიტორიიდან გადმოვა სამხრეთ კავკასიაშიც.

ჩვენ, 8 მაისის ანტილიბერალური, ანტიფაშისტური კონფერენციის მონაწილენი, მხარს ვუჭერთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, არ დაუშვას „მეორე ფრონტი“ და შეინარჩუნოს სტაბილურობა რეგიონში.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგას გაბედული ნაბიჯები რუსეთთან მეგობრული, ახლო პერსპექტივაში კი _ სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის მიზნით. რუსეთთან სტრატეგიული კავშირი იქნება სწორედ გარანტია, საქართველო გავათავისუფლოთ ვაშინგტონის კლანჭებისაგან, აგრეთვე, გარანტია, არ განმეორდეს „ფერადი“ გადატრიალებები.

მთავრობას ასევე მოვუწოდებთ, გამოავლინოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ძალები არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ სახელისუფლო, ბიუროკრატიულ სტრუქტურებში, ვითომლოიალურ მასმედიასა და ე. წ. არასამთავრობო სექტორში.

კონფერენციის მონაწილეები გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პროფაშისტური რევანშის ნეიტრალიზაციისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

არა ომს! არა პროფაშისტურ რევანშს! არა აგრესიულ ნეოლიბერალიზმსა და  გლობალიზმს!  

გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!

თბილისი, 8 მაისი, 2023 წელი

ანტიფაშისტურ კონფერენციაზე უკრაინელ ხალხსაც მიმართეს. მიმართვის ტექსტს რუსულ ენაზე უცვლელად გთვაზობთ:

Обращение к украинскому народу

«9 мая» – великая дата для всех народов бывшего СССР!

Украинский народ внес огромный вклад в победу над фашизмом.Боевыми наградами были отмечены 2,5 млн воинов Украины, свыше 2 тысяч из них удостоены звания Героя Советского Союза. Маршалы и генералы украинского происхождения возглавляли больше половины из 15 фронтов. В сражениях против фашизма погибло 1,3 млн украинцев. Столько же военнопленных и 3,9 млн мирных жителей Украины были уничтожены германскими оккупантами.  Фашисты огнем и мечом прошлись по Украине, безжалостно уничтожив десятки городов и тысячи сел, фабрик и заводов. По плану фашистской Германии украинскому народу, как и русскому и белорусскому, предстояло полное искоренение! 

Эта была война на уничтожение, в которой народ Украины, вместе с русским и другими советскими народами, одержал судьбоносную победу, спасшую от коричневой чумы весь мир! Поэтому «9 мая» является священным днем для всех нас и всего Украинского народа. Обращаясь к Вам в этот священный день, мы, представители грузинской общественности и участники митинга 9 мая в столице Грузии, выражаем уверенность, что Вы понимаете всю трагедию нынешнего состояния Вашей прекрасной страны, которая вновь стала оккупированной ставленниками заокеанских чужеземцев, желающих уничтожить всю русскую цивилизацию. Совершив кровавый переворот и поставив у руля страны идейных наследников Гитлера, отъявленных врагов украинской и русской нации, Вашу страну, точно также как и Грузию ровно 20 лет назад, американцы превратили в антироссийский таран и рассадник ультраправых сил по нашему общему пространству. Именно нынешняя киевская власть поддерживает самых реакционных, бандитских по сути политических сил Грузии,  9 лет  терроризирующих все грузинское население. И нынешняя киевская власть имеет наглость грубейшим образом вмешиваться во внутренние дела Грузии и указывать правительству и населению с кем воевать, а с кем заключать мир! Хунта, узурпирующая власть в Киеве, сделала все для того, чтобы развязать братоубийственное гражданское противостояние с Донбассом, теперь и от нашего правительства настойчиво требует пойти войной против абхазов и осетин, желая и у нас пролить кровь.

Грузия вовремя избавилась от авантюристов и убийц, бросивших бомбы на спящий Цхинвали и вызвавших новую волну ненависти и вражды, тем самым поставивших нашу маленькую, но с тысячелетней историей страну и народ перед лицом неминуемой катастрофы в злопамятном 2008-м году.

Выражаем уверенность, что у Вас, у братского украинского народа, хватит силы воли освободиться от ненавистной киевской хунты, продавшей и предавшей интересы страны Вашингтону и играющей судьбой десятков миллионов соотечественников!

Направьте свой гнев против бандеровской киевской власти! Верьте, народы бывшего СССР вновь помогут Вам в борьбе за освобождение от фашизма, чтобы вновь вместе прийти к свободе, единению и победе точно также, как тогда, в мае 1945-го года!

Участники антифашистской конференции 8 мая 2023 года.

 Тбилиси, Грузия                                                                     

მეორე დღეს, 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესასწაულზე სოციალისტური მოძრაობის კოორდინატორი თემურ ფიფია და მისი თანამოაზრეები, ვეტერანები, დიდი სამამულო ომის თანამედროვეები მთელი საქართველოდან საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ პროფილე ჩანჩიბაძის ბიუსტთან შეიკრიბნენ და იქიდან კიკვიძის სახელობის ბაღში გადაინაცვლეს, რათა გვირგვინებით შეემკოთ და პატივი მიეგოთ საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას, ხსოვნისთვის.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here