Home ახალი ამბები საქართველო ამიერიდან ამბორს არ ვყოფთ თურქეთისა და სომხეთის მიწას!

ამიერიდან ამბორს არ ვყოფთ თურქეთისა და სომხეთის მიწას!

ეშმაკის ტახტს გავათრევთ საქართველოდან!

779

ამ სტატიას მოსკოვში ვწერ, სადაც ჩემს მეგობრებსა და კოლეგებთან ერთად ვიმყოფები. ეს არის მოძრაობსოლიდარობა მშვიდობისთვისდელეგაცია, რომელსაც მასპინძლობს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ საქმეთა კომიტეტი. 14 მაისს გაიმართა დელეგაციის შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე აზბეკ ტაისაევთან. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი, სახელმწიფო დუმის წევრი, აკადემიკოსი მიხეილ ბერულავა და სხვა დეპუტატები. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი მოძრაობასოლიდარობა მშვიდობისთვისთავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი, გორჩაკოვის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, დელეგაციის წევრები: თემურ ფიფია, თემურ მაისურაძე, მიხეილ ჟღენტი და თქვენი მონამორჩილი ვალერი კვარაცხელია. დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს ვთხოვეთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გადაეცა ჩვენი მადლობა იმის გამო, რომ მან დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საქართველოსთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.

მოგეხსენებათ, რომ 15 მაისიდან სავიზო რეჟიმი გაუქმებულია, ამ დღეებში კი პირდაპირი  ფრენები განახლდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის  გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ შვებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის ვიზის მისაღებად რიგში იდგნენ, არამედ ეს არის ორი მეზობელი სახელმწიფოს  ურთიერთობაში სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. ორივე ხალხი იწყებს გაცნობიერებას იმ მწარე რეალობისა, რომ გაუგებრობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დაიწყო, დასავლეთის მიერ ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ახლა კი დგება ამ სამწუხარო ფაქტის გააზრებისა და ურთიერთობებში არსებული სერიოზული გაუგებრობების აღმოფხვრის დრო. აქამდე ქართველებს რუსებთან პირდაპირი დიალოგის საშუალება არ გვეძლეოდა, რაც პრობლემებს აღრმავებდა. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მოძრაობამ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ეს მოჯადოებული წრე გაარღვია, შესაძლებელი შეიქნა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება,  ეს ოცდასამი წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა და მილიონობით ჩვენს თანამემამულეს ცხოვრებას ურთულებდა.  აი, რა უზარმაზარი ძალა აქვს დიალოგს, მოლაპარაკებებს, საერთო ენის გამონახვას, ერთმანეთის ინტერესების გაგებას.

საქართველოში დასავლეთის „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლები გაჰყვირიან, რომ ამის საპასუხოდ ქართულმა მხარემ უნდა შემოიღოს სავიზო რეჟიმი, რომ ისინი არ დაუშვებენ პირდაპირი ავიარეისების აღდგენას, რომ ფიზიკურად წინ აღუდგებიან რუსეთიდან ჩამოსულ თვითმფრინავებს და ა. შ. განა ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დაკარგეს აზროვნების უნარი?! ისინი არ ეწინააღმდეგებიან თვითმფრინავებს, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში „მესამე ქვეყნებიდან” (ბელარუსი, სომხეთი, თურქეთი და სხვა) მოფრინავენ, მაგრამ ქვების სროლით უნდა დახვდნენ თვითმფრინავებს, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ჩამოფრინდებიან. დააკვირდით უგუნურებისა და მავნებლობის რა მასშტაბთან გვაქვს საქმე. რა მიზანს ემსახურება მათი ეს პოზიცია? მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მგზავრები გააწვალონ და მომსახურება გააძვირონ. ამით სხვა არაფერი იცვლება. ვისაც აუცილებელი საქმე აქვს, მაინც დაფრინავს, ოღონდ  შემოვლითი გზით, ზედმეტი დროისა და ზედმეტი სახსრების ხარჯვით. აქვთ გონება და სინდისი იმ არამზადებს, იმ მავნებლებს, რომლებიც პირდაპირი ავიარეისების წინააღმდეგ გამოდიან? ფიზიკურ წინააღმდეგობას გავწევთო, რომ ამბობენ, ეს როგორ გავიგოთ, ამას ხომ ტერორი ჰქვია? სხვა რა უნდა დავარქვათ თვითმფრინავის დაშვებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას, თუ არა ტერორი?!  უბედურება  არის ის, რომ აშსის ელჩი კელი დეგნანი ამ მავნებლებისა და ტერორისტების გვერდით დგასუბედურება არის ის, რომ კოლექტიურ დასავლეთს საქართველოსთვის სხვა არაფრის გაკეთება შეუძლია, გარდა იმისა, რომ უგუნურებისა და ტერორისკენ გვიბიძგოს. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები თუ აღდგება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას არ მოგცემთო. ეს რა ულტიმატუმია? რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავს ისე არ შემოვუშვებთ, თუ მისი ბორბლები გზად სომხეთის ან თურქეთის მიწას არ ეამბორაო? მთლიანად დაკარგეს გონება და სინდისი, ანუ ის ორი სუბსტანციური ფენომენი, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს. ამას წერტილი უნდა დაესვას, დასავლეთის წინაშე მონურად ქედის დადრეკის ეპოქა უნდა დასრულდეს.

ჩვენი დელეგაცია ჯერ კიდევ მოსკოვში რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის მოლოდინში.

ქართველები აღარ ვივლით დასავლეთის ბინძური ძალების კარნახით. ამიერიდან ჩვენ თვითონ გავიკვლევთ გზას რუსეთშიც და სხვა სახელმწიფოებშიც. სხვათა შორის, ევროპაშიც და ამერიკაშიც ვიპოვით მოკავშირეებს; არა თაღლითებს, რომლებიც მხოლოდ ფულს არიან დახარბებულნი და “ატკატების” ურთიერთობაზე არიან გადასული, არა გარყვნილებს, რომლებმაც ტვინი წაიღეს ლგბტ პროპაგანდით, არამედ წესიერ მოკავშირეებს, რომლებიც თვითონ არიან შეწუხებული ათასი ჯურის გადაგვარებული მაფიის თარეშით.

ამიერიდან სხვა გზას უნდა დავადგეთნაცად გზას, ქრისტიანულ გზას, მამაპაპათა მიერ გაკვალულ გზას, სადაც დედა დედაა, მამა მამა, ღმერთი ღმერთია და ადამიანი ადამიანი. იმ გზას, რომელზე ეშმაკს ჯერ კიდევ არ დაუდგამს ტახტი. იმ ტახტს კი, რომელიც უკვე დადგა ჩვენში ეშმაკმა, გავათრევთ საქართველოდან.

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

მოსკოვი, 15 მაისი 2023 წელი                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here