საინფორმაციო პორტალმა TMZ -მ გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალ ტრამპის თანაშემწის ფოტოსურათი, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ქვეყნის პირველ პირს და თან დაატარებს „ბირთვულ ჩემოდანს“ – მოწყობილობას, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამერიკის ბირთვული არსენალის ამოქმედება.
ფოტოზე აღბეჭდილია სამხედრო აკადემიის, ვესტ პოინტის კურსდამთავრებული რიკარდო ტერნერი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამხედრო თანაშემწედ მუშაობს. მას ფოტოსურათი გადაუღეს მაშინ, როცა პრეზიდენტის გუნდთან ერთად ფლორიდაში, პრეზიდენტის მამულში – მარ-ა-ლაგოში იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბეს ვიზიტისას იმყოფებოდა.