მამა გიორგი მამალაძე მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან უკვე გადაწყვანილია ე.წ. მატროსოვის ციხეში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე ექიმები მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებენ.