Home რუბრიკები პოლიტიკა სალვადორის ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს

სალვადორის ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს

492

სალვადორის ექსპრეზიდენტი და მისი მთავრობის 6 ყოფილი წევრი დააპატიმრეს. ელიას ანტონიო საკასა და მის თანაგუნდელებს ბრალად ედებათ ფულის გათეთრება და მილიონობით დოლარის მითვისება.  წარსულში ცნობილი ჟურნალისტი, ამჟამად 51 წლის საკა პრეზიდენტის პოსტს 2004-2009 წლებში იკავებდა.

სალვადორში ეს ყოფილი პრეზიდენტების გასამართლების პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური ბრალდება იანვარში ექსპრეზიდენტ მარისიო ფუნესსაც წაუყენეს, კორუფციაში ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ფრანცისო ფლორესი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here