Home რუბრიკები საზოგადოება ჯაბა კილაძე: იმის ლოდინი, რომ რუსეთი განადგურდება და იბერია გაბრწყინდება, აბსურდია

ჯაბა კილაძე: იმის ლოდინი, რომ რუსეთი განადგურდება და იბერია გაბრწყინდება, აბსურდია

2019

ქართველი ხელოვანები ორ ნაწილად იყოფიან: ერთი ამბობს, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო; სხვები კი ისე აქტიურობენ სხვადასხვა აქციაზე, ძნელია, თქვა, პოლიტიკოსიები არიან თუ ხელოვანები.  უნდა აისახოს თუ არა ხელოვნებაში პოლიტიკურ-სოციალური თემები? მით უმეტეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ ცხრაწლიანი პერიოდის, როცა შიშში ვცხოვრობდით, ქუჩაში ხოცვდნენ ახალგაზრდებს, ქონებას ართმევდნენ ბიზნესმენებს, აუპატიურებდნენ პატიმრებს… ამ ყველაფერზე ვინმემ რამე შექმნა? სად არიან მომღერლები, რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, რომლებმაც ეს ყველაფერი ისტორიას უნდა შემოუნახონ?  ამ თემებზე გვესაუბრება მსახიობი ჯაბა კილაძე.

_ ბატონო ჯაბა, ხელოვნება ხომ საზოგადოების სულიერი საზრდოა და, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემა და მანკიერებაა, სად არიან ხელოვანი ადამიანები, რატომ არ ისმის მათი პროტესტი?

_ აპროტესტებენ სხვადასხვა ფორმით, ზოგი ტენდენციურია, ზოგი _ ობიექტური. რა თქმა უნდა, ხელოვანს არ უნდა აერიოს პოლიტიკა და თავისი მოღვაწეობის სფერო, მაგრამ, როცა საჯარო პიროვნება ხარ, შენი ნამუშევრები მოსწონთ, ხალხს აინტერესებს შენი აზრი ამა თუ იმ საკითხზე. ხელოვანმა არა მხოლოდ უნდა გააპროტესტოს, კარგზეც უნდა ისაუბროს. ხელოვანებს საქართველოში დაბალი ანაზღაურება აქვთ. დღეს საქართველოში თეატრს ყველაზე ნაკლებად აქვს საწუწუნო, ხალხს უყვარს თეატრი, მაგრამ ხელოვნების ბევრი სფერო ძალიან ცუდ დღეშია. ხელოვნება არის სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, გამქაჩავი რგოლი, თუმცა ხელოვანებიც დამოკიდებული ვართ სტაბილურობაზე სახელმწიფოში და იმაზე, როგორი ბიუჯეტი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია პროფესიული შესაძლებლობებიდან გამომდინარე გავაპროტესტოთ ჩვენთვის უსიამოვნო მოვლენები და ფაქტები და არა ქუჩაში “დუბინკებით” სიარულით.

_ მართებულად მიგაჩნიათ ხელოვანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა?

_ ხელოვანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ, თუმცა ამის არც წინააღმდეგი ვარ. მსოფლიოს ისტორიაში არის პრეცენდენტები, როდესაც ხელოვანს საკმაოდ კარგად გაურთმევია თავი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის. პოლიტიკა ქვეყნის სიყვარულია და ვინ აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ განავითარებს, მსახიობი თუ იურისტი, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შედეგი. ამიტომ არ ვთვლი კატასტროფად ხელოვანი ადამიანის პოლიტიკაში ჩართვას. თუმცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა სხვანაირად გაიგეს ეს და უცებ ყველას მოუნდა პარლამენტში. სირცხვილია, არც ლაპარაკი ეხერხებათ, არც ხედვა აქვთ, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ასეთებმა, სჯობს, პარლამენტი მათ დაუთმონ, ვინც უკეთესად აზროვნებს.

_ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ხელოვან ადამიანებს, რომლებიც რუსეთში კონცერტებს მართავენ, ფილმებს იღებენ, სპექტაკლებს დგამენ, ანუ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, საზოგადოების ნაწილი ქვეყნის მოღალატეებს უწოდებს, როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

_ ეს არის დაბოღმილი ხალხის ნათქვამი. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ძალიან ცუდი 20 წელიწადი გვქონდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ბევრი რამ განადგურდა საქართველოში, ბევრი ცუდი მოხდა, ამან საზოგადოებაში შური, ღვარძლი და ერთმანეთის ლანძღვა გამოიწვია. მომღერალი, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში იმღერა, უნდა დავახრჩოთ? რუსული წარმოშობის ძალიან ბევრ რაღაცას აქტიურად ვიყენებთ და ამ ყველაფერზეც უარი ვთქვათ?

ხელოვანს, რომელსაც ვერანაირ პირობას ვერ უქმნი სამშობლოში და უხმობს სხვა ქვეყანა, სადაც თავის საქმეს აკეთებს, განა ეს დასაძრახია? ბევრმა ხელოვანმა გააპროტესტა ქართველების რუსეთში წასვლა, მაგრამ სხვისი გაკრიტიკების უფლება მაშინ გაქვს, როცა თვითონ შექმნი რაიმე ღირებულს.

_ რუსეთ საქართველოს ურთიერთობაზე რას გვეტყვით, როგორ უნდა მოგვარდეს ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი?

_ რუსეთზე საუბარი არასდროს დამთავრდება საქართველოში. ახლა მოდურია ამ ქვეყნის სალანძღავი სიტყვებით მოხსენიება. ჩვენ რუსეთის გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ შევცვლით. სახელმწიფო ხე ხომ არ არის, რომ გადავრგოთ?! იმის ლოდინი, რომ რუსეთი განადგურდება და იბერია გაბრწყინდება, აბსურდია. ეს გაუნათლებელი ადამიანის ილუზიაა, რუსეთი თუ დაინგრევა, საქართველოც ძალიან დაზარალდება. ფაქტია, რომ ეს ქვეყანა ამერიკასაც და ნატოსაც აიძულებს, უკან დაიხიონ. მეც არ მომწონს პუტინი, მაგრამ ვერაფერს გააწყობ, იმიტომ, რომ უზარმაზარი და ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელია და ძალა აქვს. ამერიკა და ცალკეული ევროპული ქვეყნები ცდილობენ, მაქსიმალურად მოერიდონ რუსეთთან უთანხმოებას, ჩვენ კი ვცდილობთ, პირველებმა ამოვარტყათ ყბაში და ეს მცდელობა ცუდად დასრულდება.

_ რას ურჩევთ ამჟამინდელ ხელისუფლებას?

_ აუცილებელია, მთავრობამ გაათვითცნობიეროს, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. როგორც კი ამას გაითავისებენ, მთავრობის წევრებს მოუწევთ შავი ჯიპებიდან ჩამოხტომა. თუ შენი ქვეყანა გიყვარს, ქვეყნის ბიუჯეტიდან ამხელა თანხას არ დახარჯავ საკუთარი სიამოვნებისთვის. მთავრობაში ყველა ერთი მიზნით მოდის _ იშოვოს ფული, ცოტა შენ მოგცენ და ბევრი თავისთვის დაიტოვონ.

ესაუბრა ნანა ფოფხაძე

13 COMMENTS

  1. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდა კაცი ამგვარად აზროვნებს, ჩვენი მიზანი ყოველთვის უნდა იყოს,განათლებული და სწორედ მოაზროვნე ხალხი მოხვდეს ქვეყნის მართვის სადავეებთან!

  2. ღმერთმა გაგახაროს ასე კარგად რომ აზროვნებ,რა ოხრად უნდათ ის მილიონები თუ საქართველო აღარ იქნება-იყვნენ მერე სხვის ქვეყანაში უცხოელები,ერთი ისეთი მტთავრობა ავირჩიოთ რომ ქვეყანაზე ფიქრობდეს და არა გამდიდრებაზე შხამათ შეერგოთ ის ფულები ისედაც დაქცეულ ქვეყანას რომ პარავენ

  3. შეიძლება ითქვას, ჯაბა პოლიტიკურად საღად მოაზროვნე ხელოვანია; ჩვენ კი ძალიან გვჭირდება პოლიტიკურად საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები; არ იქნებოდა ურიგო, თუ კი პოლიტიკოსებს ჯაბა ტრენინგებს ჩაუტარებდა ჯანსაღ პოლიტკურ ხედვასთან და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით.

  4. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით საღათ აზროვნებს ეს ბიჭი, რუსეთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგეგონა, ინ-იან, დღე-ღამე, სინათლე – სიბნელე. ამერიკამ ყველა წალეკა, სადაც კი შევიდა ნგრევა და სიკვდილი მოიტანა, რუსეთი საპირწონეთ რომ არ იყოს მსოფლიო არ იარსებებდა. მიდი ჯაბა, გაახარე ქვეყანა.

  5. biujetidan unda dafinansdes:skolebi,saavadmyofoebi,kino-teatrebida sasicocxlo obieqtebi .parlameti magalanazgaurebadi ar ubda iyos .iq didi mafiaa!gaitvaliswinet 25welia mosaxleoba \\\”palatkebshi cxovrobs da nagvis urnebidan ikvebeba.mixedet xalxs!

  6. მართალი ბრძანდებით ბატონო ჯაბა რუსეთი ძლიერი ქვეყანაა და მათთან უნდა მოგვარდეს კეთილმეგობრული ურთიერთობა სხვანაირად საქართველო დაიღუპება.ხალხმა და პოლიტიკოსებმა ყველამ ერთად უნდა მოაგვარონ ეს საკითხი საქართველო ფეხზე წამოაყენონ.მადლობთ ჯაბა ღმერთმა დაგლოცოს.

  7. ძალიან მომეწონა თქვენი შეხედულებები. რუსეთი მეეჭვება რომ განადგურდება, ჩვენ ვიკითხოთ ერთმა მუჭა ქვეყანამ.რუსეთს ყველა ანგარიშს უწევს.ჩვენ “კუდაბზიკა,”ხალხი ვართ,ამით ბევრს წავაგებთ.

  8. ძალიან მომეწონა თქვენი შეხედულებები. რუსეთი მეეჭვება რომ განადგურდება, ჩვენ ვიკითხოთ ერთმა მუჭა ქვეყანამ.რუსეთს ყველა ანგარიშს უწევს.ჩვენ “კუდაბზიკა,”ხალხი ვართ,ამით ბევრს წავაგებთ.

  9. ჯაბა კარგი ბიჭი ხარ, კარგი მსახიობი და კარგადაც აზროვნებ.

  10. ბატონო ჯაბა, ასე რომ ფიქრობდეს აქციაზე მდგომი ნაციონალებს მიტმასნილი ხალხი ბევრად კარგად გვექნებოდა საქმე.გფარავდეს უფალი შენის ოჯახის სრული შემადგენლობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here