Home რუბრიკები საზოგადოება “ნასას” მიერ აღმოჩენილ შავ ხვრელს ლევან ბერძენიშვილის სახელი ეწოდა

“ნასას” მიერ აღმოჩენილ შავ ხვრელს ლევან ბერძენიშვილის სახელი ეწოდა

681

მეტად სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებენ უცხოური მედიასაშუალებები: ამერიკული კოსმოსური სააგენტონასასმეცნიერებმა კოსმოსის კვლევისას კიდევ ერთი შავი ხვრელი აღმოაჩინეს.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად ასტროფიზიკოსები ვერ მიხვდნენ, საიდან გაჩნდა ეს შავი ხვრელი კოსმოსის იმ მონაკვეთზე, რომელიც ადრეც არაერთხელ დაუთვალიერებიათ. “ნასას” წარმომადგენლები ღრმად ჩაფიქრებულან და იქამდე უფიქრიათ, ვიდრე ერთ-ერთ მათგანს, რომელიც სენატორ მაკკეინის ბიძაშვილი აღმოჩნდა, არ გაახსენდა საქართველო და კერძოდ _ ქართველი პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი.

უფრო ზუსტად, მან ბიძაშვილ ჯონ მაკკეინისგან მიიღო მესიჯი: “საქართველოში, კერძოდ, საქართველოს პარლამენტში აღმოჩენილია ევრაზიული ხვრელი, რომელიც უკვე წარმატებით ამოქოლა ქართველმა პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა. ჩვენ ასეთ ხვრელებს ვეძებთ მსოფლიოში და ვქოლავთ. ყურადღებით იყავით, ევრაზიული ხვრელები მსოფლიოს ბევრ ადგილზე გაჩნდა. არ გამოგეპაროთ, თუ რამეა, დაგვიძახეთ და ამოვქოლავთ”.

აი, ამ მესიჯმა გაუნათა გონება “ნასას” ხსენებულ წარმომადგენელს და იმ წამს მიხვდა, რატომ, როგორ და საიდან გაჩნდა ასე უცებ “შავი ხვრელი”კოსმოსის უკვე ბევრჯერ გამოკვლეულ უბანზე.

ის მყისვე დააკვირდა ულტრათანამედროვე ტელესკოპებით და სხვა შესაბამისი ხელსაწყოებით და ნათლად დაინახა ამ ახალი შავი ხვრელის “ევრაზიული” მიდრეკილებები.

ნასასთვისცხადი შეიქნა, რომ ეს ხვრელი კოსმოსშიევრაზიელებმაგააჩინეს, რათა იქიდან შემძვრალიყვნენ კოსმოსში, ემართათ თანამგზავრები, კურსი და მიმართულება აერიათ საქართველოსთვის დაევროკავშირისნაცვლადევრაზიულკავშირში შეეთრიათ!

როგორც კი აეხადა ფარდა ამ საიდუმლოს, საქართველოში ამერიკის ელჩის _ იან კელის დახმარებითა და სენატორ ჯონ მაკკეინის მეთვალყურეობით ამერიკაში სასწრაფოდ გამოიძახეს ქართველი პარლამენტარი, ცნობილი ხვრელმქოლავი ლევან ბერძენიშვილი.

ამერიკული პრესა უკვე აჭრელებულია ბერძენიშვილის იმ ცნობილი განცხადებით, რომელიც მან საგარეჯოში ჩატარებული არჩევენების დამთავრებისთანავე გააკეთა: “ჩვენ ამოვქოლეთ ევრაზიული ხვრელი საქართველოს პარლამენტში!”

მედია ამერიკელ ხალხს ამშვიდებს, რომ მისტერ ბერძენიშვილი ღრმა ჭაბუკობიდან არის დაგეშილი სხვადასხვა ხვრელში ძრომიალზე, აქვს ძალიან დიდი ვირთხული გამოცდილება და, შესაბამისად, ისიც კარგად ესმის, რომელი ხვრელი ამოქოლოს და რომელში გაძვრეს, თუკი ამის საჭიროება შეიქმნება.

ნასასხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მისტერ ბერძენიშვილი კოსმოსშიც ისევე ეფექტიანად შეძლებს მოქმედებას, როგორც დედამიწაზე და სულ მალეევრაზიული კოსმოსური ხვრელიცამოქოლილი იქნება.

ამერიკის სენატმა უკვე განიხილა “ნასას” ინიციატივა, რომ ამ ახალაღმოჩენილ შავ ხვრელს სწორედ მისი პოტენციური ამომქოლავის _ ქართველი პარლამენტარის, ლევან ბერძენიშვილის, სახელი ეწოდოს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბერძენიშვილის მომზადება მომავალი კოსმოსური ექსპედიციისთვის. როგორც ამბობენ, ის მთლად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. შიშისგან ცოტა ფაღარათიც დაწყებია და საწყალობლად გაიძახის: “მე ხომ თქვენი უკანალის ლოკვასაც არ ვერიდებოდი, ამერიკელებო! ასე რატომ გამწირეთ და სადღაც შავ ხვრელში რატომ მიშვებთ? რომ მცოდნოდა ჩემ მიერ ხვრელების ამოქოლვით ტრაბახს ასეთი შედეგი მოჰყვებოდა, ხმასაც არ ამოვიღებდი და საერთოდ ჩავიგდებდი ამ ტუტუც ენას!”

მაგრამ ამერიკელები კატეგორულად მოითხოვენ, რომკოსმოსური ევრაზიული ხვრელისწორედ დიდმახვრელმქოლავმა”, მისტერ ბერძენიშვილმა ამოქოლოს.

ცნობილი შეიქნა ისიც, რომ ამ ამბების შემდეგ მოულოდნელად სადღაც გადაკარგულა იან კელი. გამოჟონა ინფორმაციამ, თითქოს მას რომელიღაც ნაცნობისთვის დაერეკოს და ეთქვას _ ცოცხალი ვარ, არ ინერვიულოთ, უბრალოდ, ცოტა ხანს დავიმალები, მეშინია, ემანდ მაგ მატრაკვეცა “ხვრელმქოლავს” მეც ზედ არ გამაყოლონ შავ ხვრელში ამ გიჟმა ამერიკელებმაო…

დიდუ აგირაია

1 COMMENT

  1. ენა ჩემი, მტერი ჩემი! უთავმოყვაროთ და მანიაკალურად ევროკავშირს ითხოვენ ხელფას და გრანტებს გაყიდულები, მაგრამ ვინ გისმენს. უთავმოყვარეთა სავანე – უცხო ქვეყნების ფულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here