Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: უამრავი უმეცარი განცხადება აქვს გაკეთებული ევროსაბჭოს, ეუთოს, მაგრამ ეს არ...

ბიძინა ივანიშვილი: უამრავი უმეცარი განცხადება აქვს გაკეთებული ევროსაბჭოს, ეუთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ მათი განცხადებები ყურად არ იღოს

539

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე ილაპარაკა.

“უამრავი უმეცარი განცხადება გააკეთა “სახალხო პარტიამ”. ის ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე “ტელევიზორებსა და მაცივრებს ვარიგებდი”. იმავე ევროსაბჭომ და ეუთომ _ რამდენიც გნებავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს, ყურად არ ვიღოთ მათი განცხადებები. რა თქმა უნდა, მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან “ისინი”, იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება და ვერც იქნება”, _ განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე კერძო სუბიექტები დავობენ.

“რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი არის დიდი, მაგრამ შევახსენებ მოსახლეობას რეალურ ვითარებას _ დვალი და ხალვაში იბრძვიან წართმეული ქონების დასაბრუნებლად. ისინი არიან ერთ მხარეს, მეორე მხარეს წარმოადგენს გვარამია და “ნაციონალური მოძრაობა” მეპატრონე ყარამანიშვილებთან ერთად, რომელიც ბოლოს მოქოქეს, მაგრამ ვერ მოქოქეს, ანუ მიმდინარეობს სამართლებრივი დავა”, _ აღნიშნა ივანიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here