ნანა კაკაბაძე: ჩვენთან მხოლოდ ფასები მატულობს, ხელფასები _ არა. ის ოჯახი, გუშინ თავს რომ ირჩენდა, დღეს ვეღარ სწვდება გადასახედებს. ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება

    “ვმუშაობთ საკითხზე, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი _ უნდა თუ არა ქართველ ხალხს იმ ქვეყნებთან ინტეგრაცია, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ ლგბტ უფლებები პრიორიტეტია”

    ნანა კაკაბაძე

    ქართული ოცნების”  მე-10 საიუბილეო გამარჯვება, გახარებული მმართველი გუნდი და სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართველი საზოგადოება _ ასეთია დღეს საქართველოში შექმნილი სურათი.

    არჩევნებიდან რამდენიმე დღეში თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი გაძვირდა. ფასების მომატების ფონზე ხალხს აღიზიანებსმაღალჩინოსნებისხელფასების კოლოსალური მატება და პენსიონერებისთვის გადაგდებული კაპიკები

    პროდუქტების გაძვირებასა და სოციალურ უსამართლობაზე ადამიანის უფლებათა დამცველი, საზოგადოებრივი მოძრაობაერთიანი ნეიტრალური საქართველოსწარმომადგენელი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

    _ უკვე რამდენიმე წელია, არჩევნებზე  არ დადის ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტი. ეს პროტესტია. რაც შეეხება პროდუქტებზე ფასების მატებას, ხელისუფლება ვალდებულია, ჩაერიოს, დააწესოს ზღვარი, რომლის იქითაც პროდუქტზე ფასის მომატება არ შეიძლება. ყველა ბიზნესმენს სურს, მისმა შემოსავალმა დიდი პროცენტით მოიმატოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა კონტროლდებოდეს.

    ყველამ იცის, რომ თურქეთში დაბალი ფასებია მედიკამენტებზე, რომლებიც საქართველოში ასი პროცენტით და მეტით ძვირია. წამალი მხცოვან, პენსიონერ ადამიანებს სჭირდებათ ძირითადად, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, ბაზარი დაარეგულიროს ისე, რომ ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლისთვის. ასევეა პურიც, რომელიც კვლავ გაძვირდა. პირველადი მოხმარების საგნებსა და  არავის უნდა ჰქონდეს უფლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე ზღვარს გადასცდეს, სოციალურად შეჭირვებული ადამიანების ხარჯზე არავინ უნდა მდიდრდებოდეს, არ ჰქონდეს ბაზარზე დომინირებას უფლება.

    _ საქართველოში ბიზნესი კმაყოფილია, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები თავდაუზოგავად  შრომობენ. როგორც გვარწმუნებენ, ხელისუფლება თურმე კერძო ბიზნესში ვერ ერევაამ საკითხს, ალბათ, ვერასდროს მიხედავს ხელისუფლება

    _ ჩვენთან მხოლოდ ფასები მატულობს, ხელფასები _ არა. ის ოჯახი, გუშინ თავს რომ ირჩენდა, დღეს ვეღარ წვდება გადასახედებს. ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.

    დღემდე თითქმის ყველა პროდუქტი ნაცებს შემოაქვთ.  ბიზნესსა და ბიზნესმენებს დარღვევები და გადაცდომები აქვთ, ამის გარეშე მილიონერები ვერ გახდებოდნენ. ამ ცოდვაში ფეხი ხელისუფლებასაც უდგას, ბიზნესმენებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული, ამიტომ, შესაბამისად, მწვანე შუქი აქვთ ანთებული მოქალაქეებსაც, რათა პროტესტი გამოხატონ. საზოგადოებას აქვს უფლება, თქვას თავისი სათქმელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლება სასიცოცხლო ბიზნესებს მტრულ ძალას უგდებს ხელში, თუმცა პარალელურად სულ სხვას ამბობს _ უცხო ქვეყნიდან მართულ ძალაზე საუბრობს. შესაძლოა, ეს საბოტაჟიც იყოს, რადგან არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ არის პროდუქტებზე ისეთი ფასები, როგორიც ჩვენთან. საომარ მდგომარეობაშია რუსეთი, მაგრამ ასეთი სიძვირე იქაც არ არის…

    _ საჯარო მოხელეების ხელფასები 1400 ლარით მოიმატებს, პენსიონერების პენსია _ მაქსიმუმ 45 ლარით. პარლამენტში კი სხედან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც არ უჭირთ, ქვეყნისთვის სასარგებლოებიც არ არიან, მაგრამ ხელფასი ემატებათ და ემატებათ

    _ არ მესმის, სახელმწიფო ქონების მიმტაცებელ ადამიანებს რატომ აქვთ საქართველოში ამხელა გავლენა. 1990-იან წლებში “პრიხვატიზაცია” იყო და საბჭოთა ქონება მიითვისეს, მათ ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის. გასარკვევია, ვინ დგას ამ ადამიანების უკან, რას წარმოადგენენ. მათ საზოგადოებისგან არანაირი პატივისცემა არ აქვთ…

    პენსიის მატება ინფლაციას რომ შეადაროთ, ნახავთ, რომ კლებაა, მატება კი არა, მსყიდველობითი უნარია მთავარი. 495 ლარი ფული აღარ არის, განსაკუთრებით მარტოხელა პენსიონერისთვის.

    პროდუქტები კატასტროფულად გაძვირდა _ ეს ფაქტია. შესაძლოა, დეპუტატის ხელფასის მსგავსად პენსიას ვერ მოუმატონ, მაგრამ ფასები მაინც დაარეგულირონ, რათა პენსიონერებმა რეალურად იგრძნონ პენსიის მატება.

    ბუნებრივია, საზოგადოებაში უკმაყოფილება იარსებებს. არჩევნებში გამარჯვებული “ქართული ოცნება” პროცენტებს ითვლის, მაგრამ ეს სასიხარულო არ არის, ამ არჩევნებში ე.წ. ოპოზიცია არ მონაწილეობდა… უამისოდაც არჩევნებზე ამომრჩეველი არ დადის, ამაზე უნდა იფიქროს “ოცნებამ”, რომელსაც თავის დამშვიდების უფლება არ აქვს.

    _ ქართველი არასოდეს გავა ქუჩაში იმის გამო, რომ შია. ჩვენ ევროპელები არ ვართ, ხელფასები და ფასები რომ გავაპროტესტოთ, მაგრამ ამ ქვეყანაში არც საშინაო პოლიტიკაა რიგზე, არც ეკონომიკა, არც სოციალური ფონი და აღარც საგარეო პოლიტიკა, რომლითაც ამაყობდნენ ჩვენი ხელისუფლებებისოციალური პრობლემები ხალხის ქუჩაში გამოსვლის სერიოზული მიზეზიამიაღწევს კი 2028 წლამდექართული ოცნება”?

    _ ჩვენ, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”, ვმუშაობთ საკითხზე, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი _ უნდა თუ არა ქართველ ხალხს იმ ქვეყნებთან ინტეგრაცია, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ ლგბტ უფლებები პრიორიტეტია და ის აკრძალვები, რომლებიც მას მოჰყვება. საინტერესოა, რას იტყვის ამაზე ქართველი ხალხი. ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, მაგრამ  ხელისუფლებამ ეს უპასუხოდ დატოვა. ვაპირებთ, განაცხადი ცესკო-ში შევიტანოთ. მოკლედ, ყველა გზას მივმართავთ და გამოვიყენებთ… რაღაცნაირად მოვახერხებთ ხელისუფლების დათანხმებას.

    იმედი მაქვს, ხელისუფლებაც ჩვენი მოკავშირეა. მას ეს გაცხადებული აქვს, ამიტომ მგონია, რომ პროცედურების დაცვის გარეშეEდაგვიჭერს მხარს. როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, “დიფ სთეითი” აღარ მართავთ, ამიტომ ლგბტ პროპაგანდა უნდა აკრძალოს, ესეც ხომ იმ “დიფ სთეითისაა”?!

    _ რა ჰქნას ადამიანების იმ დიდმა რაოდენობამ, რომელიც, უკვე წლებია, არჩევნებზე არ დადის, რადგან მისი მოსაწონი პარტია არ არის წარმოდგენილი არჩევნებში?

    _ საზოგადოება აქტიური უნდა იყოს. როდესაც უსამართლობას აწყდები და ხედავ, გაქვს ვალდებულება, აქტიური იყო. მოქალაქე ვალდებულია, ხელი გაანძრიოს თავისი კეთილდღეობისთვის, იაქტიუროს. ორი და სამი კაცი თუ კეტავს რუსთაველის გამზირს, ჩვენ, საზოგადოების დიდმა ნაწილმაც, გადავკეტოთ მთავარი გამზირი და სერიოზული სოციალური პრობლემების მოგვარება მოვითხოვოთ…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here