Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკულ მედიაში ტრამპის საწინააღმდეგო ყველაზე ოდიოზური ხმების „გაუქმება“ მხოლოდ აისბერგის წვერია

ამერიკულ მედიაში ტრამპის საწინააღმდეგო ყველაზე ოდიოზური ხმების „გაუქმება“ მხოლოდ აისბერგის წვერია

მის საფუძველში დევს აშშ-ის საინფორმაციო რუკის სრული გადაკეთება და მედიაზე იურიდიული კონტროლის აშშ-ის კონსერვატიული წრეებისთვის გადაცემა

ბოლო რამდენიმე დღეა,  კონსერვატიული ამერიკა  მასობრივად სჩადის ღვარძლიანობის, ნიშნის მოგების ცოდვას, მაგრამ მისი დადანაშაულება ცოდვაა.                                                                 

წლების განმავლობაში ამერიკელ ტრადიციონალისტებს პირდაპირი მნიშვნელობით  ერეკებოდნენ  რეზერვაციაში – კულტურულ,  იურიდიულ,  ეკონომიკურ და ფიზიკურშიც კი. გაუთავებელი „გაუქმებები“, რესტრიქციები ( ფინანსური  შეზღუდვები –  გ.გ.), საჯარო სასამართლო პროცესები და მუხლმოდრეკილი   აღიარებებიც კი (როგორც ეს არაერთხელ მოხდა რეციდივისტი  ჯორჯ  ფლოიდის შემთხვევაში,  რომელიც საავადმყოფოში ნარკოტიკებისგან გარდაიცვალა, მემარცხენეებმა კი,  პრაქტიკულად,  წმინდანად შერაცხეს), რომელიც ნორნად იქცა და არავის უკვირდა სხვადასხვა ორგანიზაციაში გაგზავნილი ცირკულარები, რომლებშიც  პირდაპირ იყო მითითებული,  რომ ეკრძალებოდათ კონსერვატორი თეთრკანიანი მამაკაცების  სამუშაოდ აყვანა  და რომ ყველაფერში დამნაშავენი ეს მამაკაცები  იყვნენ. ამერიკული მედიასაშუალებები  ათწლეულების განმავლობაში იყო დემოკრატების დასაყრდენი.  ისინი ჯიუტად  ასრულებდნენ საზოგადოების  გამოთაყვანებისა  და რადიკალიზაციის  შავბნელ  საქმეს.

მაგრამ კარმა, როგორც ვიცით, ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს და ახლა ის პირსინგიანი ვარდისფერი, მწვანე და ლურჯი  თავებისკენ მიექანება.

გუშინ ( 21 სექტემბერს – გ.გ.) აშშ-ის ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოება   შეძრა მომხდარმა: საღამოს პოპულარული ტოკ-შოუს წამყვან ჯიმი კიმელის მიერ ტრამპის გუნდისა და ცოტა ხნის წინათ მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის, მიმართ  შეურაცხმყოფელი რემარკების  გამო  სატელევიზიო კორპორაცია ABC-ის მფლობელებმა გადაცემა სამუდამოდ დახურეს. ამ გადაწყვეტილების შექების შემდეგ ტრამპმა  სურვილი გამოთქვა,  ბანკეტი გაეგრძელებინათ და  სხვა მედიასაშუალებებიდან რამდენიმე წარმომადგენლის  გვარი  ახსენა.

გასაგებია, რომ დემოკრატებმა, მემარცხენეებმა და სხვა არატრადიციონალისტებმა, უბრალოდ, ასე ვთქვათ, ფსკერი გახვრიტეს,  მოთმინება დაკარგეს და ტრამპი მყისვე დაადანაშაულეს სიტყვის თავისუფლებაზე, კონსტიტუციაზე, ჰამბურგერებსა და „კოკა-კოლაზე“  შეტევაში.  სახალისოა, რომ კონსერვატორი ამერიკელების გაჩუმება (და მათი ლიდერების მკვლელობაც კი)  ნორმალურია; სიტყვის თავისუფლებასა და კონსტიტუციას ჯერჯერობით  შეუძლია სხვა მხარეს გაიხედოს  – მარცხნივ.

მაგრამ ტრამპის შემთხვევაში ცელი  ქვას კი არ წამოედო, არამედ შეეჯახა აისბერგს, რომელსაც დემოკრატიულმა „ტიტანიკმა“,  მისდა სამწუხაროდ, გვერდი ვერ აუარა.

ტრანსგენდერის საყვარლის მიერ კირკის მკვლელობის შემდეგ  სიძულვილით გონებადაბინდული  „გაუქმების“ ტალღა საწინააღმდეგო მიმართულებით შებრუნდა და საბრალო წკმუტუნის ფონზე  მემარცხენე-ლიბერალმა პედაგოგებმა, ოფიციალურმა პირებმა, ჟურნალისტებმა და სამხედრო მოსამსახურეებმაც კი დაიწყეს სამხრეების, თანამდებობების, ხარისხებისა და კომფორტული დანიშვნების დაკარგვა, მას შემდეგ, რაც მათ ტონობით ლაფი დაასხეს  კონსერვატორ ქრისტიან აქტივისტს, მისი დაღუპვის შემდეგაც.                                   მაგრამ  თითქმის ვერავინ  მიხვდა, რომ ეს უბრალო  ტალღა კი არ იყო, არამედ გოლფსტრიმი, რომელიც სამუდამოდ შებრუნდა 180 გრადუსით. ეს ბოლოდროინდელი მოვლენები არ არის მხოლოდ ემოციური (და დამსახურებული) სამაგიეროს მიზღვა კონსერვატიულ ამერიკაზე ტყუილის, ცილისწამებისა და თავდასხმებისთვის.  ეს ტრამპის გუნდის გრძელვადიანი სტრატეგიის  ნაწილია.

ექსპერტთა  აზრით,  ჩვენ ახლა მოწმენი ვართ „ტრამპიზმის ინსტიტუციონალიზაციისა“,  რომელიც მიზნად ისახავს ყველა ლიბერალური ინსტიტუტის დაშლას და ახალი კონსერვატიული სტრუქტურების შექმნას, რომლებსაც შეეძლებათ  ძალაუფლებაზე  კონტროლის ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება. ამერიკულ მედიაში ტრამპის საწინააღმდეგო ყველაზე ოდიოზური  ხმების „გაუქმება“  მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან  მის საფუძველში  დევს აშშის საინფორმაციო რუკის სრული გადაკეთება  და მედიაზე იურიდიული კონტროლის აშშის კონსერვატიული წრეებისთვის გადაცემა.

რამდენიმე მაგალითი:

* კონსერვატორმა მილიარდერმა და ტრამპის მეგობარმა ლარი ელისონმა Paramount Global-ზე (CBS News, MTV, Nickelodeon, BET და სხვ.) კონტროლი მოიპოვა და ახლა  CNN-ს უმიზნებს;

* მასმედიაზე ზედამხედველობის კომისია (FCC) ტელევიზიებზე ეროვნული ბაზრის წილის 39%-იანი ლიმიტის შეზღუდვის  გაუქმებას ცდილობს, რაც გზას გაუხსნის ადგილობრივი ტელევიზიების უპრეცედენტო კონსოლიდაციას ტრადიციულად რესპუბლიკელებისადმი ლოიალური მსხვილი კონგლომერატების ხელში;

* რესპუბლიკური ფონდები ყიდულობენ ადგილობრივ ყოველდღიურ გამოცემებს, რომლებსაც ადრე დემოკრატები აკონტროლებდნენ  (2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე 50-ზე მეტი რეგიონული გაზეთი გაიყიდა);

* სახელნიფო სტრუქტურები  მასობრივად ეუბნებიან   უარს ლიბერალურ-დემოკრატიულ გამოცემებს აკრედიტაციაზე, რაც მათ აუდიტორიას ართმევს;

* წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი PBS-ისა და NPR-ის  – ტრადიციულად დემოკრატიული ორიენტაციის სატელევიზიო ქსელების – დაფინანსების შემცირების შესახებ.

ლიბერალების მიერ ბოთლიდან გამოშვენული  კონსერვატიული ჯინი უფრო შორს წავიდა და ახლა რესპუბლიკელების  კონტროლს დაქვემდებარებული კონგრესი საარჩევნო ოლქების „ახალი გადანაწილების“ პროცესშია, რომელმაც, Reuters -ის ცნობით, „შეიძლება წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ათწლეულებით  დომინირება გამოიწვიოს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპი ან მისი მემკვიდრეები 2028 წელს და შემდგომშიც, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებენ.

ამასთანავე, დასავლელი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ დონალდ ტრამპს  გრანდიოზული გეგმები აქვს თავისი პოლიტიკური დინასტიის ხანგრძლივად  შესანარჩუნებლად არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. ლიბერალი ექსპერტების აზრით, „ექსპორტისთვის განკუთვნილი ტრამპიზმი“ აშშ-ის გადასვლაა უფრო ცალმხრივი, პრაგმატული და ავტორიტარული საგარეო პოლიტიკისკენ, რომელიც გამოიწვევს მრავალმხრივი ინსტიტუტებისა და ტრანსატლანტიკური კავშირების შესუსტებას, რუსეთის მიმართ არაპროგნოზირებულტრანზაქციულმიდგომას და მოსკოვის გავლენის ზონის გაფართოებას იმ რეგიონებში, რომლებშიც ამერიკული გავლენა შემცირდება. სინამდვილეში, ტრამპის ქმედებები, მათ შორის რუსეთთან „დიდი გარიგების“ გეგმები, სრულიად გამართლებული და რაციონალურია. 

 ანალიტიკურ ცენტრ  Chatham House-ის  ანგარიშში საერთაშორისო წესრიგის კონკურენტული თვალსაზრისები აღნიშნულია, რომ აშშ ამჟამად დასავლეთ ნახევარსფეროში დომინირებაზეა ორიენტირებული და განიხილავს დიდ სახელმწიფოებს შორის განაწილებული გავლენის სფეროებით განსაზღვრულ საერთაშორისო წესრიგში დაბრუნებას“.  ეს, კონკრეტული ინდივიდის ახირება კი არა, სამუდამოდ შეცვლილი რეალობის ანარეკლია, რომელიც დასავლეთმა პირველად გააცნობიერა  თანამშრომლობის  შანხაის ორგანიზაციის ბოლო სამიტის შემდეგ, სადაც რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერებმა ერთმანეთს ხელი მტკიცედ ჩამოართვეს, რითაც მსოფლიოს სიგნალი გაუგზავნეს. მოსკოვის ამჟამინდელი კონტაქტები ტრამპის ადმინისტრაციასთან დაფუძნულია სწორედ წამყვანი მსოფლიო ძალების ძირეული ინტერესების აღიარებასა და თანამშრომლობაზე იქ , სადაც  ყველასთვის სარგებლიანი იქნება.

21 სექტემბერს რფ-ის  საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურს,  უკრაინის თემა  რუსეთთან მოლაპარაკებებიდან ამოიღოს, რათა ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობებისთვის დაბრკოლებები მოიხსნას“.  ამასთანავე , როგორც პუტინი, ასევე ტრამპი მტკიცედ  არიან განყობილნი და მომავალზე მიზანმიმართული – რაც იმას ნიშნავს, რომ დროებითი დაბრკოლებები ადრე თუ გვიან მოიხსნება  და ისინი, ვინც ამჟამად ამ დაბრკოლებებს ქმნის,  ისტორიის გზისპირას დარჩებიან თავიანთი გაქონილი  ვარდისფერი პარიკებით.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                    

https://ria.ru/20250919/tramp-2042852504.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here